სამრეკლოს ქუჩა
იერსახე
| სამრეკლოს ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
| წინა სახელები | ლაზარევის ქუჩა, ურიცკის ქუჩა |
სამრეკლოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი), იწყება ნიკო ლომოურის ქუჩიდან და გრძელდება რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 50-იან წლებში. აღნიშნულია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. 1923 წლამდე ივანე ლაზარევის სახელი ერქვა, ამის შემდეგ ქუჩის ნაწილს ლადო მესხიშვილის, ხოლო მეორეს — მოსე ურიცკის სახელი ეწოდა. მ. ურიცკის ქუჩას 2007 წელს სამრეკლოს ქუჩა უწოდეს. აქვს ორი შესახვევი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 156, ISBN 978-99928-20-35-3.