შინაარსზე გადასვლა

მირვეთის ხიდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირვეთის ხიდი

მირვეთის ხიდი — XI-XIII საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, გარეუბან ძიგურესთან ახლოს, მირვეთის წყლის ჭოროხთან შესართავში, აჭარისწყლის გადასახვევიდან 3460 მეტრში. აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან ჭოროხის მარცხენა მხარეს ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალი გზა.

ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 15,5 მ-ია. თავბოლოში სიგანე ორივე მხარეს თანაბარია და 3,80 მ-ია. მისი სიგანე შუა ნაწილში — 2 მ-ია. სიმაღლე წყლის დონემდე — 5 მ. სავალი ნაწილი დაფარულია საშუალო ზომის ბრტყელი ქვებით. ბურჯები ორივე მხარეს კლდეზეა დაშენებული.

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]