მოხისის ბრძოლა (1512)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოხისის ბრძოლა (1512)
თარიღი 1512
მდებარეობა მოხისი, ქართლის სამეფო
შედეგი ბაგრატ III-მ დაამარცხა ოპოზიცია და კიდევ უფრო განიმტკიცა ტახტი იმერეთში
მხარეები
იმერეთის სამეფო ბაგრატ III-ის ოპოზიცია
მხარდამჭერები:
ქართლის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
მეთაურები
ბაგრატ III ვახტანგი (ბაგრატ III-ის ძმა)

მოხისის ბრძოლა (1512) — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1512 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-ისა და მისი ძმის, ვახტანგის ლაშქარს შორის. წაქეზებული იყო ქართლის მეფე დავით X-ის და სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკის მიერ. იმერეთში ახლად გამეფებულმა ბაგრატმა დაამარცხა თავისი ოპოზიცია და ტახტი განიმტკიცა.

პოლიტიკური ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის მეფე დავით X-მ გადაწყვიტა შური ეძია იმერელებზე, რომლებმაც მის სამეფოს ქალაქი გორი წაართვეს. იმერეთში ამ დროს ახალი გამეფებული იყო ბაგრატ III, ალექსანდრე II-ს შვილი, რომლის მეფობის დასაწყისშივე სამეფო დაარბიეს ოსმალებმა. დავით X-მ იმერეთის მეფის წინააღმდეგ განაწყო მისი ძმა ვახტანგი, რომელსაც სავარაუდოდ იმერეთში გამეფება სურდა. ასევე მათ ეხმარებოდა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი. ვახტანგმა შესაფერისი მომენტი აარჩია და ბაგრატის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. 1512 წელს სოფელ მოხისთან გაიმართა ბრძოლა ძმებს შორის. ბაგრატმა დაამარცხა ვახტანგი და კიდევ უფრო გაიმტკიცა ტახტი იმერეთში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]