შინაარსზე გადასვლა

მუკაჩევო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მუკაჩევო
უკრ. Мукачево

მუკაჩევო
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 48°27′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 48.45000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. / 48.45000; 22.75000
დაარსდა VIII საუკუნე
პირველი ხსენება 896
ფართობი 34 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120 მეტრი
მოსახლეობა 93,738 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი +380 3131
საფოსტო ინდექსი 89600
საავტომობილო კოდი AO / 07
ოფიციალური საიტი http://mukachevo-rada.gov.ua/
მუკაჩევო — უკრაინა
მუკაჩევო

მუკაჩევო (უკრ. Мукачево) — ქალაქი უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქში, კარპატების მთისწინეთში, მდინარე ლატორიცის ორივე ნაპირზე. მუკაჩევოს რაიონის ცენტრი. რკინიგზის სადგური. საავტომობილო გზების კვანძი. 2008 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 93,738 ადამიანი. პირველად იხსენიება XII საუკუნის ბოლოს. სხვადასხვა დროს შედიოდა კიევის რუსეთის, უნგრეთის, პოდოლსკისა და ტრანსილვანიის სამთავროებში. 1918 წლამდე ეკუთვნოდა ავსტრია-უნგრეთს. 1919 წელს შეუერთდა ჩეხოსლოვაკიას. 1938-1944 წლებში ოკუპირებული იყო ჰორტისტული უნგრეთის მიერ. 1944 წლის 26 ოქტომბერს გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ. იმავე წლის 26 ნოემბერს მუკაჩევოში შეიკრიბა ზაკარპატიის სახალხო კომიტეტების I ყრილობა, რომელმაც მიიღო მანიფესტი ზაკარპატიის უკრაინის სსრ-თან შეერთების შესახებ (გაფორმდა 1945 წელს). შემორჩენილია XIV-XVIII საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები. ქალაქია 1946 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]