კულტურული ქამა
კულტურული ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agaricus bisporus (J.E.Lange) Imbach, 1946 | |||||||||||||||
|
კულტურული ქამა, აგრეთვე ცნობილია როგორც ორსპორიანი ქამა (ლათ. Agaricus bisporus) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა. ბუნებრივ გარემოში გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და სხვადასხვა კუნძულებზე.
კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იზრდება ნიადაგზე, საძოვრებზე, ბაღ-ბოსტნებში, პარკებში, გადამწვარ ნაკელიან გროვებზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ბევრ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.
სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა მიკოლოგმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1871 წელს.[1][2] მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ემილ იმბახმა 1946 წელს.[3]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, მომრგვალო, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში გაშლილი. ზედაპირი პრიალა ან რადიალურ-ბოჭკოვანია. ზოგჯერ ქერცლიანი, ჭუჭყისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ყავისფერ-მურამდე.
რბილობი — მკვრივი, წვნიანი, ხელის დაჭერისას მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს იღებს, სოკოს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.
ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 3-4, გლუვი, სწორი, თანაბარი სისქის, ზოგჯერ ძირში გამსხვილებული, თეთრი, კარგად გამოხატული საყელოთი, რომელიც ადვილად სცილდება, მოთეთროა, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანია.[4]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.
სპორები – წაგრძელებული კვერცხისებრია, მეწამულ-ყავისფერი. 4-7,5X4-5,5 მკმ.[5]
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იხმარება ახალი, შემწვარი, მოხარშული, დაკონსერვებული, დამარინადებული, ასევე ხმარობენ სალათების მოსამზადებლად.
გამხმარი სოკო და ფხვნილი გამოიყენება ღვეზელებისა და სუპების მოსამზადებლად.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპროტროფია.[6] ბუნებრივ გარემოში იშვიათად იზრდება. გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და სხვადასხვა კუნძულებზე.
იზრდება დიდ ჯგუფებად ნიადაგზე, საძოვრებზე, ბაღ-ბოსტნებში, პარკებში, გადამწვარ ნაკელიან გროვებზე.
სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
კულტივაციის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ხნის განმავლობაში კულტურული ქამა ითვლებოდა Agaricus campestris-ის ნაირსახეობად (რომელიც ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში). თუმცა 1906 წელს ამ ორ სახეობას შორის რიგი განსხვავებები აღმოაჩინეს და მოგვიანებით აღწერილ იქნა როგორც დამოუკიდებელი სახეობა — Agaricus bisporus.
ისტორიული ცნობები ქამას კულტივაციის შესახებ ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან მოდის. იტალიაში საძოვრებიდან მოტანილ მიცელიუმიან ბუსნოებს კვლებად რგავდნენ კარგად გაფხვიერებულ ნიადაგზე. შემდგომში გავრცელდა სოკოს დახურულ სივრცეში მოყვანის მეთოდი. ამისათვის გამოიყენებოდა მიტოვებული ქვის სამტეხლოები, სადაც მთელი წლის განმავლობაში დაცული იყო შესაფერისი ტემპერატურა და ტენიანობა. ქამას კულტურა იტალიიდან გავრცელდა მეზობელ შვეიცარიასა და საფრანგეთში. XVIII საუკუნეში მოიცვა სხვა ევროპული ქვეყნებიც.
1893-1894 წლებში პასტერის უნივერსიტეტში შეიმუშავეს ქამას სტერილური მიცელიუმის მიღების მეთოდი[7] და უკვე 1924 წლისთვის მწარმოებელი ქვეყნების უმრავლესობას გააჩნდათ სტერილური მიცელიუმის საკუთარი საწარმოო ლაბორატორიები.
კულტურული ქამა მოჰყავთ 70-ზე მეტ ქვეყანაში.[3] ყველაზე მსხვილი მწარმოებელია აშშ.[8]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Жизнь растений : в 6 т. / гл. ред. Ал. А. Фёдоров. — М. : Просвещение, 1976. — Т. 2 : Грибы / под ред. М. В. Горленко. — С. 286—288. — 479 с. — 300 000 экз
- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 159, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კულტურული ქამა“ ვიკისაწყობში.
- კულტურული ქამა MycoBank-ზე (ინგლისური)
- კულტურული ქამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cooke MC (1871). Handbook of British Fungi. London: Macmillan and Co., გვ. 138.
- ↑ Species Fungorum – Species synonymy. Index Fungorum. CAB International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2021.
- ↑ 3.0 3.1 Cappelli A. (1984). Fungi Europaei:Agaricus (it). Giovanna Biella, გვ. 123–25.
- ↑ М. В. Горленко, М. А. Бондарева, Л. В. Гарибова, И. И. Сидорова, Т. П. Сизова. Грибы СССР. Москва, изд. Мысль, 1980
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 159
- ↑ Ewald Gerhardt: Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. s. 60. ISBN 83-7404-513-2.
- ↑ Genders 1969, p. 18
- ↑ White Button. Fresh Mushrooms. Mushroom Council (n.d.). ციტირების თარიღი: 29 February 2020