შინაარსზე გადასვლა

მეგან რაპინოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგან რაპინოუ
რაპინოუ 2019 წლის 3 სექტემბერს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მეგან ანა რაპინოუ
დაბადების
თარიღი
5 ივლისი, 1985 (1985-07-05) (39 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
რედინგი, კალიფორნია, აშშ
სიმაღლე 1.68 მეტრი[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
OL რეინი
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2002 - 2005 ელკ გროუვ პრაიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2010 ჩიკაგო რედ სტარსი 38 (3)
2011 ფილადელფია ინდეფენდენსი 4 (1)
2011 მეჯიქჯეკი 10 (3)
2011 სიდნეი 2 (1)
2012 სიეტლ საუნდერს ვუმენი 2 (0)
2013-2014 ლიონი 28 (8)
2013- OL რეინი 75 (34)
ეროვნული ნაკრები
2003-2005 აშშ U20 21 (9)
2006– აშშ 173 (57)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 მარტი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 მარტი, 2021

მეგან ანა რაპინოუ (ინგლ. Megan Anna Rapinoe, დ. 7 ივლისი, 1985) — ამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს OL რეინში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულ ლიგაში, უმაღლეს დივიზიონში. ის ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრი. რაპინოუ 2019 წელს ფიფას საუკეთესო ქალ მოთამაშედ დასახელდა.[2][3] მან მოიგო ოქროს მედალი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიფას 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ფიფას 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2011 წლის მსოლფიო ჩემპიონატზე მან ამერიკის გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა. ის იყო მერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული გუნდის თანაკაპიტანი კარლი ლოიდსა და ალექს მორგანთან ერთად 2018 - 2020 წლებში.[4][5] წარსულში ის თამაშობდა ჩიკაგო რედ სტარსში, ფილადელფია ინდეფენდენსში და მეჯიქჯეკში, ამერიკის ქალთა ფეხბუთის უმაღლეს დივიზიონში. ის ასევე თამშობდა ლიონის ოლიმპიკში, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში.

რაპინოუ დაიბადა რედინგში, კალიფორნიაში 1985 წლის 7 ივლისს დენიზ და ჯიმ რაპინოუების ოჯახში. მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავს, რომელთა შორისაა მისი ტყუპისცალი, რეიჩელ რაპინოუ, რომელიც წარსულში ფეხბურთს თამაშობდა. დენისს, მეგანის დედას ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი, მაიკლი და ჯენი, წინა ქორწინებიდან; ჯიმი, ბაბუის, ჯეკის მსგავსად ჯარში მსახურობდა.[6] მეგანს აქვს იტალიური და ირლანდიული ფესვები.[7] მან მაგალითი უფროსი ძმისგან, ბრაიანისგან აიღო და ფეხბურთის თამაში სამი წლის ასაკიდან დაიწყო.[8] მაგრამ ბრაიანმა ნარკოტიკების გამოყენება მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონები მეორე კლასში იყვნენ.[6] მაშინ, როდესაც მეგანი ათი წლის იყო, თხუთმეტი წლის ბრაიანი არასრულწლოვანთა ციხეში გადაიყვანეს და ამის შემდეგ ბევრი ციხე გამოიცვალა, მათ შორისაა პელიკანის ყურის სახელმწიფო სასჯელაღსრულების დაწესებულება. მას შემდეგ, რაც ბრაიანმა თავისი დის წარმატება ნახა მან ნარკოტიკებზე უარი თქვა და ოჯახთან ერთად ყოფნა გადაწყვიტა.[9] როგორც რეიჩელის, ასევე მეგანისთვის, ფეხბურთი იყო ნარკოტიკებისგან თავის დაღწევის საშუალება, რადგან კალიფორნიის ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ეს პრობლემა კვლავ ძალიან მწვავეა.[8]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის შემდეგ, რაპინოუს მშობლიურმა ქალაქმა, რედინგმა მეგანს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აღლუმით მიულოცა და 10 სექტემბერი „მეგან რაპინოუს დღედ“ დაასახელა.[10] მან მიიღო ჰარი გლიკმანის წლის პროფესიონალი სპორტსმენის ჯილდო ორეგონის მე-60 ყოველწლიურ სპორტულ დაჯილდოებაზე, რომელიც ჩატარდა 2012 წლის 12 თებერვალს.[11] 2012 წლის 25 ოქტომბერს რაპინოუ მოხვდა ათ ფეხბუთელ ქალს შორის, რომელიც ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.[12] იმავე წელს იგი დასახელდა Sports Illustrated–ის 2012 წლის ყველაზე ინსპირაციული შემსრულებლების ფინალისტებს შორის.[13] 2012 წლის 10 ნოემბერს ლოს ანჯელესის ლგბტ ცენტრის მიერ რაპინოუს მიენიჭა დირექტორთა საბჭოს ჯილდო, ლგბტ ადამიანების მიერ სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის.[14][15]

2013 წლის მარტში, რაპინოუ დასახელდა ტურნირის მოთამაშედ 2013 წლის ალგარვეს თასზე, რომელშიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა. მან ორ თამაშში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.[16] 2014 წლის დეკემბერში, მეგანი შეიყვანეს შასტას ოლქის დიდების დარბაზში ამავე ოლქის სხვა სპორტსმენებთან ერთად, როგორებიცაა რაიან ო'კალაგანი და რიკი რეი.[17][18] 2015 წელს იგი შეიყვანეს ლგბტ სპორტსმენების დიდების დარბაზში.[19] 2019 წელს რაპინოუმ მოიგო ოქროს ბუცი (ის მეორე ამერიკელია მიშელ აკერსის შემდეგ)[20] და ოქროს ბურთი ქალთა მსოფლიო თასზე საფრანგეთში.[21] ამავე წელს ის დასახელდა ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელ ქალად.[22]

კოლეჯის პირველი კურსიდან რაპინოუ საკუთარ თავს ლესბოსელად თვლის.[23] ის საჯაროდ გამოვიდა 2012 წლის ივლისში ჟურნალ Out-ში, სადაც აღნიშნა, რომ 2009 წლიდან ურთიერთობა ჰქონდა ავსტრალიელ ფეხბურთელ სარა უოლშთან.[23][24] თითქმის ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რაპიბოუ და უოლში 2013 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეგანი ურთიერთობაში იყო ამერიკელ მომღერალ სერა კაჰოუნთან.[25] 2015 წლის აგვისტოში წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა.[26] 2017 წლის იანვარში რაპინომ თქვა, რომ მათი ქორწილის გეგმები გაუქმდა.[27] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის ბოლოდან მეგანი კალათბურთელ სუზან ბირდს ხვდებოდა.[28] წყვილმა ნიშნობის შესახებ 2020 წლის 30 ოქტომბერს განაცხადა.

  • Grainey, Timothy (2012), Beyond Bend It Like Beckham: The Global Phenomenon of Women's Soccer, University of Nebraska Press, ISBN 0803240368
  • Lisi, Clemente A. (2010), The U.S. Women's Soccer Team: An American Success Story, Scarecrow Press, ISBN 0810874164
  • Murray, Caitlin (2019), The National Team: The Inside Story of the Women Who Changed Soccer , Abrams, ISBN 168335527X
  • Schultz, Jaime (2014), Qualifying Times: Points of Change in U.S. Women's Sport, University of Illinois Press, ISBN 0252095960
  • Stay, Shane (2019), The Women's World Cup 2019 Book: Everything You Need to Know About the Soccer World Cup, Books on Demand, ISBN 1782551921
  • Stevens, Dakota (2011), A Look at the Women's Professional Soccer Including the Soccer Associations, Teams, Players, Awards, and More, BiblioBazaar, ISBN 1241047464
  • Theivam, Keiran and Jeff Kassouf (2019), The Making of the Women's World Cup: Defining stories from a sport’s coming of age, Little, ISBN 1472143310
  • Walters, Meg (2019), World Cup Women: Megan, Alex, and the Team USA Soccer Champs, Simon and Schuster, ISBN 1510756302

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Megan Rapinoe. United States Olympic & Paralympic Committee. ციტირების თარიღი: July 3, 2018
  2. „Best Fifa Football Awards 2019: Megan Rapinoe wins ahead of Lucy Bronze and Alex Morgan“. September 23, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 23, 2019. ციტირების თარიღი: September 23, 2019.
  3. „Megan Rapinoe Wins Ballon d'Or as World's Best Player“. The New York Times. Associated Press. December 2, 2019. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2019. ციტირების თარიღი: December 3, 2019.
  4. Kassouf, Jeff (October 3, 2018). „USWNT notebook: Scheduling, captains and other updates from World Cup qualifying camp“. The Equalizer. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2018. ციტირების თარიღი: October 4, 2018.
  5. Kassouf, Jeff (January 17, 2021). „Becky Sauerbrunn named USWNT captain, again“. The Equalizer. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021.
  6. 6.0 6.1 Vrentas, Jenny. Megan Rapinoe: Sports Illustrated's 2019 Sportsperson of the Year. ციტირების თარიღი: December 10, 2019
  7. Smolenyak, Megan. (July 17, 2019) 5 Things You Didn't Know about Megan Rapinoe's Roots. ციტირების თარიღი: September 9, 2019
  8. 8.0 8.1 Oxenham, Gwendolyn. Pinoe's Biggest Fan. United States Soccer Federation. ციტირების თარიღი: June 28, 2019
  9. Oxenham, Gwendolyn. Megan Rapinoe's greatest heartbreak – and hope. ESPN. ციტირების თარიღი: June 27, 2019
  10. Jen, Jeffrey (September 10, 2011). „Megan Rapinoe Day in Redding; World Cup soccer star honored with celebration, parade“. The Record Searchlight. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2013. ციტირების თარიღი: March 2, 2014.
  11. Giegerich, Andy. „Eaton, Rapinoe head Oregon Sports winners list“. Portland Business Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 31, 2021. ციტირების თარიღი: March 2, 2014.
  12. Women's shortlists for FIFA Ballon d'Or Gala 2012 revealed. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2013. ციტირების თარიღი: მარტი 4, 2021.
  13. U.S. WNT Midfielder Megan Rapinoe Named a Finalist for Sports Illustrated's Most Inspiring Performer of 2012. United States Soccer Federation (November 21, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 4, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 4, 2021.
  14. Megan Rapinoe Accepts Board of Directors Award. L.A. Gay & Lesbian Center. ციტირების თარიღი: March 2, 2014
  15. Megan Rapinoe: Don't Expect Barriers to be Broken until more People Come Out (November 15, 2012). ციტირების თარიღი: November 15, 2012
  16. WNT Takes 2013 Algarve Cup Title with 2–0 Win Against Germany. United States Soccer Federation (March 13, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2014. ციტირების თარიღი: March 6, 2014
  17. Shasta County Sports Hall of Fame. Shasta County Sports Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2014. ციტირების თარიღი: December 18, 2014
  18. Area Roundup: Shasta County Sports HOF Induction set (December 10, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2015. ციტირების თარიღი: December 18, 2014
  19. Buzinski, Jim. (July 27, 2015) 9 inducted into National Gay and Lesbian Sports Hall of Fame. ციტირების თარიღი: January 15, 2016
  20. Rapinoe second American to win Golden Boot. ESPN (July 7, 2019). ციტირების თარიღი: September 24, 2019
  21. Rapinoe wins Golden Ball and Golden Boot at women's World Cup. France 24 (July 7, 2019). ციტირების თარიღი: September 24, 2019
  22. Rapinoe, Messi win FIFA player of the year awards. ABC News. ციტირების თარიღი: September 24, 2019
  23. 23.0 23.1 Klemko, Robert (July 3, 2012). „U.S. women's soccer player: 'I'm gay'. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2014. ციტირების თარიღი: October 24, 2013.
  24. Fever Pitch (July 2, 2012). ციტირების თარიღი: July 3, 2012
  25. Lewis, Brian. (June 9, 2015) Get to know Megan Rapinoe, the quirky soccer star the US needs. ციტირების თარიღი: April 5, 2016
  26. McCalmont, Lucy (August 7, 2015). „Megan Rapinoe Announces Engagement on Instagram“. HuffPost. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2015. ციტირების თარიღი: August 7, 2015.
  27. D'Arcangelo, Lyndsey. (January 5, 2017) Megan Rapinoe: Global Ambassador. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2017. ციტირების თარიღი: January 17, 2017
  28. Voepel, Mechelle (July 20, 2017). „Ready to Let You In“. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეგან_რაპინოუ“-დან