ლუი ალექსანდრ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ალექსანდრ დე ბურბონი
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1678
ვერსალი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1737, (59 წლის)
იველინი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება ტულუზის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარი ვიქტორია დე ნოალი
შვილ(ებ)ი ლუი ჟან მარი, პენტიევრის ჰერცოგი
მშობლები მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
დედა: მადამ დე მონტესპანი

ლუი ალექსანდრ დე ბურბონი (ფრანგ. Louis Alexandre de Bourbon; დ. 6 ივნისი, 1678 — გ. 1 დეკემბერი, 1737) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის უკანონო ვაჟი, რომელსაც ლეგიტიმაციის შემდეგ ტულუზის გრაფობა უბოძეს. ხუთი წლის ასაკში, იგი გახდა საფრანგეთს დიდი ადმირალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ალექსანდრი დაიბადა 1678 წლის 6 ივნისს ვერსალში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის მესამე და ნაბოლარა ვაჟი. დაბადებიდანვე, მასზე და მის უფროს დაზე, ფრანსუაზ მარიზე ზრუნავდა მადამ დე მონშევრუა.

1681 წელს მოხდა ლუი ალექსანდრის ლეგიტიმაცია, რა დროსაც მას უბოძეს ტულუზის გრაფის წოდება, 1683 წელს კი ხუთი წლის ასაკში იგი საფრანგეთის დიდი ადმირალი გახდა. 1693 წლიდან იგი უკვე ატიურად ერთვება სამხედრო საქმიანობებში და ებრძვის საფრანგეთის მტრებს. ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, სწორედ მისი სარდლობით მოიპოვა საფრანგეთის ჯარებმა წარმატება და ესპანეთს სიცილია წაართვა, რომელიც შემდგომში თავის მოკავშირე სავოიას დაუთმო. 1689 წელს იგი ხდება ჯერ გაინის, შემდეგ კი ბრეტანის გუბერნატორი. 1696 წლის 3 იანვარს იგი საფრანგეთის მარშალი ხდება. 1704 წელს, ასევე ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, მან თავი გამოიჩინა ველეს-მალაგას ბრძოლაში.

ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ, თავისი ძმისგან, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტისაგან განსხვავებით იგი საფრანგეთის არც ტახტისთვის და არც რეგენტობისთვის არ იბრძოდა. 1706 წელს მან შეიძინა რამბუილეს სასახლე და იქ გადასახლდა.

ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამბუილეში დასახლებულმა ლუი ალექსანდრმა მალევე დაიწყო ფიქრი დაოჯახებაზე. თავდაპირველად მის საცოლედ მოიაზრებოდა დე გიზთა ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი შარლოტ ლოთარინგიელი, თუმცა ქორწინება ლუი XV-მ ჩაშალა.

ამის შემდეგ, ლუი ალექსანდრი და მისი დები ყველანაირად ცდილობდნენ თავიანთი ძმის, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტის დაქორწინებას კონდეს პრინცესა ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონზე, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდევაც.

ამ ამბიდან მალევე, 1723 წლის 2 თებერვალს ტულუზის გრაფმა ცოლად შეირთო მარი ვიქტორია დე ნოალი, რომელიც იყო გამორჩეული დიდგვაროვნის, ნოალის ჰერცოგ ან ჟიულის ასული და ასევე ლუი ალექსანდრის ნახევარ-ძმის, ლუი ანტუან დე პარდაილანის ვაჟის, ლუი გორდონის ქვრივი. მიუხედავად მრავალწლიანი ქორწინებისა, ლუი ალექსანდრსა და მარი ვიქტორიას მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ:

ლუი ალექსანდრ დე ბურბონი გარდაიცვალა 1737 წლის 1 დეკემბერს, 59 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jacques Bernot, Le Comte de Toulouse (1678-1737) : Amiral de France, gouverneur de Bretagne, Paris, F. Lanore, 2012
  • Michel Vergé-Franceschi (dir.), Dictionnaire d'histoire maritime, Paris, éditions Robert Laffont, coll. « collection Bouquins », 2002, 1508 p. ISBN 2-221-08751-8
  • Lucien Bély, Dictionnaire Louis XIV, éditions Robert Laffont, coll. « Bouquins », 2015, 1405 p. ISBN 978-2-221-12482-6
  • Étienne Taillemite, Dictionnaire des marins français, Paris, éditions Tallandier, 2002, 573 p. ISBN 2-84734-008-4
  • Patrick Villiers, Jean-Pierre Duteil et Robert Muchembled (dir.), L'Europe, la mer et les colonies : xviie – xviiie siècle, Paris, Hachette supérieur, coll. « Carré histoire », 1997, 255 p. ISBN 2-01-145196-5
  • Patrick Villiers, La France sur mer : De Louis XIII à Napoléon Ier, Paris, Fayard, coll. « Pluriel », 2015, 286 p. ISBN 978-2-8185-0437-6
  • Jean Meyer et Martine Acerra, Histoire de la marine française : des origines à nos jours, Rennes, éditions Ouest-France, 1994, 427 p. ISBN 2-7373-1129-2