შინაარსზე გადასვლა

კრეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრეზი, ან კრესელიდიის სამეფოს უკანასკნელი მმართველი (ძვ. წ. 560-ძვ. წ. 546 წწ.). დაიმორჩილა მცირე აზიის დიდი ნაწილი (ფრიგია, პაფლაგონია, ბითინია, კარია და სხვ.). ძვ. წ. 550 წლიდან კიროს II-ს ებრძოდა კაპადოკიაში. ძვ. წ. 546 წელს კიროსის ლაშქარმა აიღო ლიდიის დედაქალაქი სარდისი და კრეზი დაატყვევა. ერთი ვერსიით მისთვის კოცონზე დაწვა მიუსჯიათ, მაგრამ კიროსს შეუწყალებია; მეორე ვერსიით - სიკვდილით დაუსჯიათ. ჰეროდოტეს გადმოცემით, კრეზის დელფოსის ორაკულს 3 000 სამსხვერპლო ოქროს ნივთი შეუწირავს. მან მოაჭრევინა პირველი მონეტა.