ეთერ კაკულიას ქუჩა
იერსახე
| ეთერ კაკულიას ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| წინა სახელები | სალდათის ქუჩა, წითელარმიელის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა |
ეთერ კაკულიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (დოლაბაური); ქეთევან დედოფლის გამზირიდან დოლაბაურის III ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. აღნიშნულია ქალაქის 1851 წლის გეგმაზე როგორც სალდათის ქუჩა. რევოლუციამდე ამ ქუჩის მახლობლად იდგა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკის ყაზარმები. საბჭოთა ხელილისუფლების წლებში აქ წითელარმიელთა ნაწილები განლაგდნენ (აქვე იყო წითელარმიელთა კლუბიც). ამის გამო ქუჩას XX საუკუნის 30-იან წლებში წითელარმიელის ქუჩა დაერქვა. 2007 წელს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ეწოდა. 2015 წლის 27 ნოემბერს ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩას და მასთან არსებულ პატარძეულის შესახვევს ეთერ კაკულიას სახელი დაერქვა.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №465. საკანონმდებლო მაცნე (27 ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023