შინაარსზე გადასვლა

მალტის პროტექტორატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალტის პროტექტორატი
იტალ. Protettorato di Malta
მალტ. Protettorat ta' Malta

მალტის დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი

18001813
დროშა გერბი

სიცილიის და მალტის რუკა, 1808
დედაქალაქი ვალეტა
ენა იტალიური ენა, მალტური ენა
ფართობი 316 კმ2

მალტის პროტექტორატი ( იტალ. Protettorato di Malta, მალტ. Protettorat ta' Malta ) — პოლიტიკური ტერმინი, როდესაც მალტა დე იურე სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. პროტექტორატი შენარჩუნდა 1800 წელს მალტაში ფრანგული ძალების კაპიტულაციასა და 1813 წელს კუნძულების მალტის გვირგვინის კოლონიად ჩამოყალიბებას შორის.[1]

ფრანგების წინააღმდეგ მალტელთა აჯანყების დროს, ადგილობრივებმა ჩამოაყალიბეს ეროვნული ასამბლეა, როგორც დროებითი მთავრობა. სიცილიაში გაგზავნეს წარმომადგენლები ბრიტანული ფლოტისგან დახმარების მისაღებად და 1798 წლის სექტემბრის ბოლოს კუნძულის მახლობლად გამოჩნდა ბრიტანული კოლონა, რომელიც შედგებოდა 13 განადგურებული გემისგან კაპიტან სერ ჯეიმს საუმარეზის მეთაურობით. ოქტომბერში სერ ალექსანდრ ბოლი მალტაში ჩავიდა და ერთი წლის შემდეგ დაინიშნა სამოქალაქო კომისრად.

ფრანგული გარნიზონი გენერალ ვობუას მეთაურობით ალყაში მოექცა ვალეტაში და 1800 წლის 4 სექტემბერს დანებდა. მალტა გახდა ბრიტანეთის პროტექტორატი. 1801 წლის აგვისტოში სამოქალაქო კომისარმა ჩარლზ კამერონმა დანიშნა ემანუელ ვიტალი გოზოს გუბერნატორად სავერიო კასარის ნაცვლად. ამით ფაქტობრივად დასრულდა გოზოს დამოუკიდებლობა.

1802 წლის ამიენის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, დიდ ბრიტანეთს უნდა გაეყვანა თავისი ჯარები კუნძულებიდან, მაგრამ არ შეასრულა ეს ვალდებულება, რაც გახდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ომის განახლების ერთ-ერთი მიზეზი.[2]

უფლებათა დეკლარაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალტისა და გოზოს კუნძულების მაცხოვრებლების უფლებათა დეკლარაცია. 1802 წელი. პალაცო პარიზიო
სერ ალექსანდრე ბოლი, მალტის სამოქალაქო კომისარი, 1799–1801 და 18021809 წწ.

1802 წლის ივნისში მალტის ქალაქებისა და სოფლების 104 წარმომადგენელმა მოაწერა ხელი დეკლარაციას სახელწოდებით La Dichiarazione dei Diritti degli abitanti delle Isole di Malta e Gozo (მალტისა და გოზოს კუნძულების მკვიდრთა უფლებების დეკლარაცია), რომლითაც თავიანთ მეფედ გამოაცხადეს გიორგი III. მას არ ჰქონდა უფლება მალტა სხვა სამფლობელოსთვის დაეთმო. დეკლარაციაში ასევე გაცხადდა, რომ მალტაზე განხორციელდებოდა თვითმმართველობა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ.[3]

ლამპედუზას საკითხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1803 წლის ნახატი მალტის ევაკუაციის შესახებ

პოლიტიკურად, კუნძული ლაპმედუზა ასევე შედიოდა სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში. მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც მალტა ჯერ კიდევ წმინდა იოანეს რაინდების მმართველობის ქვეშ იყო, ლამპედუზას პრინცმა კუნძული გადასცა მალტელ ბიზნესმენს სალვატორ გატუს, რომელიც კუნძულზე დასახლდა რამდენიმე მალტელ მუშაკთან ერთად.

ბრიტანელები განიხილავდნენ ლამპედუზას აღებას, რომელიც მალტის სანაცვლოდ საზღვაო ბაზის როლს შეასრულებდა, მაგრამ ეს იდეა დაიწუნეს, რადგან კუნძულს არ ჰქონდა ღრმა ნავსადგურები და განუვითარებელი იყო. ამის მიუხედავად, მალტის ხელისუფლება და ბრიტანეთის მთავრობა მაინც ცდილობდნენ კუნძულის ხელში ჩაგდებას, რადგან თვლიდნენ, რომ თუ ნაპოლეონი სიცილიას დაიკავებდა, ლაპმედუზა მალტას საკვებით მოამარაგებდა.

1800 წელს ბოლმა გაგზავნა კომისია ლამპედუზაში ამ გეგმის მიზანშეწონილობის შესაფასებლად და დაადგინა, რომ კუნძულის გამოყენება შეიძლებოდა მალტას საკვებით მომარაგებისთვის შედარებით ნაკლები დანახარჯებით, რადგან იქ იყო საძოვრები და საკმარისი წყალი. 1803 წელს, ზოგიერთი მალტელი ფერმერი გადასახლდა ლამპედუზაში პირუტყვითა და ცხვრებით და დაიწყო ქერის მოყვანა.[4]

კუნძული ლამპმედუზა

1810 წელს სალვატორ გატმა კუნძული იჯარით გადასცა ალექსანდრე ფერნანდესს, ბრიტანელ კომისარს, რომელიც ცდილობდა კუნძულზე მალტის დიდი კოლონიის შექმნას. ეს ვერ განხორციელდა, რადგან 1812 წელს ლონდონის სამეფო კომისიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კომერციული საწარმო იყო და უარი თქვა ფერნანდესის დახმარებაზე. შემდგომი პრობლემები წარმოიშვა, როდესაც ჭირმა გაანადგურა მალტა 1813–1814 წლებში და 1814 წლის 25 სექტემბერს სერ თომას მეიტლენდმა გაიყვანა ბრიტანეთის ჯარები ლამპედუზადან.

ფერნანდესი ლამპედუზას მფლობელი 1818 წლამდე იყო, ვიდრე გატი დაბრუნდებოდა კუნძულზე და იქ 1824 წლამდე დარჩებოდა ოჯახთან ერთად.

გვირგვინის კოლონია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 ივლისს სერ თომას მეიტლენდმა შეცვალა სერ ჰილდებრანდ ოუკსი სამოქალაქო კომისრის თანამდებობაზე და მიენიჭა გუბერნატორის წოდება. მალტა ოფიციალურად გახდა კოლონია 1814 წელს პარიზის ხელშეკრულებით .[5]

1813 წელს კუნძული გადაკეთდა ბრიტანეთის მალტის გვირგვინის კოლონიად ბატერსტის კონსტიტუციით. 23 ივლისს სერ თომას მეიტლენდმა შეცვალა სერ ჰილდებრანდ ოუკსი და იყო პირველი სამოქალაქო კომისარი, რომელსაც მიენიჭა „გუბერნატორის“ წოდება. 1814 წლის პარიზის ხელშეკრულებით მალტა ოფიციალურად გახდა კოლონია.

  1. "Census in Malta". National Statistics Office. Archived from the original on 2010-11-13. Retrieved 23 November 2014.
  2. Gregory, Desmond (1996). Malta, Britain, and the European Powers, 1793-1815 Fairleigh Dickinson University Press. ss. 189, 282. ISBN 0838635903.
  3. Castillo, Dennis Angelo (2011). The Santa Marija Convoy: Faith and Endurance in Wartime Malta, 1940-1942. Lexington Books. ss. 15-16. ISBN 0739128957.
  4. When the British planned to make Lampedusa part of the Maltese Islands. Times of Malta, 17 July 2011. Retrieved 15 April 2014.
  5. Maltese History – G. The First Years of British Rule 1800–1824. დაარქივებული 2014-04-16 საიტზე Wayback Machine. St Benedict College. Retrieved 15 April 2014.