შინაარსზე გადასვლა

ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი
ბანგლადეშის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო – 6 ნოემბერი, 1975
წინამორბედიმუჯიბურ რაჰმანი
მემკვიდრეაბუ სადათ მუჰამედ საიემი

დაბადებული1918
კომილა, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი5 მარტი, 1996
დაკა, ბანგლადეში
პოლიტიკური პარტიაავამი ლიგა
განათლებადაკის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტური ისლამი

ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი (ბენგ. খন্দকার মোশতাক আহমেদ, დ. 1918 — გ. 5 მარტი, 1996) — დამოუკიდებელი ბანგლადეშის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბანგლადეშის პრეზიდენტი 1975 წლის 15 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე.

დაიბადა 1918 წელს სოფელ დასპარაში, რომელიც მდებარეობს ბრიტანეთის ინდოეთის კომილის ოლქის, ბენგალიის პროვინციაში. სწავლობდა დაკის უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალში.

1942 წლიდან დაკავებულია პოლიტიკით. იყო სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი. მონაწილეობდა პაკისტანის ჩამოყალიბებისათვის მოძრაობაში, შემდეგ შეუერთდა ავამი ლიგას. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან გახდა მუჯიბურ რაჰმანის ახლო მოკავშირე.

1954 წელს აირჩიეს აღმოსავლეთი პაკისტანის პროვინციულ ასამბლეაში, როგორც აღმოსავლეთ პაკისტანის გაერთიანებული ფრონტის კანდიდატი. მას შემდეგ, რაც ცენტრალური პაკისტანის ხელისუფლებამ 1954 წელს დაშალა ერთიანი ფრონტი, დააპატიმრეს ბენგალიის სხვა ლიდერებთან ერთად. 1955 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ 1958 წელს, მუჰამად აიუბ-ხანის რეჟიმის დამყარების შემდეგ, კვლავ დაპატიმრეს. 1966 წელს კვლავ დაპატიმრეს მუჯიბურ რაჰმანის ექვსპუნქტიანი პროგრამის მხარდაჭერის გამო. 1970 წელს აირჩიეს პაკისტანის ეროვნულ ასამბლეაში.

1971 წელს, როდესაც მუჯიბურ რაჰმანი დაპატიმრეს და დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ავამი ლიგის ლიდერებმა მუჯიბნაგარში გამოაცხადეს ბანგლადეშის დამოუკიდებლობა. პრეზიდენტად გამოაცხადეს პატიმრობაში მყოფი მუჯიბურ რაჰმანი, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა საიდ ნაზრულ ისლამი, ხოლო პრეზიდენტი გახდა ტაჯუდინ აჰმედი, ხოლო სგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა. მოგვიანებით ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა დაიკავა ენერგეტიკის, ირიგაციისა და წყალდიდობასთან ბრძოლის მინისტრის თანამდებობა.

1975 წლის 15 აგვისტოს მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის ყველა წევრი (გარდა ორი მისი ქალიშვილისა, რომელიც იმყოფებოდნენ გფრ-ში) დახოცეს ოფიცერთა დაჯგუფებებმა (როგორც ვარაუდობენ ხონდაკარ მოშტაქ აჰმედის თანხმობით).

ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა სასწრაფოდ დაამყარა კონტროლი მთავრობაზე და თავი გამოაცხადა პრეზიდენტად. გადატრიალებაში მონაწილე ყველა სამხედრო პიროვნება და წინა ხელისუფლების ყველა მონაწილე დააწინაურეს და მოუმატეს 2-3 სამხედრო წოდება (მათ შორის გადატრიალების ორგანიზატორი საიედ ფარუკ რაჰმანი, რომელიც დააწინაურეს მაიორიდან პოლკოვნიკის წოდებამდე). მუჯიბურ რაჰმანის მკვლელებმა მიიღეს სასამართლო იმუნიტეტი, ხოლო მუჯიბურ რაჰმანის ოთხი მომხრე მთავრობის წევრები:ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საიდ ნაზრულ ისლამი, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ტაჯუდინ აჰმედი, მრეწველობის ყოფილი მონისტრი ა. ხ. მ. კამარუზამანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანსურ ალი გადაიყვანეს დაკის ცენტრალურ ციხეში (1975 წლის 3 ნოემბერს აღნიშნული პირები დახვრიტეს ციხეში). მუჯიბურ რაჰმანის გოგოებს აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება.

1975 წლის 6 ნოემბერს საპასუხო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და 1978 წლამდე გამოკეტეს ციხეში. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა პოლიტიკაში დაბრუნებას, დააარსა მემარჯვენე დემოკრატიული ლიგა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ ქონია.

ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა დაკაში და გარდაიცვალა 1996 წლის 5 მარტს.