შარლ I (ბურბონის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ I დე ბურბონი
Karel Bourb.jpg
ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1434
მმართ. დასასრული: 4 დეკემბერი, 1456
წინამორბედი: ჟან I
მემკვიდრე: ჟან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1401
გარდ. თარიღი: 4 დეკემბერი, 1456, (54-55 წლის)
მეუღლე: აგნეს ბურგუნდიელი
შვილები: თერთმეტი შვილი
დინასტია: ბურბონები
მამა: ჟან I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: მარი ბერელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ I დე ბურბონი (ფრანგ. Charles Ier de Bourbon; დ. 1401 — გ. 4 დეკემბერი, 1456) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარი ბერელის უფროსი ვაჟი. ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი 1434-1456 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანი დაიბადა 1401 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარი ბერელის უფროსი ვაჟი. 1424 წელს მიენიჭა კლერმონ-ან-ბევუას გრაფობა. 1434 წელს კი მისი ორივე მშობელი ერთდროულად დაიღუპა, რის შემდეგაც მამის მემკვიდრეობით მას ბურბონის ჰერცოგობა, ხოლო დედის ხაზით ოვერნის ჰერცოგობა ერგო.

1425 წელს ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I უშიშის ქალიშვილი აგნეს ბურგუნდიელი. მიუხედავად იმისა, რომ აგნესთან 11 შვილი ჰყავდა, მას ასევე ჰყავდა საყვარელიც, ჟანა დე ბურნანის სახით, რომელთანაც შეეძინა უკანონო ვაჟი, სახელად ლუი, რომელიც შემდგომში რუსილონის გრაფი და ბურბონ-რუსილონის დინასტიის დამაარსებელი გახდა. ცნობილია, რომ გამოჩენილი ერთგულებისათვის, მეფე ლუი XI-მ შარლს შესთავაზა თავის უფროს ქალიშვილ ჟანა დე ვალუაზე ქორწინება.

შარლი აქტიურად იყო ჩაბმული ასწლიან ომში, სადაც იგი თავისი ცოლის ძმის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის მხარეს იბრძოდა. თუმცა შარლსა და ფილიპს შორის 1440 წელს დიდი განხეთქილება მოხდა და მათი ალიანსიც დაიშალა. იგი მეფე შარლ VII-ის მხარეს გადავიდა და დროებით ერთულად ემსახურა კიდეც.

ცნობილია, რომ შარლი ერეოდა 1439-40 წლებში მიმდინარე დიდგვაროვანთა აჯანყებაში, რომელიც ცნობილია "პრაგერიას" სახელით. შარლ VII-მ ჩაახშო ამბოხი, შარლს კი მისი სამფლობელოების ნაწილი ჩამოართვა. შარლ I გარდაიცვალა 1456 წელს, თავის სამეფო კარზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგიტიმური შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟან II (1426-1488), ეწეოდა სასულიერო საქმიანობას, მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბურბონის ჰერცოგი, ცოლად ჰყავდა ჟანა დე ვალუა, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  2. მარი (1428-1448), ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ჟან II-ს;
  3. ფილიპი (1430-1440), ბეჟოს ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. შარლ II (1434-1488), ლიონის არქიეპისკოპოსი და მცირე ხნით ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  5. იზაბელი (1436-1465), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ს;
  6. პიერ II (1438-1503), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა დე ვალუა რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი;
  7. ლუი (1438-1482), ლიეჟის ეპისკოპოსი;
  8. მარგარიტა (1439-1483), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ს;
  9. კატრინი (1440-1469), ცოლად გაჰყვა გელდერის ჰეროცგ ადოლფ II-ს;
  10. ჟანა (1442-1493), ცოლად გაჰყვა ორანჟ-ნასაუს პრინც იოჰან II-ს;
  11. ჟაკი (1445-1468), მონტესპიერის გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;

არალეგიტიმური შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი, რუსილონის გრაფი და ბურბონ-რუსილონელთა დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ხელშეწყობით დააარსა წმინდა მიქაელის ორდერი;
  2. რენე, ნარბონის არქიეპისკოპოსი და სენ-სევერ-ლე-ვიკომტის აბატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pernoud, Régine, Marie-Véronique Clin, Prof. Jeremy duQuesnay Adams, and Bonnie Wheeler, Joan of Arc, (St.Martin's Press:New York, 1986)
  • Vaughan, Richard, Philip the Good, (The Boydell Press: London, 2004)