მუჯიბურ რაჰმანი
მუჯიბურ რაჰმანი | |
ბანგლადეშის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 აპრილი, 1971 – 12 იანვარი, 1972 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | აბუ საიდ ჩოუდჰური |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 იანვარი, 1972 – 26 იანვარი, 1975 | |
წინამორბედი | ტაჯუდინ აჰმედი |
მემკვიდრე | მანსურ ალი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 1975 – 15 აგვისტო, 1975 | |
წინამორბედი | მუჰამედ მოჰამადულაჰი |
მემკვიდრე | ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი |
დაბადებული | 17 მარტი, 1920 ტონგიპარა, ფარიდპურის ოლქი, აღმ. ბენგალი |
გარდაცვლილი | 15 აგვისტო, 1975 (55 წლის) დაკა, ბანგლადეში |
შვილები | ქამალი, ჯამალი, რუსელი, ჰასინა და რეჰანა. |
შეიხ მუჯიბურ რაჰმანი (ბენგ. মুজিবুর রহমান, დ. 17 მარტი, 1920, ტონგიპარა, ფარიდპურის ოლქი, აღმ. ბენგალი — გ. 15 აგვისტო, 1975, დაკა, ბანგლადეში) — ბანგლადეშის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
პაკისტანის შექმნის შემდეგ იყო ბენგალის ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე აღმოსავლეთ ბენგალში. 1949 წელს პარტია ავამი ლიგის (სახალხო ლიგა) ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1966-1974 წლებში პარტიის თავმჯდომარე. 1971 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ პაკისტანში მეთაურობდა ბენგალის ეროვნულ მოძრაობას, რომლის შედეგადაც შეიქმნა ბანგლადეში. 1972–1975 იყო ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი, 1975 წლის იანვარ-აგვისტოში პრეზიდენტი. მასვე 1971–1972 ეკავა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამდებობა.
1975 წლის 15 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების დროს მუჯიბურ რაჰმანი მოკლეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 233.