თეიმურაზ კაკულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ კაკულია
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაიბადა 26 აპრილი, 1947
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 25 აგვისტო, 2006 (59 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
პროფესიონალი 1966
კარიერა დაასრულა 1978
თამაში მემარჯვენე
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 31–36 (46.27%)
ტიტულები კარიერაში 0 ATP-ის რანგის ტურნირი
უმაღლესი რეიტინგი 91-ე (8 აპრილი, 1975)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1973)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1970, 1971, 1972, 1974)
უიმბლდონი 3რ (1972, 1976)
აშშ-ის ღია პირველობა 4რ (1976)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 12–29 (29.27%)
ტიტულები კარიერაში 0 ATP-ის რანგის ტურნირი
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1973)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1970, 1971, 1972, 1974, 1975)
უიმბლდონი 2რ (1974)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (1974, 1976)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
უიმბლდონი 2რ (1972, 1973, 1974, 1975)
ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2018.

თეიმურაზ კაკულია (დ. 26 აპრილი, 1947, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 25 აგვისტო, 2006, თბილისი, საქართველო) — საბჭოთა ყოფილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 91-ე ჩოგანი.

დიდი სლემის ტურნირებზე ერთეულთა თანრიგში კაკულიას საუკეთესო მიღწევა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გასვლა იყო, ხოლო წყვილებში იგი ალექსანდრე მეტრეველთან ერთად ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა 1973 წელს. ერთეულთა რეიტინგში კაკულიას უმაღლესი პოზიცია იყო 91-ე, 1975 წელს.

მისი სხვა მიღწევებიდან აღსანიშნავია ევროპის ოთხგზის ჩემპიონობა მოყვარულთა შორის, სსრკ-ს 6 ჩემპიონის ტიტული (ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წყვილთა თანრიგში 1972–76 წლებში და შერეულ წყვილებში მარინა ჩუვირინასთან ერთად 1969 წელს). კაკულია 3-ჯერ გახდა სსრკ-ს თასის გამარჯვებული 1972, 1975 და 1976 წლებში. იგი 11 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში. მონაწილეობას იღებდა დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. კაკულია იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1977) და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო ლეილა მესხის პირადი მწვრთნელი.

დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 1967 1968 1969 1970 1971 1972 1973 1974 1975 1976 მოგება–წაგება
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ 2რ 3–2
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ 2რ 2რ 1რ 2რ 1რ 4–6
უიმბლდონი 2კ 3რ 1რ 2რ 1რ 3რ 5–5
აშშ-ის ღია პირველობა 1რ 2რ 4რ 4–3
მოგება–წაგება 0–0 0–0 0–0 1–1 1–1 3–3 2–3 3–3 0–2 6–3 16–16

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც თეიმურაზ კაკულია 1976 წლის საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.