შინაარსზე გადასვლა

ლადო მესხიშვილის ქუჩა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა.
ეთერ კაკულიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები ლაზარევის ქუჩა, ლადო მესხიშვილის ქუჩა, ეთერ კაკულიას ქუჩა

ლადო მესხიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). მდებარეობს ავლაბრის მოედნიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 50-იან წლებში. აღნიშნულია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. 1923 წლამდე ივანე ლაზარევის სახელი ერქვა, ამის შემდეგ ქუჩის ნაწილს ლადო მესხიშვილის, ხოლო მეორეს — მოსე ურიცკის სახელი ეწოდა (ამ უკანასკნელს ახლა სამრეკლოს ქუჩა ჰქვია). აქვს ერთი შესახვევი (ყოფილი ყაღიზმანის შესახვევი). 2015 წლის 30 ოქტომბერს ეთერ კაკულიას ქუჩა დაერქვა.[1] ამავე წლის 27 ნოემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და ქუჩას ლადო მესხიშვილის სახელი აღუდგა.[2]

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №400. საკანონმდებლო მაცნე (30 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2020.
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №464. საკანონმდებლო მაცნე (27 ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023