შინაარსზე გადასვლა

ნაზრანის დარბევა (2004)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზრანის დარბევა — ფართომასშტაბიანი დარბევა, რომელიც 2004 წლის 21-22 ივნისის ღამეს განხორციელდა ინგუშეთის რესპუბლიკაში, რუსეთში ჩეჩენი და ინგუში ბოევიკებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, ჩეჩენი სარდლის შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით. ბასაევის მთავარი მიზანი, გარდა დიდი იარაღის დაკავებისა, იყო ძალის დემონსტრაცია.

ღამით განხორციელებული თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენდა ინგუშების ყოფილ დედაქალაქ ნაზრანში არსებული 15 სამთავრობო შენობა და ბაქო-როსტოვის გზატკეცილზე მდებარე 3 დასახლება. თავდასხმების სამიზნეთა შორის იყო საქმეთა სამინისტროს ( MVD ) შტაბს იარაღის საწყობი, FSB-ს სასაზღვრო დაცვის განყოფილება, მუნიციპალური პოლიციის შტაბი, OMON-ის სპეციალური პოლიციის ყაზარმები, პოლიციის განყოფილებები და საგუშაგოები. თავდამსხმელები ასევე შეეცადნენდროებითი სასჯელაღსრულების ციხის დარბევის შედეგად გაენთავისუფლებინათ 50 პატიმარი,თუმცა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.[1] სანამ ფედერალური არმიის კოლონამ მოახერხა ნაზრანში ჩასვლა გამთენიის შემდეგ დილის 4 საათზე [2] ერთი რუსული სამხედრო კოლონა ასევე ჩასაფრებულ იქნა ჩრდილოეთ ოსეთიდან მიმავალ გზაზე და შეტაკების შედეგად განიცადა მსხვერპლი. [3]

თავდასხმის თვითმხილველებმა რუსულ მედიას განუცხადეს, რომ თავდამსხმელების უმეტესობა საუბრობდა ინგუშურ ენაზე და რუსი სამხედროების ნიღბებსა და შესანიღბ ტანისამოსს ატარებდნენ. აჯანყებულები პატრულირებდნენ ნაზრანს, დააყენეს საგზაო ბლოკები და აჩერებდნენ მძღოლებს, ითხოვდნენ რა მათი დოკუმენტების შემოწმებას. სამართალდამცავი ორგანოების ნებისმიერ თანამდებობის პირი, რომლებიც შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს დახვრიტეს დამოკლეს. გადარჩნენ მხოლოდ საგზაო პოლიციის თანამშრომლები. [4] დარბევა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა და თავდამსხმელებმა თითქმის უვნებლად დაიხიეს ორი სატვირთო ტვირთით, 1177 ცეცხლსასროლი იარაღით. დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და ნაზრანის მატარებლის სადგური. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეებმა 20-მდე მძევალი აიყვანეს, ძირითადად საგზაო პოლიციის თანამშრომლები.

თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერმა ასლან მასხადოვმა, რადიო თავისუფლებისთვის-თან საუბრისას განაცხადა, რომ მეამბოხეები "გადადიან შეტევით ომზე". 2004 წლის ივლისში მასხადოვმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე და დაჰპირდა უფრო მეტ მსგავს თავდასხმებს. [5]

ოფიციალური მონაცემებით, დარბევისას დაიღუპა 92 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 47 პოლიციის თანამშრომელი, [6] რიცხვი მოგვიანებით შემცირდა 98-მდე. საბოლოო რიცხვში შედიოდა 27 მშვიდობიანი მოქალაქე, 26 პოლიციელი (24 ინგუში და 2 ჩეჩენი), 10 სპეცრაზმელი, 9 ჯარისკაცი (6 რუსი და 3 ინგუშები), 8 FSB-ის აგენტი, ადგილობრივი პროკურატურის 5 თანამშრომელი, მინიმუმ 2 პარტიზანი და 3 დაუდგენელი ადამიანი. დაშავდა დაახლოებით 106 ადამიანი, მათ შორის სამთავრობო ძალების 51 წევრი.

დაღუპულთა შორის ყველაზე მეტი იყო ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები და სხვა სამართალდამცავები. მეამბოხეების თქმით მათ მოკლეს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, აგრეთვე ინგუში სამოქალაქო პირების გატაცებისა და მკვლელობისათვის პროტესტის გამოსახატავად. მოკლული ოფიციალური პირები იყვნენ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აბუკარ კოსტოევი, მისი მოადგილე ზიაუდინ კოტიევი, [7] ნაზრანის ქალაქის პროკურორი მუხარბეკ ბუზურტანოვი და ნაზრანის რაიონის პროკურორი ბილან ოზიევი. [3]

რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ინგუში ჯანდაცვის მინისტრი და გაეროს ადგილობრივი წარმომადგენელი, დაიღუპა ჯვარედინი სროლის შედეგად. თავდასხმის შემდეგ დილით მხოლოდ 2 დაღუპული მეამბოხე იპოვეს, კავკაზ ცენტრის ვებგვერდის ცნობით, თავდამსხმელებმა დაკარგეს 6 კაცი. KC-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 120-ზე მეტი „რუსეთის მსახური“, ხოლო დატყვევებულ იქნა 30 პოლიციელი.

არმიის გენერალმა ვიაჩესლავ ტიხომიროვმა, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსეთის შინაგანი ჯარების მეთაურმა, გადადგომა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა მსხვერპლთა დიდ რაოდენობაზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა. ტიხომიროვის გადადგომის შემდეგ შინაგანი ჯარების სამინისტრო ერთი თვე ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. [8]

დაახლოებით 30 ეჭვმიტანილი მეამბოხე, ძირითადად ინგუშები, დააკავეს მომდევნო ორი თვის მანძილზე ნაზრანის დარბევაში მონაწილეობის გამო. 2004 წლის სექტემბრის ბესლანის სკოლის ალყიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ ნაზრანში მოპარული იარაღიდან 10 გამოიყენეს ბესლანის თავდასხმაში.ბესლანის ტერორისტების ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე იყო რეიდის ეჭვმიტანილების გათავისუფლება. 2005 წელს მათგან 13 გაასამართლეს და მიუსაჯეს 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

  1. Dozens killed in raid by Chechen rebels on Ingushetia, The Guardian, June 23, 2004
  2. Rebels storm buildings on Russian border, The Age, June 22, 2004
  3. 3.0 3.1 46 killed in attacks on Russia government, China Daily, 2004-06-22
  4. Planned Attacks Decimate Ingushetia's Interior Ministry, RFE/RL, 22 June 2004 (Globalsecurity.org)
  5. (2005) „Robert Bruce Ware: Mythology and Political Failure in Chechnya“, რედ. Richard Sakwa: Chechnya: From Past to Future. Anthem Press, გვ. 79–115. ISBN 978-1-84331-164-5. 
  6. Toll rises from Russia attack, CNN, June 23, 2004
  7. Five Years Later, Repercussions Of Nazran Attack Still Reverberate, RFERL, June 19, 2009
  8. The Internal Corps - The Kremlin's Private Army