შინაარსზე გადასვლა

მირზა ასადულაევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა ასადულაევი
აზერ. Mirzə Əsədullayev Şəmsi oğlu
დაბადების თარიღი 1875
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1936(1936-04-14)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
მამა შამსი ასადულაევი

მირზა ასადულაევი (აზერ. Mirzə Əsədullayev Şəmsi oğlu; 1875―1936) ― რუსი და აზერბაიჯანელი მეწარმე, მეცენატი და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა მესამე კაბინეტის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.[1]

ადრეული წლები და სამეწარმეო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზა ასადულაევი 1875 წელს ბაქოში[2] დაიბადა (სხვა მონაცემებით ― ბაქოს გუბერნიის ბაქოს მაზრის სოფელ ამირაჯანში[3]). ცნობილი ნავთობის მწარმოებლის შამსი ასადულაევის შვილი იყო. ბაქოს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თავისი მამის სანავთობო კომპანიაში „შამსი ასადულაევის ბაქოს კანტორა“[4] დაიწყო მუშაობა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში, სადაც კომპანიის საქმეებით იყო დაკავებული[3].

პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასადულაევი ბაქოს მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ „ქარდაშ ქიომეგის“ („ძმური დახმარება“) გამომცემელი იყო. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიის მუსლიმთა დროებითი ეროვნული კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იყო არჩეული. 1918 წელს ასევე აირჩიეს სანავთობო მრეწველობის ბაქოს კავშირის თავმჯდომარედ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ფინანსურ სისტემაში ასადულაევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 1918 წლის 26 დეკემბერს, იმ დღეს, როდესაც ფატალი ხანა ხოისკის თავმჯდომარეობით რესპუბლიკის მესამე მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება შესდგა, ასადულაევი მეწარმეობისა და ვაჭრობის მინისტრად იქნა არჩეული. დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარებაში. ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ, 1920 წელს ასადულაევი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. თუმცა იმავე წელს გაათავისუფლეს და ძალაუფლების წარმომადგენელთა ნებართვით ქვეყანა დატოვა[3]. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ პარიზში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1936 წლის 14 აპრილს. დაკრძალულია პარიზის სიახლოვეში მდებარე ქალაქ ბობინის მუსულმანურ სასაფლაოზე[3].

  1. Адрес-календарь Азербайджанской Республики. — Баку, 1920. — С. 270
  2. Adam.az (2012-04-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2018-08-14.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Асадуллаев Мирза | Амираджаны. www.baku.ru. ციტირების თარიღი: 2018-08-14.
  4. Betty Blair, Fuad Akhundov (Summer 2004 (12.2)). „The Ali and Nino Walking Tour“. Azerbaijan International. pp. 44–45. ციტირების თარიღი: 2011-11-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)