ლადო მესხიშვილის ქუჩა
იერსახე
ეთერ კაკულიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
უბანი | ავლაბარი |
წინა სახელები | ლაზარევის ქუჩა, ლადო მესხიშვილის ქუჩა, ეთერ კაკულიას ქუჩა |
ლადო მესხიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). მდებარეობს ავლაბრის მოედნიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 50-იან წლებში. აღნიშნულია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. 1923 წლამდე ივანე ლაზარევის სახელი ერქვა, ამის შემდეგ ქუჩის ნაწილს ლადო მესხიშვილის, ხოლო მეორეს — მოსე ურიცკის სახელი ეწოდა (ამ უკანასკნელს ახლა სამრეკლოს ქუჩა ჰქვია). აქვს ერთი შესახვევი (ყოფილი ყაღიზმანის შესახვევი). 2015 წლის 30 ოქტომბერს ეთერ კაკულიას ქუჩა დაერქვა.[1] ამავე წლის 27 ნოემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და ქუჩას ლადო მესხიშვილის სახელი აღუდგა.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 118, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №400. საკანონმდებლო მაცნე (30 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2020.
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №464. საკანონმდებლო მაცნე (27 ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023