შინაარსზე გადასვლა

მთაწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთაწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
მთაწმინდა
მთაწმინდა
მთაწმინდა
კოორდინატები: 41°41′42″ ჩ. გ. 44°46′55″ ა. გ. / 41.69500° ჩ. გ. 44.78194° ა. გ. / 41.69500; 44.78194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
სიმაღლე 719.8 
ქედი მთაწმინდის ქედი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა და თიხა
მთაწმინდა — საქართველო
მთაწმინდა
მთაწმინდა — თბილისი
მთაწმინდა
სურათები ვიკისაწყობში

მთაწმინდა, მთაწმინდის პლატომთა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენანაპირეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 719.8 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. უშუალოდ ეკვრის თბილისს და არსებითად შეადგენს ქალაქის განუყოფელ ნაწილს. მთაწმინდის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკმაოდ ვრცელ პლატოს.[1]

„მთაწმინდამ“ სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის — ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას — დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს.[2]

XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო იოსებ სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.[3]

  • Иоселиани П. И., Описание древностей Тифлица, Тфл., 1866.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თბილისი. ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1957, გვ. 208
  2. „მთაწმინდა“: [მ. ჩორგოლაშვილი. მთაწმინდა. თბ., ხელოვნება, 1979. რეც.] / მ. დავითაძე.
  3. მარუაშვილი ლ., ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665.