ჰუმეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„ჰუმეთის“ დამფუძნებლები

მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული პარტია „ჰუმეთი“ (აზერ. hümmət — ენერგია) — პირველი მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული პარტია მსოფლიოში[1]. შეიქმნა 1904 წელს რსდმპ-ის ბაქოს კომიტეტთან მუსლიმან მშრომელთა შორის პოლიტიკური მუშაობის წარმართვისა, რევოლუციურ ბრძოლებში მათი ჩაბმისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით აღზრდისათვის. იგი მასობრივ ორგანიზაციად გადაიქცა და ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი გახდა. აზერბაიჯანულ ენაზე უშვებდა ფურცლებს და გაზეთ „ჰუმეთს“ (1904 ოქტ. — 1905 თებ.).

„ჰუმეთის“ ჯგუფები შეიქმნა ელიზავეტპოლში, ნახჭევანსა და თბილისში. 1907 წლის დაპატიმრებების შემდეგ „ჰუმეთის“ მუშაობა შესუსტდა, მათი აქტიური მუშაობა განახლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. რსდმპ (ბ) VI ყრილობაზე ბაქოს პარტიის ორგანიზაციასთან ერთად „ჰუმეთიც“ იყო წარმოდგენილი. ყრილობამ მოისმინა ინფორმაცია „ჰუმეთის“ მუშაობის შესახებ. ყრილობის დავალებით რსდმპ (ბ) ცკ მიესალმა „ჰუმეთს“, როგორც მუსლიმან მუშათა შორის ბოლშევიკური მიმართულების პირველ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას და აღნიშნა მისი რევოლუციური დამსახურება. ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამარცხების (1918 ივლისი) შემდეგ „ჰუმეთმა“ არალეგალურად დაიწყო მუშაობა. მისი წევრები გაემგზავრნენ ასტრახანში სადაც შექმნეს ბიურო და უშვებდნენ გაზეთ „ჰუმეთს“. 1918 წლის დასასრულს ბაქოში ჩავიდნენ თბილისის „ჰუმეთის“ ორგანიზაციის მენშევიკი ლიდერები, ისინი სევიდნენ მუსავატელების პარლამენტში, შექმნეს სოციალისტების ფრაქცია. პარლამენტის ტრიბუნის რევოლუციის პროპაგანდიდათვის გამოყენების მიზნით, ბაქოს არალეგალური ბოლშევიკური კომიტეტი დათანხმდა შეექმნათ „ჰუმეთის“ გაერთიანებული ორგანიზაცია (1919 მარტი), მაგრამ 1919 წლის ზაფხულის დამლევს, „ჰუმეთის“ ბოლშევიკებმა მენშევიკებთან კავშირი გაწყვიტეს. 1920 წლის თებერვალში რკპ ბაქოს ორგანიზაცია „ჰუმეთი“ და „ადალათი“ გაერთიანდნენ აზერბაიჯანის კუმუნისტურ (ბოლშევიკურ) ორგანიზაციად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. И. С. Багирова. Политические партии и организации Азербайджана в начале ХХ века. — Баку, 1997, с.30