შინაარსზე გადასვლა

მაზიადიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაზიადიდები
ალ-მაზიადი
المزيدي

998 — 1162  

დედაქალაქი ჰილა
ენა არაბული
რელიგია სუნიტური ისლამი
დინასტია მაზიდები
ამირა
 - 1012-1060 სანად ალ-დაწვლა ალი I (პირველი)
 - 1145-1150 ალი II (უკანასკნელი)

მაზიადიდები, მაზიადიტები, იაზიდიდები (არაბ. المزيدي) — არაბი მმართველების დინასტია შირვანში, დამაარსებელი – იაზიდ იბნ მაზიად ალ-შაიბანი. მისმა მემკვიდრეებმა ისარგებლეს სახალიფოს დასუსტებით, შირვანი სამემკვიდრეო სამფლობელოდ გადააქციეს და 861 წელს თავი შირვანშაჰებად გამოაცხადეს. IX საუკენეში მაზიადიდები არანსაც (კავკასიური ალბანეთი) დაეუფლნენ. ისინი განსაკუთრებით გაძლიერდნენ X საუკუნეში, როცა თავიანთი ძალაუფლება განავრცეს შაქის, ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ დაღესტნისა და თაბასარანის მფლობელებზე.

სახლობდნენ თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. თავადპირველად ისინი ბანუ ასადის ტომის ნაწილს წარმოადგენდნენ. 998 წელს ალი იბნ მაზიადმა ქუფაში, ბუიდებისგან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ, სამეფო ტიტულე მიიღო და თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსა, რომელსაც მაზიადი ეწოდა. 1012 წელს მაზიადიდებმა ქალაქი ჰილა დაარსეს, რომელიც მოგვიანებით მათ ახალ რეზიდენციად იქცა.[1] მაზიადიდებმა თანდათან მიმდებარე ევფრატის სანაპიროს მიდამოებიც დაიმორჩილეს.

1121 წელს, დავითის ისტორიკოსის ცნობით მაზიადიდთა ერთ-ერთი მმართველი „არაბეთისა მეფე“ ნურ ად-დავლა დუბაის II დიდგორის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, სადაც ის სასტიკად დამარცხდა. „ეს იყო, – წერს მათე ურჰაელი, – კაცი გულადი და მებრძოლი. მან დაატყვევა ქალაქი ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთანთან – ტუფასთან... მან კარვით დაიბანაკა ეთიოპიასა და ინდოეთს შორის და მაშინ მოვიდა და დაესიძა სპარსთა ამირა ღაზის“. მართლაც, დიდგორის ბრძოლის ერთი წლით ადრე, დუბეისს ცოლად შეურთავს ილღაზის ასული გოჰარ ხათუნი; ალბათ, ამგვარი დამოყვრებაც იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ დუბეისი ილღაზის მოწოდებას მაშინვე გამოეხმაურა და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მისი სარდლობით მოწყობილ ბრძოლაში.

მაზიადიდების ტომი 1162 წელს მთლიანად ამოხოცა აბასიანთა ხალიფა ალ-მუსთანჯიდმა, ხოლო მისი ტერიტორია ზენგიდთა სახელმწიფომ დაისაკუთრა.

დამასკოს ბურიდთა დინასტიის ამირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მმართველი მმართველობის პერიოდი
სანად ალ-დაწვლა ალი I 1012-1060
ნურ ად-დავლა დუბაის I 1017-1082
ბაჰა ალ-დავლა აბუ-კამილ მანსური 1082-1086
საიფ ალ-დავლა სადაყა I 1086-1108
ნურ ად-დავლა დუბაის II 1108-1135
სადაყა II 1135-1138
მუჰამედი 1138-1145
ალი II 1145-1150

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Moojan Momen, An Introduction to Shi'i Islam, Yale University Press 1985