რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფსბ-ს ემბლემა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (რუსეთის ფსბ; რუს. Федеральная служба безопасности Российской Федерации (ФСБ)) — რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო, სპეცსამსახური, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტას[1].

ფსბ-ს წინასწარი გამოძიების, გამოძიების, ოპერატიულ-საგამოძიებო და სადაზვერვო საქმიანობის წარმოების უფლება აქვს. რუსეთის ფსბ-ში გათვალისწინებულია სამხედრო, სამართალდამცავი და ფედერალური სახელმწიფო სამოქალაქო სამსახური. ფსბ წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ საბრძოლო, მექანიკური, ცეცხლსასროლი და სხვა იარაღი[2].

რუსეთის ფსბ-ს საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის პრეზიდენტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 3 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების ორგანოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 10 აპრილს, რუსეთის საკანონმდებლო კრებაში მისი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან[3]. ახალი კანონის შესაბამისად, რუსეთის კონტრდაზვერვის ფედრალური სამსახურს სახელი შეეცვალა და გახდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ფსბ)[4], ამასთან რუსეთის ფსბ-ში, არ განხორციელებულა საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებები, სამსახურის თანამშრომლები (დირექტორისა და მისი მოადგილის ჩათვლით) დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე ხელახლა დანიშვნის და ატესტაციის გარეშე. 1995 წლის 23 ივნისს, შესაბამისი ცვლილებები „უკანა რიცხვით“ შეტანილ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურაში[5]. ამავე ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ფსბ-ს ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის წესი, რომელიც იმეორებდა კონტრდაზვერვის ფედრალური სამსახურის სტრუქტურას, ზოგი გამონაკლისის გარდა (ახლად შეიქმნა საგამოძიებო მიმართულება, შეიქმნა სპეციალური ოპერაციების სამმართველო, ხოლო სამდივნო გარდაიქმნა საქმეების სამმართველოდ).

ძირითადი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ფსბ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა, 2008

1995 წლის 3 აპრილის ფედერალური კანონის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ (№ 40-ФЗ) 8-3 მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებების შესაბამისად:

  • კონტრდაზვერვითი საქმიანობა;
  • ტერორიზმთან ბრძოლა;
  • განსაკუთრებით საშიში ფორმის დანაშაულებთან ბრძოლა;
  • სადაზვერვო საქმიანობა;
  • სასაზღვრო საქმიანობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობის სხვა მიმართულებები, განისაზღვრება ფედერალური კანონით:

  • კორუფციასთან ბრძოლა[6].

რუსეთის ფსბ-ს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ფედერალური კანონის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ (№ 40-ФЗ) 12-ე და 13-ე მუხლების შესაბამისად.

ფსბ-ს ორგანოების სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ფსბ-ს კომპლექსი ლუბიანსკის მოედანზე. ცენტრში ყველაზე ცნობილი შენობაა — 1919—1991 წლების საბჭოთა სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი შენობა. მარცხნივ, დიდი ლუბიანკის მეორე მხარეს — რუსეთის ფსბ-ს ამჟამინდელი მთავარი შენობაა (აგებულია 1980-იანი წლების დასაწყისში).
რუსეთის ფსბ-ს სამმართველოს შენობა ნიჟნი ნოვგოროდში.

რუსეთის ფსბ-ს ორგანოებია:

  • ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის აპარატი (НАК);
  • კონტრდაზვერვის სამსახური (СКР):
    • სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი,
    • კონტრდაზვერვითი ოპერაციების სამმართველო (ДКРО),
    • კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო (УКАКРД),
    • ოპერატიული საგამოძიებო საქმიანობის საინფორმციო უზრუნველყოფის სამმართველო (УИООРД),
    • სპეციალური ღონისძიებების სამმართველო (УСМ);
  • ფსბ-ს ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი (ЦИБ);
  • კონსტიტუციური წყობის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური (2-ე სამსახური)[7]:
    • პოლიტიკური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგობის გაწევის სამმართველო (УПТПЭ),
    • საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო (УБМТ),
    • საორგანიზაციო-ოპერატიული სამმართველო,
    • ოპერატიული და საგამოძიებო სამმართველო (ОРУ),
    • ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრი (ЦСН):
      • „А“ („ალფა“)ს სამმართველო,
      • „В“ („ვიმპელი“)ს სამმართველო,
      • „С“ სამმართველო (სპეციალური ოპერაციების სამმართველო - УСО);
      • „К“ სამმართველო (Кавказ (კავკასია), წინათ — სპეციალური დანიშნულების სამსახური ქალაქ ესენტუკიში (СН));
      • ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრის „СН“ 2-ე სამსახური (ყირიმი);
      • შეიარაღების სამსახური (СВ).
  • ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახური (СЭБ):
  • ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (СОИМС);
  • საორგანიზაციო-საკადრო სამუშაოების სამსახური (СОКР);
  • საქმიანობის უზრუნველყოფის სამსახური (СОД);
  • საკუთარი უსაფრთხოების სამმართველო (УСБ);
  • სასაზღვრო სამსახურო (ПС):
    • სასაზღვრო ორგანოები:
      • ფსბ-ს რეგიონული სასაზღვრო სამმართველოები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სასაზღვრო სამმართველოები (მიმართულებების მიხედვით), ფსბ-ს სასაზღვრო კონტროლის სამსახური, და ა.შ.,
      • სახელმწიფო საზღვრის დაცვის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), მობილური მოქმედების დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), გამოძებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), ოპერატიული დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები) და ა.შ.,
      • სანაპირო დაცვის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), რუსეთის ფსბ-ს საზღვაო ბიოლოგიური რესურსების დაცვის ორგანოების სახელმწიფო საზღვაო ინსპექციები და ა.შ.;
  • სამეცნიერო-ტექნიკური სამსახური (НТС);
  • საკონტროლო სამსახური (КС);
  • საგამოძიებო სამმათველო (СУ);
  • რეგისტრაციისა და სარქივო ფონდების სამმათველო (УРАФ);
  • სამმართველოები, ცენტრები, ქვედანაყოფები:
    • ფსბ-ს სამმართველოები (დანაყოფები) ცალკეული რეგიონული და ფედერაციის სუბიექტების მიხედვით (უსაფრთხოების ტერიტორიული ორგანოები),
    • ფსბ-ს სხვა სამმართველოები (დანაყობეფი), რომლებიც მოცემული ორგანოს ცალკეულ უფლბამოსილებებს ახორციელებენ ან ფსბ-ს ორგანოების საქმიანობას უზრუნველყოფენ (უსაფრთხოების სხვა ორგანოები),
    • საავიაციო, სარკინიგზო, საავტომობილო ფორმირებები, სპეციალური მომზადების ცენტრები, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სანატორიები და სხვა დაწესებულებები ან ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფსბ-ს საქმიანობას.

მსგავსი სპეცსამსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Федеральный закон «О Федеральной службе безопасности»
  2. Федеральный закон от 13 ноября 1996 г. № 150-ФЗ «Об оружии».
  3. Федера Федеральный закон от 3 апреля 1995 года № 40-ФЗ.. Вып. № 15 от 10, ст. 1269. რუსეთის საკანონმდებლო კრება. წაკითხვის თარიღი: 2018-02-22.
  4. Указ Президента Российской Федерации от 23 июня 1995 № 633 «О первоочередных мерах по реализации Федерального закона „Об органах федеральной службы безопасности в Российской Федерации“».
  5. Указ Президента России № 633 от 23 июня 1995 г. «О первоочередных мерах по реализации Федерального закона „Об органах федеральной службы безопасности в Российской Федерации“».
  6. Владимир Путин призвал ФСБ активизировать борьбу с коррупцией. Российская газета. წაკითხვის თარიღი: 2014-04-10.
  7. Поиск по ОГРН/ИНН или наименованию юр. лица. Сведения о государственной регистрации юридических лиц, индивидуальных предпринимателей, крестьянских (фермерских) хозяйств. Федеральная налоговая служба. წაკითხვის თარიღი: 2018-03-13.