მთაწმინდის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთაწმინდის ქედი
მთაწმინდის პლატო
მთაწმინდის პლატო
კოორდინატები: 41°40′27″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. / 41.67417° ჩ. გ. 44.70000° ა. გ. / 41.67417; 44.70000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
უმაღლესი წერტილი უძო
სიმაღლე 1416 
ამგებელი ქანები თაბაშირიანი თიხა, ქვიშაქვა და ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია
მთაწმინდის ქედი — საქართველო
მთაწმინდის ქედი
მთაწმინდის ქედი — თბილისი
მთაწმინდის ქედი

მთაწმინდის ქედიქედი საქართველოში, ქალაქ თბილისის ფარგლებში.[1]

წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებას. იწყება უშუალოდ თბილისიდან, კერძოდ სოლოლაკიდან. დასავლეთით ებმის კოჯრის ქედს. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებით, ქვიშაქვებით და აგრეთვე შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. თხემი მობრტყელებულია და პლატოსებრ ზედაპირს ქმნის.[2]

მთაწმინდის ანტიკლინური ნაოჭები მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე ვრცელდება, სადაც ისინი დაძირულია და ახალგაზრდა დანალექებით არის დაფარული. ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი უძო (1416 მ). მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთა დანაწევრებულია ხრამებით და ეშვება მდინარე ვერეს ხეობისაკენ, სამხრეთით თანდათანობით გადადის წავკის-ოქროყანის ვაკეში. შემოსილია მეორეული ტყე-ბუჩქნარითა და ხელოვნური ტყით.[2]

ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზეა მთაწმინდა (719.8 მ). ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა კუს ტბა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 115.
  2. 2.0 2.1 2.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წელი. გვ. 675