გვადალახარა (ესპანეთი)
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
გვადალახარა ესპ. Guadalajara | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 40°38′00″ ჩ. გ. 3°10′00″ დ. გ. / 40.63333° ჩ. გ. 3.16667° დ. გ. | ||||
მმართველი | Alberto Rojo Blas | ||||
ფართობი | 235.51 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 708±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 90 909 (2024)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 949 | ||||
საფოსტო ინდექსი | 19001–19005 | ||||
საავტომობილო კოდი | GU | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.guadalajara.es/ | ||||
გვადალახარა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, გვადალახარის პროვინციის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ენარესის ნაპირზე. მოსახლეობა 85 871 ადამიანი (2019). 1937 წელს გვადალახარასთან ესპანეთის რესპუბლიკურმა ჯარებმა გაანადგურეს ფაშისტური იტალიის ჯარები, რომლებიც მადრიდს უტევდნენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ვარაუდობენ, ამ რეგიონში მდებარეობდა რომაული ქალაქი არიაკა, რომელიც შესაძლოა რომაულ პერიოდამდელმა კულტურამ დააარსა. თუმცა, მისი არსებობის არქეოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს, მხოლოდ ისეთ ტექსტებში გვხვდება მისი ხსენება, როგორიცაა „რუტა ანტონინა“, სადაც აღწერილია, რომ რომაელებთან შეხვედრისას ის კარპეტანების ხელში იყო. ქალაქი კარაკას სახელით, შევიდა რომის პროვინცია ტარაკონის ესპანეთის შემადგენლობაში. ქალაქი მდებარეობდა ემერიტადან (თანამედროვე მერიდა) კეისარაუგუსტამდე (თანამედროვე სარაგოსა) მიმავალ მთავარ გზაზე, კომპლუტუმიდან (თანამედროვე ალკალა-დე-ენარესი) 22 რომაული მილის დაშორებით ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ადრეული შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვადალახარის დაარსება, რომელიც ისლამურ პერიოდს უკავშირდება, მიეწერება პიროვნებას სახელად „ფარაჯ“. IX-X საუკუნეებში ის ოფიციალურად ცნობილი იყო როგორც მადინათ-ალ-ფარაჯი.[2] მოგვიანებით ქალაქი ცნობილი გახდა როგორც ვადი-ალ-ჰიჯარა (არაბულად: وادي الحجارة), რაც სავარაუდოდ ნიშნავს „ქვების ველს“.[3] თეორიულად ეს შეიძლება იყოს იბერიული სახელის არიაკას პირდაპირი თარგმანი. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ჰაჯარა არ უნდა იქნას გაგებული ქვასთან, არამედ ის უნდა აღნიშანავდეს ციხე-სიმაგრეს ან გამაგრებული კლდეებს.
ვადი-ალ-ჰიჯარა და მისი შემოგარენი იყო ალ-ანდალუსის შუა მარკის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებდა ბერბერების კლანი ბანუ სალიმი, რომლებიც კორდობას უმაიადი მმართველების სახელით მართავდნენ. მუსლიმურ პერიოდში, IX საუკუნის შუა ხანებში აშენდა ალკასარი (ციხესიმაგრე), ასევე ხიდი მდინარე ენარესზე (მისი მშენებლობა სავარაუდოდ დათარიღებულია X საუკუნის ბოლოთი ან XI საუკუნის დასაწყისით). ამ დროისთვის ქალაქის შემომზღუდავი კედლებიც აშენდა. 920 წელს ბანუ სალიმი ვადი-ალ-ჰიჯარადან განდევნა აბდ ალ-რაჰმან III-მ, რომელმაც სცადა ტერიტორიის პირდაპირი მართვა.[4]
ქალაქი იყო იმ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ალფონსო VI მიიერთა 1085 წელს ტოლედოს ტაიფას დაპყრობისას, ამ დროს ვადი-ალ-ჰიჯარა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა. თუმცა, ტრადიცია ამბობს, რომ ალვარ ფანიეს დე მინაიას (ელ-სიდის ერთ-ერთი მეთაური) მეთაურობით რაზმმა ქალაქი დაიკავა 24 ივნისს, ღამით.
ალფონსო VII-მ გვადალახარის პირველი ქარტია (ფუერო) უბოძა 1133 წლის 3 მაისს. ეს ქარტია თანდათანობით რამდენიმე შესწორებას შეიცავდა. მეორე ფუერო, რომელიც სავარაუდოდ ალფონსო VIII-ის მეფობის დროს შეიქმნა, ფერნანდო III-მ დაადასტურა 1219 წლის 26 მაისს და 1251 წლის 13 აპრილს.
თავისი ისტორიის უმეტეს ნაწილში, XX საუკუნემდე, გვადალახარის წყლის მომარაგება ორი წყაროდან ხდებოდა: მდინარე ენარესიდან და წყაროებიდან, რომლებიც მდებარეობდა ლა-ალკარიას კირქვიან მაღლობებზე. მწირი წყლის რესურსების კონტროლისთვის იბრძოდნენ და ის გვიანი შუა საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი არისტოკრატიისთვის სოციალური სტატუსის სიმბოლოდ იქცა.
ალფონსო X-ის მეფობის დროს (1253-1284 წწ.), მეფის მფარველობამ ქალაქს საშუალება მისცა განევითარებინა თავისი ეკონომიკა ვაჭრების დაცვითა და ბაზრების დაშვებით.
მენდოსების მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციულად სამეფო დომენის ქალაქი, რომელსაც ხმის უფლება ჰქონდა კასტილიის კორტესში, ადრეული თანამედროვე პერიოდის ჩათვლით მენდოსას ძლევამოსილი ოჯახის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად ადრინდელი ჩარევისა, რომელიც ქალაქის პოლიტიკურ კონტროლს განაპირობებდა, გვადალახარა სამართლებრივი თვალსაზრისით არ ყოფილა დამტკიცებული როგორც მენდოსების ფორმალური სენიორული იურისდიქცია. ოჯახის წევრები იყვნენ ინიგო ლოპეს დე მენდოსა, ასევე ცნობილი როგორც მარკიზ დე სანტილიანა (1398-1458), და პედრო გონსალეს დე მენდოსა (1428-1495), ესპანეთის დიდი კარდინალი და კათოლიკე მონარქების მრჩეველი.
მენდოსას ოჯახი 1475 წლიდან ფლობდა ელ-ინფანტადოს ჰერცოგების ტიტულს. 1460 წლის 25 მარტს ენრიკე IV-მ გვადალახარას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ამ პერიოდში მენდოსას ოჯახმა ბრძანა ელ-პალასიო-დელ-ინფანტადოს აშენება როგორც მათი მთავარი რეზიდენცია. ის დასრულდა 1480-იანი წლების დასაწყისში და ბევრი მას მიიჩნევს იტალიის გარეთ წმინდა რენესანსულ სტილში აშენებულ უძველეს შემორჩენილ შენობად.
ქალაქის ეკონომიკა აყვავდა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების წყალობით.
კომუნეროსის აჯანყების კონტექსტში, გვადალახარაში კომუნერო მეამბოხეებმა, ჯერ კიდევ 1520 წლის 5 ივნისს, ინფანტადოს ჰერცოგს, დიეგო ურტადო დე მენდოსას სთხოვეს იმპერიის საწინააღმდეგო აჯანყებაში ჩართვა. დემონსტრანტებმა დაწვეს იმ პროკურატორების სახლები, რომლებიც ლა-კორუნიას კორტესში წავიდნენ იმპერატორ კარლოს V-ის მიერ დაწესებული გადასახადებისა და ვალდებულებების სასარგებლოდ ხმის მისაცემად. ინფანტადოს ჰერცოგმა ფრთხილი მოლოდინის ტაქტიკა აირჩია, რომ ენახა რომელი მხარე გაიმარჯვებდა, საბოლოოდ კი 1521 წელს იმპერატორის მხარდაჭერა გადაწყვიტა. მან ბრძანა აჯანყების ადგილობრივი ლიდერების თავის მოკვეთა და საკუთარი ვაჟისა და მემკვიდრის ინიიგო ლოპეს დე მენდოსას გადასახლება, რომელიც კომუნეროების მხარეს იხრებოდა.[5]
1591 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 6 754 იყო.
კრიზისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVII საუკუნის კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ბევრ კასტილიურ ქალაქს და განსაკუთრებით გვადალახარას. ქალაქზე გავლენა იქონია 1610 წლის მორისკების გაძევებამ, როგორც წმინდა დემოგრაფიული დანაკარგის თვალსაზრისით (მოსახლეობის 10 %), ასევე ადგილობრივი ეკონომიკის ისეთ საკვანძო სექტორებში მათი კრიტიკული წონის გამო, როგორიცაა ხელოსნობა და ვაჭრობა. ბევრი სასახლე მიტოვებული დარჩა. მენდოსებმა საბოლოოდ დატოვეს ქალაქი 1657 წელს.
ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დროს გვადალახარა გაძარცვეს. გაპარტახებულმა და მნიშვნელოვნად დანგრეულმა გვადალახარამ მაშინ თავისი დემოგრაფიული მაჩვენებლის მინიმუმს მიაღწია, ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 2 200 ადამიანი. გარე დახმარების გარეშე ქალაქი შესაძლოა უბრალოდ აღარ არსებულიყო. 1716 წელს სამეფო ხაზინის მიმართ არსებული 20 მლნ ვალი აპატიეს. ფილიპე V-მ ბრძანა ტანსაცმლის სამეფო ფაბრიკის დაარსება, რომელიც 1719 წელს გაიხსნა, რაც კრიტიკულად დაეხმარა ქალაქს იმ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც ის აღმოჩნდა.
თანამედროვე დრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნე დაიწყო ორი მთავარი უკუსვლით: ნახევარკუნძულის ომის (1808-1814) მიერ მიყენებული ზიანით და ფაბრიკის დახურვით 1822 წელს. 1808 წელს გვადალახარა დაიკავა ფრანგულმა არმიამ გენერალ ჰუგოს მეთაურობით და ქალაქი განადგურდა. ომის დროს, ქალაქში არსებული 14 მონასტერი მიატოვეს და ყაზარმებად გადააკეთეს, რამაც გზა გაუკვალა მომავალ დესამორტიზაციის პროცესებს.
დესამორტიზაცია მოიცავდა რელიგიური შენობების გამოყენების ცვლილებას (გადაკეთდა საავადმყოფოებად, საშუალო სკოლებად, სამხედრო სახელოსნოებად), ზოგიერთი მონასტრის დანგრევას ქუჩების სივრცის გასაფართოებლად და ახალი საცხოვრებელი რაიონების ასაშენებლად და უძრავი ქონების სტრუქტურაში ეკლესიის საკუთრების წილის შემცირებას.
ქალაქის გვადალახარის პროვინციის დედაქალაქად გამოცხადებამ, ასევე 1833 წელს ქალაქში სამხედრო ინჟინრების აკადემიის პარალელურმა დაფუძნებამ, ხელი შეუწყო გარკვეულ ნელ ზრდას.
სარკინიგზო ტრანსპორტი ქალაქში შემოვიდა მადრიდი-სარაგოსის ხაზის მადრიდი-გვადალახარას მონაკვეთის გახსნით 1859 წლის 3 მაისს. შესაბამისად, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გვადალახარა-ხადრაკეს მონაკვეთი გაიხსნა 1860 წლის 5 ოქტომბერს.[6]
1936 წლის 21 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც გააჩაღა ესპანეთის სამოქალაქო ომი (1936-1939), ქალაქში მყოფმა შეთქმულმა ოფიცრებმა (რომლებსაც შეუერთდნენ საზოგადოებრივი წესრიგის ძალები და ზოგიერთი სამოქალაქო პირი, საერთო ჯამში დაახლოებით 800 კაცი) ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. მეორე დღეს, მადრიდის რესპუბლიკურმა მთავრობამ აჯანყების ჩასახშობად და ქალაქის დასაცავად ილდეფონსო პუიგდენდოლასი გაგზავნა. აჯანყებულები უკან დაიხიეს კუარტელ დე აეროსტასიონში, სადაც ისინი დანებდნენ. მილიციამ მათგან დაახლოებით ასი კაცი დახვრიტა.
ქალაქი ფრანკოისტებმა რამდენჯერმე დაბომბეს. ყველაზე ცნობილი დაბომბვა გამოდგა 1936 წლის დეკემბერში ინფანტადოს სასახლის დაბომბვა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში გავრცელებულია სემი-არიდული ჰაერის მასები. გვადალახარაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა 2009 წლის 12 იანვარს (−12,5 °C). ყველაზე მაღალი ტემპერატურა 43,5 °C დაფიქსირდა 2012 წლის 10 აგვისტოს.
ჰავის მონაცემები — Guadalajara, El Serranillo, 639 m (1991-2015) 40°39′33″ ჩ. გ. 3°10′24″ დ. გ. / 40.65917° ჩ. გ. 3.17333° დ. გ., extremes (1985-2015) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 20.7 | 22.4 | 28.2 | 30.9 | 37.2 | 40.4 | 41.0 | 43.5 | 39.8 | 31.6 | 25.4 | 20.0 | 43.5 |
საშუალო მაღალი °C | 10.8 | 12.6 | 16.9 | 19.0 | 23.8 | 30.3 | 33.9 | 33.1 | 27.3 | 21.1 | 14.8 | 11.1 | 21.2 |
საშუალო დღიური °C | 4.9 | 5.9 | 9.4 | 11.5 | 15.7 | 21.1 | 24.0 | 23.3 | 18.7 | 14.1 | 8.7 | 5.4 | 13.6 |
საშუალო დაბალი °C | −1 | −0.8 | 1.8 | 4.0 | 7.6 | 11.7 | 14.0 | 13.5 | 10.0 | 7.0 | 2.5 | −0.4 | 5.8 |
რეკორდულად დაბალი °C | −12.5 | −12.0 | −7.9 | −5.0 | −2.6 | 1.2 | 5.5 | 5.0 | −1.0 | −4.4 | −10.5 | −11.7 | −12.5 |
საშუალო ნალექი (მმ) | 33 | 28 | 26 | 45 | 52 | 23 | 7 | 7 | 26 | 69 | 46 | 42 | 404 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1 mm) | 6.1 | 5.1 | 4.7 | 7.2 | 7.0 | 3.5 | 1.3 | 1.1 | 4.0 | 7.9 | 6.2 | 5.7 | 59.8 |
თოვლიანი დღეები საშუალოდ | 0.8 | 0.9 | 0.3 | 0.2 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.1 | 0.6 | 2.9 |
წყარო: Agencia Estatal de Meteorología[7] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alegre Carvajal, Alicia (1999). Las villas ducales como tipología urbana. El ejemplo de la Villa Ducal de Pastrana. Universidad Nacional de Educación a Distancia.
- Chamocho Cantudo, Miguel Ángel (2017). Los fueros del reino de Toledo y Castilla La Nueva. Madrid: Agencia Estatal Boletín Oficial del Estado. ISBN 978-84-340-2407-6.
- Chavarría Vargas, Juan Antonio (2007). „Onomástica árabo-beréber en la toponimia de Castilla-La Mancha: Guadalajara“. Anaquel de Estudios Árabes. Madrid: Universidad Complutense de Madrid. 18 (97): 93–116. ISSN 1130-3964.
- Cruz Herrera, María del Pilar (2000–2001). „Diccionario de gentilicios y seudogentilicios de la provincia de Guadalajara“. Cuadernos de Etnología de Guadalajara. Guadalajara: Institución Provincial de Cultura "Marqués de Santillana". Diputación Provincial de Guadalajara (32–33): 9–110. ISSN 0213-7399.
- Herrera Casado, Antonio (1986). „La muralla de Guadalajara“ (PDF). Wad-al-Hayara (13): 419–431. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 27 February 2020. ციტირების თარიღი: 27 February 2020.
- Ortego Rico, Pablo (2008). „El patrocinio religioso de los Mendoza: siglos XIV y XV“. En la España Medieval. Madrid: Universidad Complutense de Madrid. 31: 275–308. ISSN 0214-3038.
- Plaza de Agustín, Javier (2016). „Agua y desarrollo urbano en la Castilla medieval: aportaciones a su estudio en la ciudad de Guadalajara“. En la España Medieval. Complutense University of Madri. 39: 249–273. doi:10.5209/rev_ELEM.2016.v39.52340. ISSN 0214-3038.
- Redondo González, Ángela; García Ballesteros, Aurora (1983). „El papel de la desamortización en la evolución de las ciudades españolas: los ejemplos de Guadalajara y Plasencia“. Estudios Geográficos. Madrid: Consejo Superior de Investigaciones Científicas. 44 (172–173): 523–544. ISSN 0014-1496.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2024 — 2024.
- ↑ Felipe, Helna de (1997). Identidad y onomástica de los Beréberes de Al-Andalus. Madrid: Consejo Superior de Investigaciones Científicas, გვ. 124. ISBN 84-00-07693-1.
- ↑ Chavarría Vargas, Juan Antonio (2019). „Una muestra de la presencia de etnónimos beréberes en la toponimia histórica de la región de Castilla-la Mancha (España)“ (PDF). Al Irfan (5): 137. ISSN 2351-8189.
- ↑ Bueno Sánchez, Marisa (2015). „Power and rural communities in the Banû Salîm area (eighth-eleventh centuries): Peasant and frontier landscapes as social construction“, Power and rural communities in Al-Andalus: Ideological and material representations. Brepols, გვ. 24. ISBN 9782503553429.
- ↑ Serrano Belinchón, José. (10 November 2019) Los comuneros de Guadalajara.
- ↑ Abascal Palazón, Juan Manuel (2015). „El despoblado de Santas Gracias (Espinosa de Henares, Guadalajara) y las obras del ferrocarril de 1859-1860“ (PDF). Boletín de la Asociación de Amigos del Museo de Guadalajara (6): 10.
- ↑ AEMET OpenData es. Agencia Estatal de Meteorología. ციტირების თარიღი: 7 June 2010