მარგარიტა დე ბურბონი (1438-1483)
იერსახე
მარგარიტა დე ბურბონი | |
---|---|
წოდებები
ბრეზის გრაფინია ბუგეის სენიორა | |
დაიბადა | 5 თებერვალი, 1438 |
გარდაიცვალა | 24 აპრილი, 1483, (45 წლის) |
საგვარეულო | ბურბონები |
მეუღლე(ები) | ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ლუიზა, ანგულემის გრაფინია ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი |
მამა | შარლ I, ბურბონის ჰერცოგი |
დედა | აგნეს ბურგუნდიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მარგარიტა დე ბურბონი (ფრანგ. Marguerite de Bourbon; დ. 5 თებერვალი, 1438 — გ. 24 აპრილი, 1483) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია აგნეს ბურგუნდიელის უმცროსი ქალშვილი.
1472 წლის 6 აპრილს ცოლად შერთეს ფილიპო სავოიელს (1443-1497), სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და ანა კვიპროსელის ვაჟს, საფრანგეთის დედოფალ შარლოტა სავოიელის ძმას, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
- ლუიზა (1476-1531), ცოლად გაჰყვა ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუას, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი;
- ჯიროლამო (1478), გარდაიცვალა ჩვილი;
- ფილიბერტო II (1480-1504), სავოიის ჰერცოგი 1497-1504 წლებში. პირველად დაქორწინდა თავის ბიძაშვილ იოლანდა ლუიზა სავოიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
მარგარიტა გარდაიცვალა 1483 წლის 24 აპრილს შატო დე პონ-დ'ენში, 45 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ბრეტონელ დიდებულ კლაუდინა დე ბროსზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა, 1496 წელს კი იგი სავოიის ჰერცოგიც ხდება ფილიპო II-ის სახელით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hand, Joni M. (2013). Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550. Ashgate Publishing Limited.