მოხისის ბრძოლა (1512)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოხისის ბრძოლა (1512)
თარიღი 1512
მდებარეობა მოხისი, ქართლის სამეფო
შედეგი ბაგრატ III-ის გამარჯვება
მხარეები
იმერეთის სამეფო ბაგრატ III-ის მოწინააღმდეგეები
მხარდამჭერები:
ქართლის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
მეთაურები
ბაგრატ III ვახტანგი

მოხისის ბრძოლა (1512) — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1512 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-ისა და მისი ძმის, ვახტანგის ლაშქარს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1509 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე ქართლში შეიჭრა და აიღო ქ. გორი, თუმცა მალე მის სამეფოში „ჩიხნი“[კ 1] შეიჭრნენ, რის გამოც ალექსანდრე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ქართლის მეფე დავითმა კვლავ აიღო გორი და განიმტკიცა იგი. ალექსანდრე მტერთან ბრძოლაში დასნეულდა და მალე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ბაგრატი, რომლის მეფობის პირველსავე წელს (1510 წ.) იმერეთში სელიმის მეთაურობით (რომელიც ამ დროს ტრაპიზონის ფაშად იჯდა) ილაშქრეს ოსმალებმა[კ 2], რომლებმაც დაარბიეს ქალაქები და სოფლები, გადაწვეს ქუთაისის საყდარი და გელათი, უამრავი ადამიანი კი ტყვედ წაიყვანეს. სელიმ ხანის ლაშქრობის მიზანს იმერეთის დაპყრობა და ციხეებში გარნიზონის ჩაყენება არ შეადგენდა. ეს იყო მარბიელი ლაშქრობა, ამიტომაც მტერი როგორც მოულოდნელად შემოიჭრა, ასევე მოულოდნელად გაბრუნდა უკან, ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა და შესაძლებელი იყო ზეკარის უღელტეხილი ჩაკეტილიყო. თურქების შემოსევით ისარგებლა და ბაგრატის წინააღმდეგ გაილაშქრა მისმა ძმამ, ვახტანგმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ქართლის მეფე დავითი და სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი. ძმები ერთმანეთს სოფელ მოხისთან დაუხვდნენ. „იყო ბრძოლა ძლიერი“. ბაგრატმა დაამარცხა ვახტანგი და განიმტკიცა სამეფო ძალაუფლება იმერეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ჩიხნი“ მხოლოდ ვახუშტი ბაგრატიონთან იხსენიებიან; სხვა ქართულ წყაროებში მათი ხსენება არ გვხვდება. პირველად მარი ბროსემ სცადა გაერკვია „ჩიხთა“ ვინაობა და გამოთქვა მოსაზრება, რომ „ჩიხნი“ უნდა ნიშნავდეს ჯიქებს. მაგრამ ჯერ თ. ჟორდანიამ, შემდეგ ი. ჯავახიშვილმა ასეთი ვარაუდი არასწორად მიიჩნიეს. მათი აზრით, „ჩიხნი“ უნდა იყვნენ თურქები. მ. სვანიძის შეხედულებით „ჩიხნი“ რომელიმე თურქული ტომის დამახინჯებული სახელია. ა. აბდალაძის გამოკვლევით, სომხურ წყაროებში ოსმალთა აღმნიშვნელად გვხვდება სიტყვა „ჩითახი“; ამდენად ვახუშტის „ჩიხნი“ „ჩითახიდან“ უნდა მომდინარეობდეს.
  2. ი. ჯავახიშვილმა ივარაუდა, რომ ფაქტობრივად მტრის ერთი შემოსევა მოხდა, რადგან თარიღებისა და თავდამსხმელთა ვინაობის განსხვავების მიუხედვად, ყველა წყარო ერთ ამბავს მოგვითხრობს. მის მოსაზრებას სხვა ისტორიკოსებიც იზიარებენ.