არმენ ტიგრანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანი (დ. 26 დეკემბერი [ძვ. სტ. 14 დეკემბერი], 1879, ალექსანდროპოლი — გ. 10 თებერვალი, 1950, თბილისი) — სომეხი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი. სომხეთის სსრ (1935) და საქართველოს სსრ (1936) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ფლეიტის კლასი), კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში. 1913 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. იყო „სომხური მუსიკალური საზოგადოების“ წევრი (1912–1921, შემდეგში „სომხეთის ხელოვნების სახლი“). სომხური კლასიკური ოპერის „ანუშის“ ავტორი (1908–1912, III რედ. 1939). დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა „ლეილი და მაჯნუნი“ (1917), ისტორიულ-პატრიოტული ოპერა „დავით-ბეგი“ (1950) და სხვა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]