ლიდზი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლიდსი Leeds | |||
ქალაქი ლიდსი | |||
| |||
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||
რეგიონი | ინგლისი | ||
კოორდინატები | 53°47′51″ ჩ. გ. 1°32′37″ დ. გ. / 53.79750° ჩ. გ. 1.54361° დ. გ. | ||
პირველი ხსენება | 1086 | ||
ფართობი | 551.7 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 51 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||
მოსახლეობა | 750,700 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 551.72 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+0 | ||
სატელეფონო კოდი | 0113 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.leeds.gov.uk/ | ||
ლიდზი (ინგლ. Leeds, გამოითქმის /ˈliːdz/) — ქალაქი იორკშირში, მდინარე აირზე (ინგლისი); დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქი. 2011 წლის აღწერით ქალაქის ფარგლებში ცხოვრობდა 750,700 ადამიანი. ლიდზის დოკუმენტური ისტორია იწყება V საუკუნიდან, როდესაც ელმეტის სამეფო დაფარული იყო "ლოიდებით" (Loidis), საიდანც წარმოდგება სახელი Leeds. ინდუსტრიული რევოლუციისას ლიდზი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი გახდა შალის წარმოებასა და ვაჭრობაში, შემდეგ კი კომერციისა და განათლების ცენტრის სტატუსიც მიიღო. აქ მდებარეობს საერთაშორისო რეპუტაციის მქონი ლიდზის უნივერსიტეტი, ლიდზის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი და ლიდზის სამებისა და ყველა წმინდანის კოლეჯი. ამჟამად ლიდზი ბრიტანეთის უდიდესი ცენტრია ბიზნესა და საფინანსო მომსახურებაში ლონდონის გარეთ. ასევე ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცენტრის ცნობით, ლიდზი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია.
|
|