შინაარსზე გადასვლა

მანასკერტის ბრძოლა (1915)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანასკერტის ბრძოლა
თარიღი 1915
მდებარეობა მანასკერტი
შედეგი რუსების გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
პეტრე ოგანოვსკი,
ნიკოლოზ იუდენიჩი
აბდულ ქერიმ-ფაშა
ძალები
22 000 40 000
დანაკარგები
7000 ?
6000 ტყვე - თურქი მეომარი

მანასკერტის მრძოლა — გაიმართა 1915 წელს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო კავკასიის ფრონტზე, პირველი მსოფლიო ომის დროს. საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ცოცხალი ძალების დიდი დანაკარგებისა როგორც თურქეთის ასევე რუსეთის მხარეს, ბრძოლის ბედზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა რუსებს გაუჩნდათ მცირე ტაქტიკური უპირატესობა.

1915 წლის 10 ივლისს კავკასიის არმიის მეოთხე კორპუსის გენერალმა ოგანოვსკიმ დაიწყო შეტევა მანასკერტის დასავლეთით მდებარე შემაღლებული ადგილების დასაკავებლად. ამასთან იგი ითვალისწინებდა თურქეთის არმიის მცირერიცხოვნებას რუსეთთნ შედარებით. გენერალ ოგანოვსკის წინააღმდეგ იბრძოდა თურქეთის რამდენიმე დივიზია, სულ ორმოცი ათასამდე ჯარისკაცით, რის შესახებაც ოგანოვსკისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი. 16 ივლისს ოსმალეთის არმია გადავიდა კონტრ-შეტევაზე აბდულა ქერიმ-ფაშას მეთაურობით, რიცხობრივი უპირატესობით ერთი სამზე თურქების სასარგებლოდ. ოგანოვსკის რაზმებმა უკან დაიხიეს და დაკარგეს საბრძოლო მასალებით დატვირთული მატარებელი. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ 22 ივლისს შეიტყო კავკასიის ფრონტის მეთაურმა იუდენიჩმა.

იუდენიჩის ბრძანებით რუსული არმია სწრაფად იქნა გადაჯგუფებული მანასკერტის მიმართულებით და გადავიდა კონტრ-შეტევაზე 22000 ქვეითისა და კავალერისტის შემადგენლობით, კაზაკთა მხედრობამ შეძლო ექვსი ათასი თურქის ტყვედ აყვანა. მანასკერტი რუსების მიერ იქნა აღებული. რუსების დანაკარგი შეადგენდა 7000 მეომარს, ხოლო თურქების ცოცხალი ძალის დანაკარგი უცნობია.

1915 წელს კავკასიის ფრონტზე მთლიანობაში სიმშვიდე იყო. რუსეთში მას განიხილავდნენ, როგორც მეორე ხარისხოვანს, პოლონეთის მთავარ ფრონტთან შედარებით. მანასკერტის აღებას დიდად არაფერი შეუცვლია საომარ მოქმედებებში, თუმცა სასარგებლოდ წაადგა რუსული საზოგადოების მძიმე მორალურ მდგომარობას, რომელიც შეიქმნა გერმანიის ფრონტზე რუსული ძალების დიდი დანაკარგის გამო.

  • Falls, Cyril (1959). The Great War. New York: G.P. Putnam's & Sons, გვ. 158–160.