მომხმარებლის განხილვა:Lasha 123

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 11:54, 2 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა

Mehman 97 15:05, 5 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! როდესაც ვიკიპედიაში შემოიტანთ მასალას, მას აუცილებლად უნდა ახლდეს სანდო წყარო, ამ მიზნით, თქვენ მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გაუქმდა. ასევე წაიკითხეთ ვიკიპედია:გადამოწმებადობა. — Mehman 97 15:12, 5 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქიოსემი -----> ქოსემი[წყაროს რედაქტირება]

თურქულ სერიალებზე დაყრდნობით ისტორიული პიროვნებების სახელების გადატანა და მით უმეტეს რომ დაუკითხავად, ვანდალიზმია. გთხოვ გაითვალისწინო სანამ რამეს გადაიტან უნდა განხილვის გვერდზე დაწერო და სამი დღე დაელოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვანდალიზმად ჩაგეთვლება და დაიბლოკები ადმინისტრაციის მიერ. — ჯაბა 1977 20:53, 11 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

წერტილის შემდეგ დააშორეთ სიტყვა. ძალიან ბევრი ტექსტი შემოგაქვთ ბევრი შეცდომით. სანამ ვანდალიზმად აღვიქვით, მანამდე მიხედავთ იმედია. --ჯაბა 1977 16:23, 12 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყარო და ენათშორისო ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ლაშა! მოხარული ვარ იმით, რომ ვიკიპედიისადმი ინტერესი გამოიჩინე. თანაც, ზუსტად იგივე თემით ხარ დაინტერესებული, რითიც მე. ვფიქრობ, რომ შენ მიერ შემოტანილი ინფორმაცია ღირებულია, მაგრამ აუცილებელია, როცა სტატიას ქმნი ან არედაქტირებ მას წყარო დაურთო. როგორც მივხვდი, სტატიებს ინგლისური ვიკიპედიიდან თარგმნი, ამიტომ მარტივად შეგიძლია უბრალოდ დააკოპირო სტატიაში არსებული წყარო. აგრეთვე, აუცილებელია როცა სტატიას ქმნი ენათშორისო ბმულები მიუთითო, რაც ძალიან მარტივია. მარცხნივ, სადაც ჩამოთვლილია მთავარი გვერდი, თემატური ძიება და ა.შ. ქვემოთ წერია ენები, იქვეა ბმულების დამატება. დააჭერთ ბმულების დამატებას, ზედა ველში აარჩევთ ერთ-ერთ ვიკიპედიას (მაგ. enwiki) და ქვედა ველში ჩაწერთ როგორაა ეს სტატია იმ ვიკიპედიაში. თუ რაიმე დაგჭირდება, შეგიძლია მომმართო. პატივისცემით,--Jafara777 განხილვაწვლილი 18:50, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმეჯერ უკვე გაგაფრთხილეთ, რომ აუცილებელია, როცა სტატია შემოგაქვთ, თან დაურთოთ წყარო!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წაიშლება!!!--Jafara777 განხილვაწვლილი 15:18, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

დახმარების შემოთავაზება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა!!! მეც მსურს მადლობა გადაგიხადოთ ვიკიპედიით დაინტერესებისათვის. ვხედავ, წყაროს მითითებასთან გარკვეული პრობლემები გაქვთ. თუ ვერ იგებთ ეს როგორ მოახერხოთ, დამიკავშირდით ნებისმიერი გზით. დაკავშირების გზები ნახეთ ჩემ პირად გვერდზე (დააწკაპეთ ჩემს სახელს). გელით, არ მოგერიდოთ... ვიღიმი~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:24, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

არც ერთ გზავნილზე პასუხს არ გვცემს, ბექა, შეიძლება განხილვის გვერდს საერთოდ არ ან ვერ ნახულობს.--Jafara777 განხილვაწვლილი 15:28, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Jafara777: ეხლა შემეხმიანა. პ.ს. გილოცავ ყველაფერს! მათ შორის დღევანდელ ვიკიპედიის დაბადების დღეს!!! ვიღიმი~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:38, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

შენც ასევე, ბექა! ვიღიმი--Jafara777 განხილვაწვლილი 15:41, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყაროს შემოტანა[წყაროს რედაქტირება]

ძალიან გამახარა თქვენმა კონტაქტზე გამოსვლამ! აგიხსნით დაუზარელად. არსებობს რამდენიმე სახის წყარო:

  • ბმული სხვა საიტზე (ვიკიპედიის გარდა), ასეთ დროს სტატიაში დავწერთ:==რესურსები ინტერნეტში== და მის ქვეშ ერთი ხაზით ქვემოთ ბმულს მოვაქცევთ კვადრატულ ერთმაგ ფრჩხილებში. აი ასე მაგალითად დავწერთ ასე: [http://http://www.nplg.gov.ge/ www.nplg.gov.ge] და გამოჩნდება ასე: www.nplg.gov.ge (ყურადღება მიაქციეთ, რომ ადგილი უნდა გამოტოვოთ ბმულსა და აღწერას შორის).
  • ლიტერატურა წიგნის სახით: დავწერთ ==ლიტერატურა== და მის ქვემოთ კი წიგნის სათაურს, გვერდს, ავტორს, გამოშვების თარიღს და გამომცემლობას.

დამატებითი პრობლემების შემთხვევაში კვლავ მომმართეთ. <3 P.S. თქვენი რეპლიკების ბოლოს ხელი უნდა მოაწეროთ. ამისათვის ვინმეს რაიმეს რომ მიწერთ მის ბოლოს ოთხი ტილდი (~~~~) დასვით.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:36, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

როგორ უნდა მიუთითო წყარო[წყაროს რედაქტირება]

ლაშა, მომისმინე, როგორც ვხვდები სტატიებს თარგმნი უცხოური ვიკიპედიებიდან. ინგლისურიდან ან რუსულიდან. ამ შემთხვევაში, შეგიძლია უბრალოდ დააკოპირო იმ სტატიაში არსებული წყარო. აი, მაგალითად, სტატია ფატმა ხათუნი რუსულიდან გადმოთარგმნე როგორვ მივხვდი. რუსული სტატიის ბოლოს არის სექცია Литература. უბრალოდ დააკოპირე იმ სექციაში რაც წერია, ქართულ ვერსიაში სექციას დაარქმევ ლიტერატურას და უბრალოდ ჩასვამ იმას, რაც რუსული ვერსიიდან დააკოპირე. თუ ისევ ვერ გაიგე, ამ შემთხვევაში მე გავაკეთებ, რათა უკეთ მიხვდე--Jafara777 განხილვაწვლილი 15:39, 15 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ლაშა, სასიხარულოა რომ წყაროს ჩასმა ისწავლე. თუმცა, # ამ ნიშნის ნაცვლად უნდა მიუთითო * - ეს (ფიფქით). კიდევ, დროა უკვე კატეგორიების ჩასმაც ისწავლო. სტატიის სულ ბოლოში, როცა მთლიან ტექსტს და წყაროს უკვე დაწერ უნდა მიუთითო კატეგორიები. აი ასეთი სახით:

კატეგორია:კატეგორიის სახელი (ეს ყველაფერი კვადრატულ ფრჩხილებში [[]]) კატეგორია:მეორე კატეგორიის სახელი.

ყველა ახალი კატეგორია ახალ ხაზზე იწერება. ნახე, რა კატეგორიები მაქვს მითითებული შენ მიერ შექმნილ სტატიებში და მიხვდები, შენს ახალ სტატიაში რა კატეგორიები უნდა მიუთითო. პატივისცემით,--Jafara777 განხილვაწვლილი 16:12, 21 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

P. s. კარგი იქნება, თუ შენს მომხმარებლის გვერდს შექმნი. ეს დაგვეხმარება ვიკიპედიელებს უფრო კარგად გაგიცნოთ.

ცარიელი გვერდები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ვიკიპედიაში ცარიელი გვერდები არ იქმნება!. ტესტირებისთვის გამოიყენეთ თქვენი სავარჯიშო გვერდი. - OTOGI Messages 18:33, 24 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]