პეტრე ჩაიკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩაიკოვსკი)
პეტრე ჩაიკოვსკი

პეტრე ჩაიკოვსკი, ნიკოლოზ კუზნეცოვის ნახატი (1893).
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1840
ვოტკინსკი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 1893 (53 წლის)
პეტერბურგი, რუსეთი
ხელმოწერა

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს. Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840 — გ. 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა „ხუთეულის“ წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვიდრე მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში (ახლანდელი უდმურტეთი). მამამისი — ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე — ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა „დონ ჟუანი“. იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.

1859–1863 წლებში მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში. 18611865 წლებში სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები). მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან (კომპოზიცია). 1866–1878 — მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი). პეტერბურგში ხშირი მოგზაურობის დროს ურთიერთობა ჰქონდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრებთან. მოსკოვის პერიოდის უმთავრესი ნაწარმოებებია: 3 სიმფონია (მ.შ. „ზამთრის ოცნებები“, 1866), სიმფონიური უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფონიური ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრთან ერთად) (1875), „მელანქოლიური სერენადა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875), 3 სიმებიანი კვარტეტი (1871, 1874, 1876), ოპერები „ვოევოდა“ (1868), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1872), „მჭედელი ვაკულა“ (1874, მე-2 რედაქცია - „ქოშები“, 1885), ბალეტი „გედის ტბა“ (1876), მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესა „თოვლის ქალისათვის“ (1873), საფორტეპიანო პიესები (მ.შ. ციკლი „წელიწადის დრონი“, 1876), რომანსები და სხვ.

1877 წელს პეტრე ჩაიკოვსკი საზღვარგარეთ გაემგზავრა. აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876–1877) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1877–1878). 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ (შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი). 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს (1892 წლიდან კლინში) და განაახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1893 წელს პეტრე ჩაიკოვსკის მიენიჭა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, „პათეტიკური“ სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.[1] სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო.[2] დღეისათვის „პათეტიკური“ ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.

ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა.[3] თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.[4]

ჩაიკოვსკი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ჩაიკოვსკი ბორჯომში.

1886–1890 წლებში პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.

ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა „მოცარტიანა-ს“ გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „Бпажен, кто улыбается“ და გააკეთა სექსტეტი Souvenir de Florence-ს ჩანაწერები.

ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმფონიური ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Holden, 351.
  2. Holden, 371.
  3. Brown, Man and Music, 431-2; Holden, 371; Warrack, Tchaikovsky, 269-270.
  4. Brown, Man and Music, 431-5; Holden, 373-400.