შინაარსზე გადასვლა

ლარისა ჰიენიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარისა ჰიენიუსი
ბელარ. Ларыса Антонаўна Геніюш
დაბადების თარიღი 27 ივლისი (9 აგვისტო), 1910
დაბადების ადგილი გროდნოს რაიონი
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1983(1983-04-07) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ზელვა
დასაფლავებულია ზელვა
საქმიანობა პოეტი, მწერალი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
ენა ბელარუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
 ჩეხოსლოვაკია
მოქალაქეობის არმქონე
მეუღლე Janka Hienijusz
შვილ(ებ)ი Q47007563?

ლარისა ჰიენიუსი (ბელარ. Лары́са Анто́наўна Ге́ніюш) (ქალიშვილობის მილაშევიჩი) (დ. 22 აგვისტო [ძვ. სტ. 9 აგვისტო] 1910 — გ. 7 აპრილი 1983) — ბელარუსი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ლარისა ჰიენიუსი დაიბადა 1910 წლის 9 აგვისტოს[1][2]) მრავალშვილიან მდიდარი გლეხის, მიწის მფლობელის ოჯახში. სწავლობდა პოლონურ სკოლაში, 1928 წელს დაამთავრა ვოლკოვის პოლონური გიმნაზია. ამ დროს გაეცნო მსოფლიო ლიტერატურას — პოლონურს, სკანდინავიურს, ინგლისურ კლასიკას. დაიწყო ლექსების წერა.

1935 წლის 3 თებერვალს გათხოვდა მედიკოსს სტუდენტზე ივანე ჰიენიუსზე, რომელიც სწავლობდა პრაღის კარლის უნივერსიტეტში. 1937 წელს შვილი იურის დაბადების შემდეგ, გაემგზავრა ქმართან პრაღაში. იქ ჰიენიუსების მეზობელი ალექსანდრა კოსაჩ-შიმანოვსკაია — ლესია უკრაინკას და იყო, რომლის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია ლარისაზე. თავისი პირველი ლექსები პოეტმა 1939 წელს გამოაქვეყნა ბელარუსი ემიგრანტ-ნაციონალისტების ბერლინურ გაზეთში „Раніца“. გაზეთის პირველი რედაქტორი იყო ფაბიან აკინჩიცი. 1942 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული „Ад родных ніў“.

როდესაც 1939 წელს წითელი არმია დასავლეთი ბელორუსიის ტერიტორიაზე შეიჭრა, ლარისას მამა ანტონ მიკლაშევიჩი დაცხრილეს, ხოლო დედა და ორი და გაგზავნეს ყაზახეთში. 1943 წლის მარტში, ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვასილი ზახარკოს წერილის მიხედვით, ლარისა ჰიენიუსი ემიგრაციაში ბსრ-ის მთავრობის მდივნად დაინიშნა. ის ინახავდა და აწესრიგებდა ბსრ-ის არქივს, ეხმარებოდა ბელორუს ემიგრანტებს, პოლიტიკურ დევნილებსა და ჯარშიშეპყრობილებს. ლარისა ჰიენიუსის მემუარებზე 1996 წელს რეჟისორმა ვიტალი დუდინმა გადაიღი ფილმი „ჩიტები ბუდეების გარეშე“.

ლარისა ჰიენიუსი გარდაიცვალა 1983 წელს ზელვეში და დასვენებული იყო ქმრის გვერდით. პოეტის შვილიშვილმა გაყიდა სახლი რომელშიც ცხოვრობდა.

  • „Ад родных ніў“ (1942)
  • „Невадам зь Нёмана“ (1967)
  • „На чабары настоена“ (1982)
  • „Dzieviać vieršaŭ“ (1987)
  • „Белы сон“ (1990)
  • „Вершы: рукапісны зборнік з 1945-47 гг.“ (1992)
  • „Выбраныя вершы“ (1997)
  • „Гасціна“ (2000)
  • „Выбраныя творы“ (;ექსები, პოეზია, პროზა, წერილები, 2000)
  • კრებული დაწერილი ორ ტომად, 2010[3])

პოეზია ბავშვებისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „Казкі для Міхаські“ (1972)
  • „Добрай раніцы, Алесь“ (1976)
  • „აღიარება“ (მოგონებები), 1990)
  • „Маці і сын“ (იმავე გამოცემაში — ლარისა ჰიენიუსის კრებულებუ „გულები„ 1992)
  • „Каб вы ведалі: з эпісталярнай спадчыны“ (2005)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]