მეჰდი-ბეგ ჰაჯინსკი
მეჰდი-ბეგ ჰაჯინსკი აზერ. Mehdi bəy Hacınski | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Mehdi bəy Süleyman oğlu Hacınski |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1879 ყუბა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
ივნისი, 1941 (62 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, მსახიობი |
მეჰდი-ბეგ ჰაჯინსკი (აზერ. Mehdi bəy Süleyman oğlu Hacınski; 24 მაისი, 1879, ყუბა, ბაქოს გუბერნია — 1941, ივნისი, ბაქო, აზერბაიანის სსრ) — აზერბაიჯანელი თეატრისა და სახელმწიფო მოღვაწე, მსახიობი, პუბლიცისტი. ამიერკავკასიის სეიმის და აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს მუსლიმთა ფრაქციის წევრი. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰდი-ბეგ ჰაჯინსკი დაიბადა 1879 წლის 24 მაისს ქალაქ ყუბაში.
1906 წლიდან ხელმძღვანელობდა ბაქოს მუსულმანური საგანმანათლებლო საზოგადოების თეატრალურ განყოფილებას „ნიჯათი“. 1914 წელს ჰაჯინსკი აირჩიეს „საფას“ საზოგადოების თეატრალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ[2].
მეჰდი ბეი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს აზერბაიჯანის ახლად დაარსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო მოხელეთა I ყრილობაზე აირჩიეს სახალხო მოსამართლეთა საბჭოს მრჩეველთა საბჭოს წევრად[2].
ჰაჯინსკი ასევე პოლიტიკოსიც იყო. იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და პარტია „მუსავატის“ წევრი[2].
ფსევდონიმებით „ურფუზადე“, „დამდამაკი“, „ავარა“ და სხვა გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, ესეებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს აზერბაიჯანული თეატრის შესახებ[2].
ჰაჯინსკი ასევე დაკავებული იყო აზერბაიჯანული ზეპირი ხალხური ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითა და გამოცემით. მეგობრობდა მირზა ალექპერ საბირთან, რომლის გარდაცვალების შემდეგ აქტიური მონაწილეობა მიიღო მისი ნაწარმოებების გამოცემაში[3].
1906-1907 წლებში იყო გაზეთ „თაქამულის“ რედაქტორი, რომელიც იყო პარტია „ჰუმეთის“ პრეს ორგანო.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში თანამშრომლობდა ტფილისის აზერბაიჯანულენოვან გაზეთებთან „იენი ფიქირ“, „იენი ქენდ“ და ჟურნალთან „დან ულდუზუ“.
1906 წლიდან ჰაჯინსკი სცენაზე გამოდიოდა და ბაქოს სცენაზე რამდენიმე პერსონაჟის როლიც მოირგო.
მეჰდი ბეგ ჰაჯინსკი გარდაიცვალა 1941 წლის ივნისში ბაქოში[2].