ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
The Best FIFA Football Awards.jpg
დაჯილდოების ლოგო
ჯილდო ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ქალთა შორის
წარადგენს FIFA
ადგილმდებარეობა ციურიხი, შვეიცარია
პირველად გადაეცა 1991
მიმდინარე მფლობელი ლიუსი ბრონზი
www.FIFA.com

ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი (ინგლ. The Best FIFA Women's Player) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ქალთა შორის. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდება ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება აქვს დაასახელოს სამი პიროვნება და მიენიჭოს მათ 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე. ფიფა-ს საუკეთესოთა დაჯილდოების ფარგლებში ასევე აჯილდოებენ საუკეთესო ფეხბურთელ ვაჟს, საუკეთესო მწვრთნელს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, ასახელებენ წლის სიმბოლურ გუნდს, საუკეთესო გოლის ავტორს და სხვა.

ფიფა 1991 წლიდან ატარებდა საფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2016 წლიდან კი ფიფა-მ ახალი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელი 1-ლი ადგილი მე-2 ადგილი მე-3 ადგილი
ბრაზილიის დროშა მარტა 6 (2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2018) 5 (2005, 2011, 2012, 2014, 2016) 2 (2004, 2013)
გერმანიის დროშა ბირგიტ პრინცი 3 (2003, 2004, 2005) 5 (2002, 2007, 2008, 2009, 2010)
აშშ-ის დროშა მია ჰემი 2 (2001, 2002) 2 (2003, 2004)
აშშ-ის დროშა ები ვამბახი 2 (2015, 2016) 1 (2017)
აშშ-ის დროშა კარლი ლოიდი 1 (2012) 1 (2013) 2 (2011, 2014)
იაპონიის დროშა ჰომარე სავა 1 (2011)
გერმანიის დროშა ნადინე ანგერერი 1 (2013)
გერმანიის დროშა ნადინე კესლერი 1 (2014)
ნიდერლანდების დროშა ლიკე მერტენსი 1 (2017)
აშშ-ის დროშა მეგან რაპინოუ 1 (2019)
ინგლისის დროშა ლიუსი ბრონზი 1 (2020)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.