შინაარსზე გადასვლა

ლეილა მესხი (ჩოგბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ჩოგბურთელს ეხება. მწერლის შესახებ იხილეთ ლეილა მესხი (მწერალი).
ლეილა მესხი
სრული სახელი ლეილა გიორგის ასული მესხი
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საცხოვრებელი ადგილი თბილისი, საქართველო
დაიბადა 5 იანვარი, 1968 (1968-01-05) (56 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ (დღეს საქართველო)
სიმაღლე 164 სმ
პროფესიონალი 1986
კარიერა დაასრულა 1996
ფულადი პრიზი $ 1 179 720
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 223—134
ტიტულები კარიერაში 5 WTA, 1 ITF
უმაღლესი რეიტინგი 12 (5 აგვისტო 1991)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მე-4 წრე (1992)
საფრანგეთის ღია პირველობა მე-4 წრე (1991, 1992)
უიმბლდონი მე-2 წრე (1988)
აშშ-ის ღია პირველობა 1/4 (1990)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 171—122
ტიტულები კარიერაში 5 WTA, 2 ITF
უმაღლესი რეიტინგი 21 (10 აპრილი 1995)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1/4 (1990, 1995)
საფრანგეთის ღია პირველობა 1/4 (1994)
უიმბლდონი მე-2 წრე (1988, 1990, 1992-1994)
აშშ-ის ღია პირველობა 1/2 (1991)
ბოლოს განახლდა: კარიერა დასრულებულია.

ლეილა გიორგის ასული მესხი (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ)[1] — ყოფილი საბჭოთა და ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი. 1990 წლის ფედერაციის თასის ფინალისტი სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში და 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ქალთა წყვილში (ნატალია ზვერევასთან ერთად).

ლეილა მესხი 7 წლის ასაკში დაიწყო წვრთნა, ხოლო მისი პირველი წვრთნელი გურამ თოხაძე გახდა.[2] კარიერის დასაწყისში, მას ასევე წვრთნიდა ევროპის ოთხგზის ჩემპიონი თეიმურაზ კაკულია.[3]

1986 წელს, მესხი ნატალია ზვერევასთან ერთად მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა ქალთა შორის, ხოლო ერთი თვის შემდეგ, მასთან წააგო უიმბლდონის ტურნირი ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ფინალში. წლის ბოლოსთვის, მესხიმ პირველი ადგილი დაიკავა ქალთა შორის წყვილთა შედეგებში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში (ITF).[4] იმავე წელს, მესხიმ მოიგო თავისი პირველი პროფესიული ტურნირი, რომელიც თამაშდებოდა ITF-ის ეგიდით, აშშ-ის მერილენდის შტატში. ამ წარმატებასაც მან ზვერევასთან ერთად მიაღწია, ხოლო ერთეულთა თანრიგში მოიგო სსრკ-ის ზამთრის შემპიონატი (ხოლო სსრკ-ის „ზაფხული“ ტიტული სამი წლის შემდეგ მოიპოვა). თავისი პირველი პროფესიული ტურნირი ერთეულებში 1987 წლის იანვარში მოიგო, ასევე ITF-ის ეგიდით. მან ასევე მოიგო ჩოგბურთის უნივერსიადის ტურნირი ზაგრებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში.

1988 წელს, მესხი იგებს თავის პირველ თამაშს მსოფლიო რეიტინგის ათეულიდან: აშშ-ის ღია პირველობაის მეორე წრეზე მოიგო მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი პემ შრაივერი. 1988 წელს, მესხი წარადგინა სსრკ სეულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ტურნირის მეორე წრეზე აგებს სეზონის ფავორიტ ჩოგანთან შტეფი გრაფთან. ოლიმპიადის შემდეგ, ნეშვილის ტურნირზე მესხი ისევ იგებს თამაშს მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის ათეულიდან, ამერიკელ ჩოგბურთელთან — ბარბარა პოტერთან.

21 წლისას, 1989 წელს, მესხი ნეშვილში იგებს თავის პირველ ტურნირს ჩოგბურთის ქალთა ასოციაციის (WTA) მიერ ჩატარებული ეგიდით, ამით იგი პირველი საბჭოთა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1974 წლიდან აქეთ პირველად მოიგო WTA-ს ტურნირი ერთეულთა თანრიგში.[2] მომდევნო წელს, მესხი იგებს WTA-ს ორ ტურნირს ერთეულთა თანრიგში, მათ შორის „Moscow Ladies Open“-ზე, რომელიც პირველი პროფესიული ქალთა ჩოგბურთის ტურნირი გახდა სსრკ-ში. ორჯერ პირველობას იკავებს წყვილთა თანრიგშიც, ორივე შემთხვევაში უკრაინელ ნატალია მედვედევასთან ერთად. ამავე წელს დააფიქსირა მესხიმ თავისი უმაღლესი წარმატება ფედერაციის თასზე: სსრკ-ის ნაკრებთან ერთად, მესხი აღწევს ფინალამდე, სადაც მისი გუნდი უთმობს ამერიკელებს.

1991 წელს, მესხი ერთადერთხელ თავის კარიერაში გადის I კატეგორიის ტურნირის ფინალში ჰილტონ-ჰედ-აილენდში (სამხრეთი კაროლინა). მეოთხედფინალში გაიმარჯვა პირველ დათესილ ნავრატილოვაზე, ხოლო ნახევარფინალში ზვერევაზე, მაგრამ ფინალში დაუთმო მეორე ნომერად დათესილ გაბრიელა საბატინის. ამის შემდეგ, მესხი თავისი კარიერის უმაღლეს წერტილზე ავიდა და WTA-ს რეიტინგის მე-12 პოზიცია დაიკავა. მან ასევე მიაღწია აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალამდე, არგენტინელ მერსედეს პასთან წყვილში, რაც მისი უმაღლესი მიღწევაა დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლების განმავლობაში. ამ სეზონზე მის ანგარიშზე იყო გამარჯვება იანა ნოვოტნოისა და ჯენიფერ კაპრიატიზე, ისევე, როგორც ნავრატილოვაზე, რომლებიც რეიტინგის პირველ ეთეულში შედიოდნენ.

1992 წელი მესხის კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული გახდა: ზვერევასთან წყვილში, დსთ-ის გაერთიანებული ნაკრების შემადგენლობაში, მესხიმ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე. მეოთხე დათესილები ბელარუსულ-ქართული წყვილი, მეოთხედფინალში მოიგეს მეშვიდედ დათესილი არგენტინელები, მაგრამ, შემდეგ წააგეს მომავალ ჩემპიონებთან, ამერიკელ ჯიჯი და მერი-ჯო ფერნანდესთან. ამ ოლიმპიადაზე, მესამე ადგილისთვის მატჩები არ ჩატარებულა და შესაბამისად, ზვერევა და მესხი ავტომატურად მიიღეს ბრინჯოს მედლები.

შემდგომ წლებში, მესხი საკმაოდ წარმატებულად გამოდის წყვილთა თანრიგის თამაშებზე, სადაც იგებს სამ ტურნირს II და III კატეგორიის, მათ შორის ლინცში გამართული ორ ტურნირზეც, ორივე შემთხვევაში რუს ჩოგბურთელ — ევგენია მანიუკოვასთან ერთად. 1995 წელს, იგი ავიდა თავისთვის ყველაზე მაღალ რეიტინგზე, წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში, მესხი პერიოდულად ასევე დამაჯერებლად იგებს, მათ შორის რეიტინგის პირველ ათეულში შემავალ ჩოგბურთელებთანაც და 1995 წლის დასაწყისში იმარჯვებს WTA-ის ტურნირს, მაგრამ ფეხის ტრავმა მას არ აძლევს რეგულარული გამოსვლის საშუალებას.[2] თავისი ბოლო ოფიციალური მატჩები გამართა 1996 წლის კრემლის თასზე.

WTA და ITF ტურნირების ფინალზე (26)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეგენდა
დიდი სლემი (0)
WTA-ს შემაჯამებელი ტურნირი (0)
I კატეგორია (1)
II კატეგორია (3)
III კატეგორია (2)
IV & V კატეგორია (16)
VS (1)
ITF (3)
წელი ტურნირი ზედაპირი მეტოქე ანგარიში
1. 26 იანვარი 1987 ლოს-ანჯელესი, აშშ მყარი გაერთიანებული სამეფოს დროშა კლერ ვუდი 1–6, 6–4, 6–2
2. 6 ნოემბერი 1989 ნეშვილი, აშშ მყარი (i) კანადის დროშა ჰელენ კელესი 6–2, 6–3
3. 29 იანვარი 1990 ASB Classic, ოკლენდი, ახალი ზელანდია მყარი ბელგიის დროშა საბინ აპელმანსი 6–1, 6–0
4. 1 ოქტომბერი 1990 Moscow Ladies Open, სსრკ ხალიჩა საბჭოთა კავშირის დროშა ელენა ბრიუხოვეცი 6–4, 6–4
5. 4 თებერვალი 1991 უელინგტონი, ახალი ზელანდია მყარი ჩეხეთის დროშა ანდრეა სტრნადოვა 3–6, 7–6, 6–2
6. 9 იანვარი 1995 Schweppes Tasmanian Open, ჰობარტი მყარი ჩინეთის დროშა ლი ფანი 6–2, 6–3
წელი ტურნირი ზედაპირი მეტოქე ანგარიში
1. 18 აპრილი 1988 სინგაპური მყარი გაერთიანებული სამეფოს დროშა მონიკა ჯეივერი 6–7(3), 3–6
2. 27 თებერვალი 1989 VS of Oklahoma, აშშ მყარი (i) ნიდერლანდების დროშა მანონ ბოლეგრაფი 4–6, 4–6
3. 5 თებერვალი 1990 უელინგტონი, ახალი ზელანდია მყარი გერმანიის დროშა ვილტრუდ პრობსტი 6–1, 4–6, 0–6
4. 5 ნოემბერი 1990 ინდიანაპოლისი, აშშ მყარი (i) ესპანეთის დროშა კონჩიტა მარტინესი 4–6, 2–6
5. 1 აპრილი 1991 ჰილტონ-ჰედ-აილენდი, სამხრეთი კაროლინა, აშშ მყარი არგენტინის დროშა გაბრიელა საბატინი 1–6, 1–6
6. 23 სექტემბერი 1991 ბაიონა, საფრანგეთი ხალიჩა შვეიცარიის დროშა მანუელა მალეევა 6–4, 3–6, 4–6
წელი ტურნირი ზედაპირი პარტნიორი მეტოქეები ანგარიში
1. 29 სექტემბერი 1986 ბეტესდა, მერილენდი, აშშ მყარი საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია ზვერევა აშშ-ის დროშა ჯენიფერ გუდლინგი
აშშ-ის დროშა ჯეინ ფორმანი
6–3, 6–1
2. 27 აპრილი 1987 ტარანტო, იტალია გრუნტი საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია ზვერევა გაერთიანებული სამეფოს დროშა კლერ ვუდი
ნიდერლანდების დროშა სიმონა შილდერი
6–3, 6–2
3. 29 იანვარი 1990 ASB Classic, ოკლენდი, ახალი ზელანდია მყარი საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია მედვედევა აშშ-ის დროშა რობინ უაიტი
კანადის დროშა ჯილ ჰეტერინგტონი
3–6, 6–3, 7–63
4. 5 თებერვალი 1990 უელინგტონი, ახალი ზელანდია მყარი საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია მედვედევა ავსტრალიის დროშა მიშელ ჯაჰარდ-ლეი
ავსტრალიის დროშა ჯული რიჩარდსონი
6–3, 2–6, 6–4
5. 22 თებერვალი 1993 Generali Ladies Linz, ლინცი ხალიჩა რუსეთის დროშა ევგენია მანიუკოვა ავსტრიის დროშა იუდიტ ვიზნერი
ესპანეთის დროშა კონჩიტა მარტინესი
თამაშის გარეშე
6. 5 აპრილი 1993 Bausch & Lomb Championships, ამელია-აილენდი, ფლორიდა, აშშ გრუნტი შვეიცარიის დროშა მანუელა მალეევა არგენტინის დროშა ინეს ჰოროჩატეგი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ამანდა კიოტცერი
3–6, 6–3, 6–4
7. 7 თებერვალი 1994 EA-Generali Ladies, ლინცი (2) ხალიჩა რუსეთის დროშა ევგენია მანიუკოვა შვედეთის დროშა ოსა სვენსონი
გერმანიის დროშა კაროლინ შნაიდერი
6–2, 6–2
წელი ტურნირი ზედაპირი პარტნიორი მეტოქეები ანგარიში
1. 21 სექტემბერი 1987 ჰამბურგი, დასავლეთი გერმანია გრუნტი საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია ეგოროვა დასავლეთ გერმანიის დროშა კლაუდია კოდე-კილიში
ჩეხოსლოვაკიის დროშა იანა ნოვოტნა
6–7, 6–7
2. 18 აპრილი 1988 სინგაპური მყარი საბჭოთა კავშირის დროშა სვეტლანა პარხომენკო საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია ეგოროვა
საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია მედვედევა
6–74, 3–6
3. 6 ივნისი 1988 Dow Chemical Classic,
ბირმინგემი, გაერთიანებული სამეფო
ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა სვეტლანა პარხომენკო საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია ზვერევა
საბჭოთა კავშირის დროშა ლარისა სავჩენკო
4–6, 1–6
4. 20 თებერვალი 1989 უიჩიტო, კანზასი, აშშ მყარი (i) აშშ-ის დროშა სენდი კოლინზი ნიდერლანდების დროშა მანონ ბოლეგრაფი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ლიზ გრეგორი
2–6, 6–7
5. 6 ნოემბერი 1989 Нэшвилл, აშშ მყარი (i) საბჭოთა კავშირის დროშა ნატალია მედვედევა ნიდერლანდების დროშა მანონ ბოლეგრაფი
აშშ-ის დროშა მერედიტ მაკგრატი
6–1, 6–75, 6–74
6. 25 აპრილი 1994 ჰამბურგი, გერმანია (2) გრუნტი რუსეთის დროშა ევგენია მანიუკოვა ჩეხეთის დროშა იანა ნოვოტნა
ესპანეთის დროშა არანჩა სანჩეს-ვიკარიო
3–6, 2–6
7. 24 ოქტომბერი 1994 Nokia Grand Prix, ესენი, გერმანია ხალიჩა რუსეთის დროშა ევგენია მანიუკოვა შვედეთის დროშა მარია ლინდსტრიომი
შვედეთის დროშა მარია სტრანდლუტი
2–6, 1–6

კარიერის დასრულების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს, ლეილა მესხი და მისი მეუღლე პავლე ნადიბაიძე, თბილისში ჩოგბურთის აკადემია დააარსეს.[2]

თავისი გამოსამშვიდობებელი მატჩი, 1997 წლის ოქტომბერში, მის მიერ დააარსებული თბილისის ჩოგბურთის კორტებში, მის მიერვე მოწყობილ ტურნირზე — „თბილისის ღია პირველობაზე“ გამართა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ, მას მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო — ღირსების ორდენი.[5]

1999 წელს, მესხი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს,[6] ხოლო 2004 წელს კი მეორე ვადით. 2011 წელს, მესხი გახდა მეზობელი აზერბაიჯანის ახალი WTA-ის ტურნირის — „ბაქოს თასის“ დირექტორი.[7]

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ლეილა მესხი საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბორის ფომენკო, ლეილა მესხი // რუსული ჩოგბურთი: ენციკლოპედია, ИЭТП, მოსკოვი, 1999, ISBN 5-901120-01-9.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Deherian, Suren (21 мая 2004). „Sport to business: Meskhi has Become Queen of Georgian Tennis“. Brosse Street Journal (English). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2009-11-30. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „გარდაიცვალა თეიმურაზ კაკულია“. კომერსანტი № 158 (3489). 26 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  4. ITF-ის ვერსიის მიხედვით, მსოფლიოს ჩემპიონები დაარქივებული 2012-01-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. თენგიზ პაჭკორია (7 ოქტომბერი 1997). „ლეილა მესხიმ დაასრულა თავისი კარიერა“. სპორტ-ექსპრესი. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  6. „გიორგი გაბაშვილმა ჩოგბურთში დაპირისპირებული მხარეები კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა“. ახალი რეგიონი. 31 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  7. ლეილა მესხი: «ჩვენი კიდევ ჩავატარებთ Baku Cup-ს». Tennis.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-11. ციტირების თარიღი: 2011-07-28.
  8. დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.