შინაარსზე გადასვლა

ნიგარ რაფიბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიგარ რაფიბეილი
აზერ. Nigar Xudadat qızı Rəfibəyli
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1913
დაბადების ადგილი ელიზავეტპოლი
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1981
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, დიდების ორდენი, Q63706400?, Honored Culture Worker of the Azerbaijan SSR და Honorary decree of the Presidium of the Supreme Soviet of the Azerbaijan SSR
მეუღლე რასულ რზა
შვილ(ებ)ი ანარ რზაევი

ნიგარ რაფიბეილი (აზერ. Nigar Xudadat qızı Rəfibəyli; დ. 23 ივნისი, 1913, ელიზავეტპოლი — გ. 9 ივლისი, 1981, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოეტი. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის პირველი მინისტრის ხუდადათ-ბეკ რაფიბეკოვის ქალიშვილი, აზერბაიჯანის სახალხო პოეტის რასულ რზას მეუღლე და აზერბაიჯანის სახალხო მწერლის ანარ რზაევის დედა.

ნიგარ რაფიბეილი დაიბადა ქირურგის, ხუდადათ-ბეკ რაფიბეკოვის ოჯახში, რომელიც განჯის პროვინციის გუბერნატორად მსახურობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წინა პერიოდში (1918-1920). ის იყო აზერბაიჯანელ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის, რომლებიც ბოლშევიკებმა მასობრივად სიკვდილით დასაჯეს 1920 წლის ივნისში კუნძულ ბოიუქ-ზირაზე.[1]

მშობლიურ განჯაში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ნიგარ რაფიბეილი ბაქოს პედაგოგიურ კოლეჯში ჩაირიცხა. 1928 წელს ჟურნალ „Dan Ulduzu“ (ამომავალი ვარსკვლავი) მისი პირველი ლექსი სახელწოდებით „ფარდა“ გამოქვეყნდა. სწავლა განაგრძო მოსკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ამასობაში 1934 წელს ბაქოში მისი პირველი ლექსების კრებული გამოიცა.[1]

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ნიგარ რაფიბეილი გამომცემლობა „უშაგნეშრის“ (ბავშვთა გამომცემლობის) მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში რედაქტორად მუშაობდა. 1940 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რაფიბეილი ლექსებს წერდა და სსრკ-ს ხალხთა პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს აზერბაიჯანულად თარგმნიდა. შემოქმედებითი სამსახურისთვის დაჯილდოვდა ღირსების სამკერდე ორდენით.[1]

ბაქოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რაფიბეილის სახელს ატარებს. ქალაქ განჯაში, ხანის პარკში, ნიგარ რაფიბეილის ძეგლიც დგას.

გარდაიცვალა 1981 წელს ბაქოში. მისი საფლავი ბაქოს II საპატიო დაკრძალვის ხეივანშია.