შინაარსზე გადასვლა

ლაზანია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაზანია

ლაზანია (იტალიური: [laˈzaɲɲe]; მხოლობითი: [Laˈzaɲɲa]) არის ფართო, ბრტყელი პასტა (ქართულად: ცომი)[1], რომელიც, სავარაუდოდ, ერთ – ერთი უძველესი სახეობის პასტას წარმოადგენს.

ლაზანია არის იტალიური კერძი, რომელიც დამზადებულია თხელი, ბრტყელი პასტას ერთმანეთზე დალაგებული ფენებისგან, რომელთა შორისაც მოთავსაბულია სხვადასხვა ინგრედიენტები, როგორიცაა რაგუ (ragù) (ხორცსაკეპში გატარებული ხორცი და ტომატის სოუსი) და სხვადასხვა ბოსტნეული, ასევე ყველი (მაგალითად: რიკოტა და პარმეზანი), სუნელები და სანელებლები, როგორიცაა ნიორი, ორეგანო და რეჰანი[2]. კერძს ზემოდან შეიძლება დავურთოდ გახეხილი მოცარელას დამდნარი ყველი. როგორც წესი, მოხარშული პასტა სხვა ინგრედიენტებთან ერთად იგება და შემდეგ ღუმელში იდება გამოსაცხობად. უკვე მზა ლაზანია შემდგომში ოთხკუთხედებად იჭრება ულუფებად დასაყოფად.

წარმოშობა და ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პასტას ფენები

ლაზანია გაჩნდა შუა საუკუნეების იტალიაში და მის წარმოშობას ტრადიციულად ქალაქ ნეაპოლს უკავშირებენ. ლაზანიის პირველი ჩაწერილი რეცეპტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, XIV საუკუნის დასაწყისში შექმნილ წიგნში Liber de Coquina (წიგნი კულინარიის შესახებ) გვხვდება[3]. თავდაპირველ და თანამედროვე ლაზანიას შორის მსგავსებები თითქმის არაა. წიგნში მოცემული რეცეპტის მიხედვით, ლაზანიას ცომს ასაფუებლად ტოვებდნენ, ცომს შემდეგ გააბრტყელებდნენ და აადუღებდნენ, უკვე მოხარშულ ცომს ზემოდან ყველს და სხვადასხვა სანელებლებსს ამატებდნენ, შემდეგ კი პატარა, წვეტიანი ჯოხით მიირთმევდნენ[4]. Liber de Coquina-ს დაწერიდან 1 საუკუნის შემდეგ, ჩნდება ახალი რეცეპტები, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ მაკარონის ცომის ქათმის ბულიონში მოხარშვას და მისი ყველით და ქათმის ცხიმით დააფარვას. ხოლო ლაზანიას სპეციალური სამარხვო ვერსია კაკლით კეთდება ხორცის ნაცვლად.

ნეაპოლის ტრადიციული ლაზანია - „ლაზანიე დი კარნევალე“ (lasagne di carnevale),თხელი მაკარონის ფენების გარდა, შეიცავს ადგილობრივ ძეხვს, პატარა, შემწვარი ხორცის ბურთულებს, მოხარშულ კვერცხებს, რიკოტასა და მოცარელას ყველს და ნეაპოლიტანურ ragù-ს (ხორცის) სოუსს. ლაზანიას კიდევ ერთი ვერსია - Lasagne al forno, გამოირჩევა შედარებით უფრო სქელი ragù-ს სოუსით (რომელსაც ხშირად კიდევ რამდენიმე სხვა სახის სოუსს უმატებენ) და ის ყველაზე გავრცელებულ ლაზანიას წარმოადგენს იტალიის გარეთ. იტალიის შიგნით, ამ სახის ლაზანია ტრადიციულად ასოცირდება ემილია-რომანიას რეგიონთან. სხვა რეგიონებში, ლაზანის დამზადება შესაძლებელია რიკოტას ან მოცარელას ყველის, ტომატის სოუსის, ხორცის (მაგალითად: გატარებული ძროხის, ღორის ან ქათმის) და ბოსტნეულის (კომბოსტო, ზეთისხილი, სოკო) კომბინაციით. როგორც წესი, გემო მიეცემა ღვინით, ნიორით, ხახვით და ორეგანოთი. ლაზანია ყოველთვის ღუმელში ცხვება.

ძველ რომში არსებობდა ტრადიციული ლაზანიას მსგავსი კერძი, სახელწოდებით lasana or lasanum (ლათ. „სათავსო“ ან „ჩაიდანი“), რომელიც აღწერილია მარკუს გავიუს აპიციუსის წიგნში De re coquinaria[5], მაგრამ ამ სიტყვის წარმოშობა შეიძლება ამაზე უფრო ძველ ხანებს უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიტყვა ლაზანია მოდის ბერძნული სიტყვიდან λάγανον (ლაგანონი)[6], რაც ნიშნავს განივად დაჭრილი პასტას ცომის ბრტყელ ფენას. სიტყვა λαγάνα (ლაგანა) ბერძნულში დღესაც გამოიყენება თხელი, ბრტყელი პურის აღსაწერად[7].

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული კომიქსის „გარფილდის“ მთავარ პერსონაჟს, კატა გარფილდს განსაკუთრებით უყვარს ლაზანია[8]

  1. http://vinoge.com/samzareulo/pasta-Tu-makaroni
  2. ლაზანია - განმარტება (ინგლისური)
  3. Liber de Coquina (1285). (იტალიური)
  4. Serventi, Pasta: the story of a universal food, Columbia UP, 2012, p.235
  5. De re coquinaria. Apicio. (იტალიური)
  6. λάγανον (ბერძნული)
  7. პასტას წარმოშობის შესახებ დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  8. გარფილდი და მეგობრები დაარქივებული 2019-09-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაზანია“-დან