ლონგ-აილენდი (პაპუა-ახალი გვინეა)
მშობ. სახელი: ინგლ. Umboi Island | |
---|---|
კუნძულ ლონგ-აილენდის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 5°21′ ს. გ. 147°07′ ა. გ. / 5.350° ს. გ. 147.117° ა. გ. |
ფართობი | 414 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
1280 მ მთა მაუნტ-დოვი |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | მომასე |
პროვინცია | მადანგი |
ლონგ-აილენდი (ინგლ. Long Island) — ვულკანური კუნძული პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაპირთან. ადმინისტრაციულად შედის მომასეს რეგიონის მადანგის პროვინციაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული ლონგ-აილენდი მდებარეობს ბისმარკის ზღვაში და გამოყოფილია კუნძულ ახალი გვინეიდან ვიტიაზის ყურით. შედის ბისმარკის არქიპელაგში. კუნძულის ფართობი შეადგენს 414 კმ²-ს. ყველაზე მაღალი წერტილია, მთა მაუნტ-დოვი, რომელიც აღწევს 1280 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის ცენტრში გიგანტურ ვულკანურ კრატერში ზომით 10 კმ 12,5 კმ-ზე მდებარეობს ტბა უიზდომი სიღრმით 23 მეტრამდე. ყველაზე დიდი დასახლებაა — მალალა, კუნძულის ჩრდილოეთით.
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა; ვულკანის ბოლო სამი ყველაზე დიდი ამოფრქვევა აქ მოხდა 16 000, 4000 და 300 წლების წინ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული ლონგ-აილენდი აღმოაჩინა აბელ ტასმანის ექსპედიციამ 1643 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული დაიკავა იაპონიის ჯარმა. 1943 წლის დეკემბერში იგი გაათავისუფლა ამერიკულმა დესანტმა.