ნარ ჰოვანისიანი
ნარ ჰოვანისიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1913[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი[2] [1] |
გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1995 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი |
დასაფლავებულია | Tokhmakh cemetery |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
ნარ მიქაელის ძე ჰოვანისიანი (დ. 12 აპრილი [ ძვ. სტ. 30 მარტი], 1913, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1995, ერევანი) — სომეხი საოპერო მომღერალი (ბანი). სსრკ-ის სახალხო არტისტი (1964).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1931–1937 წლებში მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში; 1945–1951 წლებში კი ამავე თატრის სოლისტი-მომღერალი იყო. 1951 წლიდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მომღერალია. პარტიები: დავით-ბეგი (ტიგრანიანის „დავით-ბეგი“), ნადირ-შაჰი (სპენდიაროვის „ალმასტი“), კოჩუბეი (ჩაიკოვსკის „მაზეპა“), კონჩაკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), ცანგალა (ფალიაშვილის „დაისი“), მაკარი (დოლიძის „ქეთო და კოტე“) და სხვა სპექტაკლებში. გამოდის საკონცერტო პროგრამითაც. 1954–1963 წლებში ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ Ованисян Нар Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- დაბადებული 30 მარტი
- დაბადებული 1913
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 25 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1995
- დაბადებული 12 აპრილი
- სომეხი მომღერლები
- საბჭოთა საოპერო მომღერლები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- სომხეთის სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები