მერალ აქშენერი
მერალ აქშენერი | |
აქშენერი 2021 წელს | |
კარგი პარტიის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 25 ოქტომბერი, 2017 |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ნოემბერი, 1996 – 30 ივნისი, 1997 | |
პრეზიდენტი | სულეიმან დემირელი |
პრემიერ-მინისტრი | ნეჯმეთინ ერბაქანი |
წინამორბედი | მეჰმეთ აღარი |
მემკვიდრე | მურათ ბაშესგიოღლუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აგვისტო, 2007 – 1 ნოემბერი, 2015 | |
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 აგვისტო, 2007 – 28 ივნისი, 2011 | |
დაბადებული | 18 ივლისი, 1956 გიუნდოღდუ, ქოჯაელი, თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | 1995 – ქოჯაელი 1999 – ქოჯაელი 2011 – სტამბოლი 2015 – სტამბოლი |
ეროვნება | თურქი |
რეზიდენცია | სტამბოლი |
პოლიტიკური პარტია | სწორი გზის პარტია (1995-2001) MHP (2001-2016) კარგი პარტია (2017-დღემდე) |
მეუღლე | თუნჯერ აქშენერი (იქ. 1980) |
შვილები | ფათიჰ აქშენერი (დ. 1984) |
განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი მარმარას უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი აკადემიკოსი |
საიტი | meralaksener.com.tr |
მერალ აქშენერი (თურქ. Meral Akşener; ქორწინებამდე – გიურერი (თურქ. Gürer); დ. 18 ივლისი, 1956, გიუნდოღდუ, ქოჯაელი, თურქეთი) — თურქი აკადემიკოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. თურქეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, კარგი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორი გზის პარტიის სიით პარლამენტში შესული აქშენერი, 1996-1997 წლებში იყო თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნეჯმეთინ ერბაქანის კოალიციურ მთავრობაში. 2007, 2011 და 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებში MHP-ის სიით შევიდა პარლამენტში. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თავისი პარტიიდან კანდიდატად დასახელდა. 2017 წლის 25 ოქტომბრიდან თავისი შექმნილი პარტიის თავმჯდომარეა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი პარტიიდან პრეზიდენტის კანდიდატად დასახელდა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერალ აქშენერი 1956 წლის 18 ივლისს, ქოჯაელის პროვინციის სოფელ გიუნდოღდუში, სალონიკიდან ქოჯაელიში იმიგრირებული თაჰირ იომერ ბეისა და სიდიკა ჰანიმის ოჯახში დაიბადა. 1974 წელს დაასრულა ბურსას ქალ მასწავლებელთა ლიცეუმი და 1979 წელს დაასრულა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის ისტორიის მიმართულება. 1979-1982 წლებში, მასწავლებლად მუშაობდა. 1982 წელს, ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ქოჯაელის საინჟინრო ფაკულტეტზე მკვლევარ-ასისტენტი გახდა. მარმარის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. მუშაობდა ქოჯაელის უნივერსიტეტის რევოლუციების ისტორიის განყოფილების გამგედ. შექმნა და თავმჯდომარე იყო „Zübeyde Hanım Şehit Aileleri“ (ზიუბეიდე ჰანიმის გმირთა ოჯახების) ფონდი.[1][2]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქშენერის პოლიტიკური კარიერა 1994 წლის ადგილობრივი არჩევნებით დაიწყო, სადაც სწორი გზის პარტიიდან ქოჯაელის მერობის კანდიდატად დასახელდა.[3]
შინაგან საქმეთა მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს სწორი გზის პარტიის (DYP) ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში, აქშენერი იმავე წელს გამართული საპარლამენტი არჩევნებში DYP-ის კანდიდატად ქოჯაელის ოლქიდან პარლამენტში აირჩიეს. 1996 წლის 28 ივნისს, ნეჯმეთინ ერბაქანის ხელმძღვანელობით შეიქმნა თურქეთის 54 კოალიციური ხელისუფლება, სადაც 1996 წლის 3 ნოემბრის სუსურლუკის სკანდალის შედეგად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი მეჰმეთ აღარი გადადგა და მის ნაცვლად, თურქეთის ისტორიაში პირველ ქალ შინაგან საქმეთა მინისტრად აქშენერი დაინიშნა. 28 თებერვლის პროცესების დროს (სამხედროებმა ულტიმატუმი წაუყენეს ერბაქანის მთავრობას), როდესაც თურქეთის 54-ე მთავრობა დაიშალა, აქშენერის ვადა მინისტრის პოსტზე 1997 წლის 30 ივნისს ამოეწურა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ისევ პარლამენტის წევრი გახდა, სტამბოლის საარჩევნო ოლქიდან. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს DYP-მ 9,54% შედეგით საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.[4]
სგპ-ს შექმნის დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის 4 ივლისს დატოვა „სწორი გზის პარტია“ და „სათნოების პარტიიდან“ გამოსული აბდულა გიულისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ჩამოყალიბებულ „რეფორმისტების“ ფრთას შეუერთდა.[5][6] ახალი პარტიისთვის მუშაობის პროცესში განაცხადა, რომ მისი შვილი მუშაობს პარტიისთვის ახალი სახელის მოფიქრებაში.[7][8] თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ (ისინი) „ეროვნული პოლიტიკის ხედვას აგრძელებენ“[9] და დატოვა „რეფორმისტების“ ფრთა. 2001 წლის 3 ნოემბერს ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას შეუერთდა.[9]
ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს ნმპ-ის წევრად ჩარიცხული აქშენერი, 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, სტამბოლის ოლქიდან ნმპ-ის პარლამენტის წევრი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ის პარტიის თავმჯდომარის, დევლეთ ბაჰჩელის მთავარი მრჩეველი იყო. 2004 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ნმპ-ის სტამბოლის მერის კანდიდატი გახდა. 2007 წლის 10 აგვისტოს აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, მანამდე ბოლოს 1968 წელს იყო არჩეული ამ პოზიციაზე ქალი პარლამენტარი. იყო თურქეთ-ჩინეთის პარლამენტაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრი.[10] 2011 და 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ისევ სტამბოლის ოლქიდან გახდა პარლამენტის წევრი. თუმცა, 2015 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიამ არ წამოაყენა მისი კანდიდატურა.[11]
ნმპ-ის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა და გარიცხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნმპ-ის ხმების დაკარგვის შედეგად, მან თვის ბოლოს ჩაატარა პრესკონფერენცია და მოითხოვა პარტიის რიგგარეშე ყრილობის ჩატარება და განაცხადა, რომ არის მზად ყველაფერი გააკეთოს, რაც მასზეა დამოკიდებული. სასამართლო გადაწყვეტილებით ჩანიშნულ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე.[12] რიგგარეშე ყრილობის თარიღად 15 მაისი დასახელდა. თუმცა, პარტიის მთავარმა ოფისმა არ აღიარა ეს გადაწყვეტილება[13] და აქშენერი 2016 წლის 8 სექტემბერს, პარტიიდან გარიცხეს.[14] 2016 წლის 15 დეკემბერს, სასამართლომ დაამტკიცა აქშენერის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.
კეთილი პარტიის თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერალ აქშენერი 1980 წლიდან დაქორწინებულია თუნჯერ აქშენერზე, რომელიც პროფესიით ინჟინერია. მათ ჰყავთ საერთო ვაჟი – ფათიჰ აქშენერი (დაბ. 1984).
აქშენერი გალათასარაის და ქოჯაელისფორის ფანია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ TBMM. Meral Akşener TBMM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
- ↑ İYİ Parti lideri Meral Akşener, gençlik fotoğrafını paylaştı! Binlerce beğeni yağdı. Haberler.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ Arşivlenmiş kopya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 2021-10-18.
- ↑ haberler.com. MERAL AKŞENER BİYOGRAFİSİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
- ↑ ntv.com.tr. DYP’den ayrılan Akşener yenilikçilere katıldı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-30. ციტირების თარიღი: 2001-07-04.
- ↑ Akşener, DYP'den istifa etti, Yenilikçiler'e katıldı. hurriyet.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-26. ციტირების თარიღი: 2001-07-04.
- ↑ Ailece seferber oldular. milliyet.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-30. ციტირების თარიღი: 2001-07-15.
- ↑ MERAL AKŞENER AKP KURULURKEN AİLECEK İSİM ARAMIŞLAR. etikhaber.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-30. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
- ↑ 9.0 9.1 Meral Akşener MHP’ye geçti. ntv.com.tr (2001-11-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-30. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
- ↑ MHP Meral Akşener'i aday göstermedi. radikal.com.tr (18 Eylül 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 Temmuz 2016. ციტირების თარიღი: 30 Ocak 2017.
- ↑ Portre: Meral Akşener. aljazeera.com.tr (18 Eylül 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 Ağustos 2016. ციტირების თარიღი: 30 Ocak 2017.
- ↑ Mahkemeden MHP için olağanüstü kurultay kararı. ntv.com.tr (8 Nisan 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 Mayıs 2016. ციტირების თარიღი: 30 Ocak 2017.
- ↑ MHP'de olağanüstü kongre süreci. memurlar.net (6 Mayıs 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 Temmuz 2016. ციტირების თარიღი: 30 Ocak 2017.
- ↑ Meral Akşener MHP'den ihraç edildi. ntv.com.tr (8 Eylül 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Ekim 2016. ციტირების თარიღი: 30 Ocak 2017.