ლივორნო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლივორნო Livorno | |||||
ვენეციის რაიონი | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ტოსკანა | ||||
კოორდინატები | 43°33′00″ ჩ. გ. 10°19′00″ ა. გ. / 43.55000° ჩ. გ. 10.31667° ა. გ. | ||||
მმართველი | Luca Salvetti | ||||
დაარსდა | 1577 | ||||
ფართობი | 104,8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 160 000 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1 535,6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0586 | ||||
საფოსტო ინდექსი | 57100 | ||||
საავტომობილო კოდი | LI | ||||
ოფიციალური საიტი | comune.livorno.it | ||||
ლივორნო (იტალ. Livorno. ტრადიც. Leghorn) — საპორტო ქალაქი იტალიაში, ტირენიის ზღვაზე, ტოსკანის დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს ლივორნოს პროვინციის დედაქალაქს და 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 160 000 ადამიანს შეადგენს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიური რენესანსის ხანაში ლივორნო „იდეალურ ქალაქთან“ ასოცირდებოდა. დღეისათვის ის თავის ისტორიას აცოცხლებს მის გარშემო არსებულ სტრუქტურებში, რომლებიც გადაკვეთილია არხებით და გარს არტყავს გამაგრებული კედლები. არეულ-დარეული ქუჩები, რომლებიც ვენეციის რაიონს ამშვენებს და მედიჩების პორტი, რომელსაც მაღლიდან კოშკები და ციხესიმაგრეები გადმოჰყურებს, ქალაქის ცენტრისკენ მიემართება. XVI საუკუნის მიწურულს არქიტექტორ ბერნარდო ბუონტალენტის მიერ დაპროექტებულმა ლივორნომ XVII საუკუნის ბოლოს ქალაქდაგეგმარების დიდი ექსპანსია განიცადა. ამ პერიოდში, ძველის ციხესიმაგრეების ნაცვლად ახლები აშენდა, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ქალაქის კედლები და სანავიგაციო არხების სისტემა.
1580-იან წლებში, ტოსკანის ჰერცოგმა ფერდინანდ I-მა ლივორნო პორტო-ფრანკოდ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ ვაჭრობის პროცესში ჩართული საქონელი გადასდახადებისგან თავისუფლდებოდა. 1590 — 1603 წლებში ძალაში იყო რეჯი-ლივორნოს კანონები, რომლებიც ეხმარებოდა კომერსანტებს და აცხადებდა რელიგიურ თავისუფლებას. ამ კანონბების დამსახურებით, ლივორნო გახდა კოსმოპოლიტი ქალაქი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი მთელს ხმელთაშუა ზღვაზე. ვაჭრობის მიზნით ლივორნოში გადასახლდა მრავალი უცხოელი, მათ შორის იყვნენ ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები და ებრაელები. ესპანეთიდან ასევე გადმოსახლდნენ მორისკები (ესოანელი მუსლიმანები). 1606 წლის 19 მარტს, ჰერცოგმა ფერდინანდ I მედიჩიმ ლივორნოს ქალაქის სტატუსი მიანიჭა.
ნაპოლეონის ომების პერიოდში, აიკრძალა ვაჭრობა ბრიტანეთთან, რამაც ლივორნოს ეკონომიკა უძლიერესად დააზარალა. 1868 წელს, ქალაქი ახლადშექმნილი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შედის და კარგავს თავისუფალი პორტის სტატუსს, რაც ქალაქის მნიშვნელობას აკნინებს.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკურად, ლივორნო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე ქალაქია. სწორედ აქ დაარსდა 1921 წლის იანვარს იტალიის კომუნისტური პარტია.
ლივორნოსგან ეწოდა სახელი ქათმის ერთ-ერთ ჯიშ ლეგჰორნს.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფოსო-რეალე
-
ლივორნოს ხედი
-
ძველი ციხესიმაგრე
-
ახალი ციხესიმაგრე
-
ლივორნოს ეკლესია
-
ბარონ სიდნეო სონინოს ციხესიმაგრე
-
Monumento dei Quattro Mori
-
რესპუბლიკის მოედანი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Municipal website (იტალიური)
- Port of Livorno website
- Photographic map of Livorno city დაარქივებული 2013-06-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Ferdinando I De Medici, Document Inviting Jewish Merchants to Settle in Livorno and Pisa, in Italian, Manuscript on Vellum, Florence, Italy, 10 June 1593 (fac-simile) დაარქივებული 5 March 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Livorno Video Tour