დიყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დიყი
HeracleumSosnowskyi 001.jpg
სოსნოვსკის დიყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  დიყი
ლათინური სახელი
Heracleum L., 1753

დიყი (ლათ. Heracleum) — მცენარეთა გვარი ქოლგoსანთა ოჯახისა. მაღალი ორ- და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვს დიდი ზომის დანაკვთული და მთლიანი ფოთლები, თეთრი, მომწვანო-ყვითელი ან ვარდისფერი რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები.

70-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში; მხოლოდ 1 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში. კავკასიაში 25 სახეობაა; საქართველოში — 21, რომელთაგან 6 საქართველოს ენდემია, 8 — კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყისა და სუბალპურ სარტყელში.

საქართველოს სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi) და მანტეგაცის დიყი (Heracleum mantegazzianum). დიყი სასილოსე და დეკორატიული მცენარეა. მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთლები და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით. ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიყი&oldid=4191774“-დან