მანტეგაცის დიყი[1] (ლათ.Heracleum mantegazzianum) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარექოლგოსანთაოჯახისა. სიმაღლეში 300 სმ-მდეა. აქვს ღრმაღარებიან-წიბოებიანია, გაბნეულად შებუსული ღერო. შიშველი ან ქვედა მხარეზე გაფანტულად შებუსული ფოთლები. სეგმენტები მოხაზულობით მოგრძოკვერცხისებრია, ღრმადა არის ფრთისებურად დაყოფილი სამკუთხა-ლანცეტა ნაკვთებად. ქოლგები ძალიან დიდი ზომისა და მრავალსხივიანია (50-ზე მეტი). საბურვლის ფოთოლაკები მრავალია, ხაზურსადგისისებრი. ყვავილები თეთრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყლებში — ტყისპირა ადგილებში, ველობებზე, მდინარეთა სანაპიროზე და მაღალბალახეულობაში.[2]