ლარისა ჰიენიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლარისა ჰიენიუსი
Genijusz Praga.jpg
დაბ. თარიღი 9 (22) აგვისტო 1910
დაბ. ადგილი გროდნოს რაიონი
გარდ. თარიღი 7 აპრილი 1983(1983-04-07) (72 წლის)
გარდ. ადგილი ზელვა
დასაფლავებულია ზელვა
საქმიანობა პოეტი, მწერალი და პოლიტიკოსი
ენა ბელარუსული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Poland.svg პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
Flag of Belarus (1918, 1991–1995).svg ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა
Flag of the Czech Republic.svg ჩეხოსლოვაკია
მეუღლე Janka Hienijusz
შვილ(ებ)ი Q47007563?

ლარისა ჰიენიუსი (ბელარ. Лары́са Анто́наўна Ге́ніюш) (ქალიშვილობის მილაშევიჩი) (დ. 22 აგვისტო [ძვ. სტ. 9 აგვისტო] 1910 — გ. 7 აპრილი 1983) — ბელარუსი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარისა ჰიენიუსი დაიბადა 1910 წლის 9 აგვისტოს[1][2]) მრავალშვილიან მდიდარი გლეხის, მიწის მფლობელის ოჯახში. სწავლობდა პოლონურ სკოლაში, 1928 წელს დაამთავრა ვოლკოვის პოლონური გიმნაზია. ამ დროს გაეცნო მსოფლიო ლიტერატურას — პოლონურს, სკანდინავიურს, ინგლისურ კლასიკას. დაიწყო ლექსების წერა.

1935 წლის 3 თებერვალს გათხოვდა მედიკოსს სტუდენტზე ივანე ჰიენიუსზე, რომელიც სწავლობდა პრაღის კარლოვის უნივერსიტეტში. 1937 წელს შვილი იურის დაბადების შემდეგ, გაემგზავრა ქმართან პრაღაში. იქ ჰიენიუსების მეზობელი ალექსანდრა კოსაჩ-შიმანოვსკაია — ლესია უკრაინკას და იყო, რომლის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია ლარისაზე. თავისი პირველი ლექსები პოეტმა 1939 წელს გამოაქვეყნა ბელარუსი ემიგრანტ-ნაციონალისტების ბერლინურ გაზეთში „Раніца“. გაზეთის პირველი რედაქტორი იყო ფაბიან აკინჩიცი. 1942 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული „Ад родных ніў“.

როდესაც 1939 წელს წითელი არმია დასავლეთი ბელორუსიის ტერიტორიაზე შეიჭრა, ლარისას მამა ანტონ მიკლაშევიჩი დაცხრილეს, ხოლო დედა და ორი და გაგზავნეს ყაზახეთში. 1943 წლის მარტში, ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვასილი ზახარკოს წერილის მიხედვით, ლარისა ჰიენიუსი ემიგრაციაში ბსრ-ის მთავრობის მდივნად დაინიშნა. ის ინახავდა და აწესრიგებდა ბსრ-ის არქივს, ეხმარებოდა ბელორუს ემიგრანტებს, პოლიტიკურ დევნილებსა და ჯარშიშეპყრობილებს. ლარისა ჰიენიუსის მემუარებზე 1996 წელს რეჟისორმა ვიტალი დუდინმა გადაიღი ფილმი „ჩიტები ბუდეების გარეშე“.

ლარისა ჰიენიუსი გარდაიცვალა 1983 წელს ზელვეში და დასვენებული იყო ქმრის გვერდით. პოეტის შვილიშვილმა გაყიდა სახლი რომელშიც ცხოვრობდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსების კრებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Ад родных ніў“ (1942)
  • „Невадам зь Нёмана“ (1967)
  • „На чабары настоена“ (1982)
  • „Dzieviać vieršaŭ“ (1987)
  • „Белы сон“ (1990)
  • „Вершы: рукапісны зборнік з 1945-47 гг.“ (1992)
  • „Выбраныя вершы“ (1997)
  • „Гасціна“ (2000)
  • „Выбраныя творы“ (;ექსები, პოეზია, პროზა, წერილები, 2000)
  • კრებული დაწერილი ორ ტომად, 2010[3])

პოეზია ბავშვებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Казкі для Міхаські“ (1972)
  • „Добрай раніцы, Алесь“ (1976)

სხვა შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „აღიარება“ (მოგონებები), 1990)
  • „Маці і сын“ (იმავე გამოცემაში — ლარისა ჰიენიუსის კრებულებუ „გულები„ 1992)
  • „Каб вы ведалі: з эпісталярнай спадчыны“ (2005)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]