ნაქსოსის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაქსოსის ალყა
ბერძენ-სპარსელთა ომების ნაწილი

ნაქსოსის ალყა
თარიღი ძვ. წ. 499 წელი
მდებარეობა კუნძული ნაქსოსი
შედეგი იონიელთა მარცხი
მხარეები
საბერძნეთი სპარსეთის იმპერია
მეთაურები
უცნობია არისტაგორასი
მეგაბეტე
ძალები
8 000 ჰოპლიტი
200 გემი
8 000 იონიელი

ნაქსოსის ალყა (ძვ. წ. 499) — მილეტელი ტირანის არტისტაგორას მიერ კუნძულ ნაქსოსის წარუმატებელი დაპყრობის მცდელობა. არტისტაგორას ეხმარებოდა, სპარსი მეფე დარიოს დიდი. ეს იყო ბერძენ-სპარსელთა ომების ღია დაპირისპირება რომელიც გაგრძელდა 50 წელი.

არტისტაგორას დაუკავშიდნენ, კუნძულიდან გამოსახლებული არისტოკრატია და სთხოვეს დახმარება უკან დაბრუნებისთვის. მან დაინახა შესაძლებლობა მილეტში თავისი პოზიციის გასამყარებლად სთხოვა დახმარება თავის, მეფეს დარიოს დიდს და ადგილობრივ სატრაპს არტაფერნესს, მიხმარებოდნენ კუნძულის დაპყრობაში. ამ შემოთავაზებას დასთანხმდნენ და შეკრიბეს 200 ტრიმერა, მეგაბეტეს მეთაურობით.

ექსპედიციამ მალევე რეგრესი განიცადა. არისტაგორასა და მეგაბატესმა იჩხუბეს ნაქსოსისკენ მიმავალ გზაზე და ვიღაცამ (შესაძლოა მეგაბატესმა) აცნობა ნაქსოსელებს ჯარის მოახლოებული შესახებ. როდესაც, ადგილზე მივიდნენ სპარსელებს, დახვდათ კარგად მომზადებული ქალაქი. სპარსელებმა კარგად შემოარტყეს ალყა მაგრმ, ოთხი თვის შემდეგ ფული ამოეწურათ და უკან დაბრუნდნენ.

ამ საშინელი ექსპედიციის შემდეგ, ტირანმა იგრძნო რომ მისი პოზიცია შეირყა და გადაწყვიტა ქალაქი აეჯანყებინა სპარსეთის წინააღმდეგ. მოგვიანებით, აჯანყება კარიასა და კვიპროსზე გავრცელდა. სამწლიანი უშედეგო კამპანიის შემდეგ, სანამ სპარსელები გადაჯგუფდებოდნენ, ლადეს ბრძოლაში გადამწყვეტად დაამარცხეს იონიის ფლოტი და ფაქტობრივად დაასრულეს აჯანყება. მიუხედავად იმისა, რომ მცირე აზია დააბრუნეს სპარსეთის საზღვრებში, დარიუსმა პირობა დადო, რომ დასჯიდა ათენსა და ერეტრიას, რომლებიც მხარს უჭერდნენ აჯანყებას.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნულ ბნელ საუკუნეებში, რომელიც მოჰყვა მიკენური ცივილიზაციის დაშლას, ბერძნების მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა მცირე აზიაში და იქ დასახლდა. ესენი დასახლებულები იყვნენ სამ ტომობრივ ჯგუფად: ეოლიელები, დორიელები და იონიელები.[1] იონიელები დასახლდნენ ლიდიისა და კარიის სანაპიროებზე და დააარსეს თორმეტი ქალაქი, რომლებიც შეადგენდნენ იონიას. ეს ქალაქები იყო მილეტუსი, მიუსი და პრიენე კარიაში; ეფესო, კოლოფონი, ლებედოსი, თეოსი, კლაზომენე, ფოკეა, ერითრა ლიდიაში; სამოსისა და ქიოსის კუნძულები.[2] იონიის ქალაქები დამოუკიდებელნი რჩებოდნენ მანამ, სანამ ისინი არ დაიპყრო ცნობილმა ლიდიელმა მეფემ კრეზისმა, დაახლოებით ძვ. წ. 560 წელს. შემდეგ იონიური ქალაქები რჩებოდა ლიდიის მმართველობის ქვეშ, სანამ ლიდია თავის მხრივ არ დაიპყრო ახალშობილმა აქემენიდმა კიროს დიდის იმპერიამ.

იონიის სპარსეთის დაპყრობიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ და მეოთხე სპარსი მეფის, დარიოს დიდის მეფობის დროს, მილესიელი ტირანი არისტაგორა აღმოჩნდა ამ ნაცნობ გაჭირვებაში. არისტაგორას ბიძა ჰისტიაუსი თან ახლდა დარიოსს ლაშქრობაში ძვ. წ. 513 წელს და როცა ჯილდო შესთავაზეს, სთხოვა დაპყრობილი თრაკიის ტერიტორიის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკმაყოფილდა, ჰისტიაუსის ამბიციამ შეაშფოთა დარიოსის მრჩევლები და ჰისტიაუსი ამგვარად კიდევ უფრო "დაჯილდოვდა" იმით, რომ იძულებული გახდა დარჩენილიყო სუსაში, როგორც დარიუსის "სამეფო სუფრის თანამგზავრი". არისტაგორა გახდა მმართველი მაშინ, როდესაც იონიაში დაძაბულობა მძვინვარებდა.

მართლაც, საბერძნეთის ისტორიის ეს პერიოდი აღსანიშნავია საბერძნეთის ბევრ ქალაქში სოციალური და პოლიტიკური აჯანყებით, განსაკუთრებით ათენში პირველად დემოკრატიის დამყარებით. კუნძული ნაქსოსი, ეგეოსის ზღვაში მდებარე ციკლადების ჯგუფის ნაწილიც დაზარალდა ამ პერიოდში. ნაქსოსს მართავდა ტირანი ლიგდამისი, ათენელი ტირანი პეისისტრატოსის პროტეჟე, დაახლოებით ძვ. წ. 524 წელს. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, მშობლიური არისტოკრატია აყვავდა და ნაქსოსი გახდა ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული და ძლიერი კუნძული. მიუხედავად მისი წარმატებისა, ნაქსოსი არ იყო დაზღვეული კლასობრივი დაძაბულობისა და შიდა დაპირისპირებისგან და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-მდე ცოტა ხნით ადრე მოსახლეობამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, განდევნა არისტოკრატები და დაამყარა დემოკრატია.[3]

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს არისტაგორას მიუახლოვდა რამდენიმე დევნილი ნაქსოსიდან, რომლებმაც სთხოვეს მას დაეხმარა კუნძულზე კონტროლის აღდგენაში. როდესაც ხედავდა შესაძლებლობას, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები მილეტში ნაქსოსის დაპყრობით, არისტაგორა წინადადებით მივიდა ლიდიის სატრაპ, არტაფერნესთან. თუ არტაფერნე ჯარს უზრუნველყოფდა, არისტაგორა დარიოსის სახელით დაიპყრობდა კუნძულს, შემდეგ კი არტაფერნესს მისცემდა ნადავლის წილს ჯარის შეგროვების ხარჯების დასაფარად. გარდა ამისა, არისტაგორას ვარაუდით, როგორც კი ნაქსოსი დაეცემოდა, სხვა ციკლადებიც სწრაფად მოჰყვებოდნენ. არტაფერნესი პრინციპში დათანხმდა და დარიოსს სთხოვა ნებართვა ექსპედიციის წამოწყებისთვის. დარიოსი დათანხმდა ამას და შეკრიბა 200 ტრირემი, რათა მომდევნო წელს შეეტია ნაქსოსზე.

პრელუდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარსეთის ფლოტი შეიკრიბა ძვ.წ 499 წლის გაზაფხულზე და გაემართა იონიაში. არტაფერნესმა ლაშქრობის სათავეში თავისი (და დარიოსის) ბიძაშვილი მეგაბატესი დააყენა და სპარსეთის ჯარით მილეტში გაგზავნა. მათ იქ არისტაგორა და მილეტელი ძალები შეუერთდნენ და გზა ერთად განაგრძეს. ნაქსიელების გაფრთხილების თავიდან აცილების მიზნით, ფლოტი თავდაპირველად მიცურავდა ჩრდილოეთით, ჰელესპონტისკენ, მაგრამ როდესაც ისინი ქიოსში ჩავიდნენ, ორჯერ უკან დაიხიეს და სამხრეთით ნაქსოსისკენ გაემართნენ.

ბერძნული ტრიმერა

ჰეროდოტე ყვება, რომ მეგაბატესმა ჩაატარა ინსპექტირება გემებში (სავარაუდოდ, ღამით სანაპიროზე ყოფნისას) და წააწყდა ერთ გემს მინდუსიდან, რომელსაც არ ჰქონდა გამოგზავნილი საალყე იარაღი. მეგაბატესმა თავის დაცვას უბრძანა გემის კაპიტანი სკილაქსი ეპოვნა, შემდეგ კი კაპიტანი გემის ნიჩბის ერთ-ერთ ხვრელში ჩასვეს თავი გარეთ გააყოფინეს და სხეული გემის შიგნით დატოვეს. არტისტაგორას მიუვიდა ამბავი თავისი მეგობრის დასჯის შესახებ, ის მივიდა მეგაბეტესთან და სთხოვა თავისი გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. როდესაც მეგაბატესმა უარი თქვა არისტაგორას სურვილების შესრულებაზე, არისტაგორასმა კაპიტანი უბრალოდ გაათავისუფლა.

თანამედროვე ისტორიკოსები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ სპარსელი სარდალი საკუთარ ჯარის საბოტაჟს მოახდენდა, შემოგვთავაზეს რამდენიმე სხვა შესაძლო ვარიანტი. თუმცა, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, თუ როგორ შეიტყვეს ნაქსიელებმა შემოსევის შესახებ, მაგრამ უდავოდ მათ იცოდნენ და დაიწყეს მზადება. ჰეროდოტე გვეუბნება, რომ ნაქსიელებს ადრე არ ჰქონდათ წარმოდგენა ლაშქრობის შესახებ, მაგრამ როდესაც ახალი ამბები მოვიდა, მათ ყველაფერი მინდვრებიდან მოიტანეს, შეაგროვეს საკმარისი საკვები, რომ გადარჩენილიყვნენ ალყის დროს და გაამაგრეს მათი კედლები.

მტრის ჯარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროდოტე არ იძლევა სრულ რიცხვებს არც ერთი მხარისთვის, მაგრამ იძლევა გარკვეულ წარმოდგენას ორი ძალის სიძლიერეზე. ცხადია, რადგან ისინი იბრძოდნენ საკუთარ ტერიტორიაზე, ნაქსის ძალები, თეორიულად შედგებოდა მთელი მოსახლეობით. ჰეროდოტე თავის მოთხრობაში ამბობს, რომ "ნაქსიელებს ჰყავთ რვა ათასი კაცი, რომლებიც ფარებს ატარებენ", რაც ვარაუდობს, რომ იყო 8000 კაცი, რომელსაც შეეძლო ჰოპლიტებად აღჭურვა. ეს ადამიანები ქმნიდნენ ძლიერ ძალას კუნძულის დასაცავად.


ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც იონიელები და სპარსელები მივიდნენ ნაქსოსში, მათ წინ კარგად გამაგრებული და მომარაგებული ქალაქი დახვდათ. ჰეროდოტე ცალსახად არ ამბობს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ნაქსოსის სახელობის დედაქალაქი იყო. იგი გვაწვდის რამდენიმე დეტალს სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომელიც მოჰყვა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მოხდა თავდაპირველი თავდასხმა ქალაქზე, რომელიც მოიგერიეს. იონილებმა და სპარსელებმა ქალაქი იზოლაციაში მოაქციეს. თუმცა, ოთხი თვის შემდეგ სპარსელებს ფული ამოეწურათ. სრულიად დემორალიზებული ექსპედიცია მცირე აზიაში დასაბრუნებლად ხელცარიელი გაემართა. გამგზავრებამდე მათ კუნძულზე ააგეს ნაგებობა გადასახლებული ნაქსიელი არისტოკრატებისთვის. ეს იყო ერთგვარი სტრატეგია ბერძნების ერთმანეთისთვის გადასამტერებლად.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]