ლიქოკი
იერსახე
ლიქოკი | |
---|---|
ლიქოკის ხედი სოფ. ბარისახოდან | |
კოორდინატები: 42°30′26″ ჩ. გ. 45°01′22″ ა. გ. / 42.50722° ჩ. გ. 45.02278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2868 მ |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიქოკი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადების — გუდანისჭალის, ლიქოკისხევისა და აკუშოსხევის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2868 მ. ლიქოკი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მთა დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 269.