შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი იუდენიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი იუდენიჩი
დაბადების თარიღი 18 (30) ივლისი, 1862[1]
დაბადების ადგილი მოსკოვი[2] [1]
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 1933[2] [3] [4] [5] [1]
გარდაცვალების ადგილი კანი[6] [7] [1]
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება ინფანტერიის გენერალი[1]
მეთაურობდა 18th riflemen regiment, Russian Caucasus Army და Northwestern Army
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი[1] , პირველი მსოფლიო ომი[1] , რუსეთის სამოქალაქო ომი[8] , Q4342940?, Battle of Sandepu, Battle of Mukden, Russian involvement in the Persian Constitutional Revolution, სარიყამიშის ბრძოლა, მანასკერტის ბრძოლა, Battle of Kara Killisse, Battle of Koprukoy, ერზურუმის ოპერაცია, ტრაპიზონის ოპერაცია, Battle of Erzincan, Battle of Bitlis, ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი და Offensive of the North-Western Army in Autumn 1919[8]
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, Order of the White Eagle with swords, Order of Saint Stanislaus, 1st class with swords, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of St. Vladimir, 3rd class with Swords, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, Order of St. Alexander Nevsky with swords, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class[1] , წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი[1] , Order of St. George, 2nd class[1] , Order of noble Bukhara, სამხედრო ჯვარი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი და საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი

ნიკოლაი იუდენიჩი (რუს. Никола́й Никола́евич Юде́нич; დ. 1862 — გ. 1933) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 1887 წლიდან იყო შტაბს-კაპიტანი. 1892 წლიდან იყო თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტი და პოდპოლკოვნიკი. 1896 წლიდან გახდა პოლკოვნიკი. 1900 წლიდან იყო თურქესტანის პირველი მსროლელი ბრიგადის შტაბს-ოფიცერი. 1902 წლიდან მე-18 მსროლელი პოლკის მეთაური. 1907 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერი. 1912 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1915 წლიდან ინფანტერიის გენერალი. 1916 წელს არზრუმისა და ტრაპიზონის წარმატებული ოპერაციების გამო დაჯილდოვდა გიორგის II ხარისხის ჯვრით. თებერვლის რევოლუციის შემდეგ უნდობლობა გამოუცხადა დროებით მთავრობას, გადადგა და დატოვა კავკასიის ფრონტი. 1918 წლის ბოლოდან იყო თეთრგვარდიელების ერთ-ერთი ლიდერი ჩრდილოეთ რუსეთსა და ბალტიისპირეთში. პეტროგრადზე განხორციელებული რამდენიმე უშედეგო ოპერაციის შემდეგ, 1920 წლის დასაწყისში, დატოვა ქვეყანა და წავიდა ემიგრაციაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. 2.0 2.1 Юденич Николай Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #119112353 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. კრუგოსვეტი — 2000.
  8. 8.0 8.1 Юденич, Николай Николаевич // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.