შინაარსზე გადასვლა

კელტური მითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კელტური მითოლოგიაკელტების პოლითეისტური მითოლოგია, რკინის ხანის კელტების რელიგია. მითლოგია განსაკუთრებით მწირადაა შემორჩენილი კონტინენტურ კელტებში, რომელთაც რომის იმპერიის გავლენა ყველაზე მეტად განიცადეს. კუნძულზე მცხოვრები კელტების მითები უკეთ არის დაცული გარეშე ზეგავლენისაგან, რადგან ჩაწერის დრომდე თთქმის ხელუხლებლად მიაღწიეს. ურთიერთდაკავშრებული მითებისა და ლეგენდების განსაკუთრებით მდიდარი მარაგია დაცული ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში.

კელტური ღმერთ სუკელუსი

კელტები ცხოვრობდენ თემური კანონებით. მათი კულტურა მდიდარი იყო ლეგენდებით, რომლებიც საუკუნეების მანძლზე ზეპირად ვრცელდებოდა ,რის გამოც მათი სხვადასხვა ვარიანტები იქმნებოდა. ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ბევრ ცნობას გვაწვდის კელტების ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე. ძველი ხალხების უმრავლესობის მსგავსად მათაც სწამდათ საიქიო ცხოვრების. ამის დასტუია ის, რომ ისინი მიცვალებულს საფლავში ატანდნენ უამრავ საყოფაცხოვრებო ნივთს: ჭურჭელს, ხელსაწყოებს, იარაღს, სამკაულებს, ურმებს, ეტლებს და ცხენებსაც კი.

მნიშვნელოვანია ის, რომ კელტებს სიკვდილის შემდეგ სულის ტრანსფორმაციის სწამდათ, რაც მათ სიკვლის შსშს უქრობდა და ბრძლებში სიმამაცეს სძენდა.

კელტური რწმენა–წარმოდგენები და რიტუალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე მოღწეულ მითებში ღმერთების სახელები ხშირად გვხვდება, მათი თაყვანისცემის ფორმების დეტალები ჩვენთვის უცნობია. დრუიდები ბრძენი და ძალიან განსწავლული ადამიანები იყვნენ, რომლებიც მომავლის განჭვრეტას სხვადასხვა საშუალებებით ახერხებდნენ. კელტებით დასახლებულ რეგიონებში, ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, ცხოველების მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. რგორც ჩანს, ამ რიტუალების ნაწილს ადმიანთა მსხვერპლშეწირვაც წარმოადგენდა. ამ მოსაზრებას ამტკიცებს დახოცილი ადამიანების ნეშტების აღმოჩნა როგორც ევროპის, ისე კუნძულის ჭაობებში. ევროპაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ირლანდიური და შოტლანდიური მითების მსგავსად მიუთითებს იმაზე, რომ ომის დროს მსხვერპლს თავს აჭრიდნენ და ნადავლის სახით სამლოცველოებში ინახავდნენ.

კელტური წარმოშობისაა შემზარავი "დაწნული კაცი" - დაწნული ტოტებისგან გაკეთებული ადამიანის ფორმის უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელშიც ცოცხლად დასაწვავ ხალხს ამწყვდევდნენ. ამგვარი პრაქტიკის შესახებ წერდნენ იულიუს კეისარი და სხვა ავტორებიც, მაგრამ მათ ამის შესახებ მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ. სინამდვილეშ დაწნული კაცის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და გადმოცემები მის შესახებ, შესაძლოა, უფრო სიმბოლური იყოს ვიდრე ნამდვილი.

კელტურენოვანი ხალხები იზიარებენ წარმოდგენას იმაზე, რომ არსებობს რეალობის რამდენიმე ფენა: ჩვეულებრივი სამყარო და განსხვავებული რეალობა, სადაც შეიძლება არსებობდნენ სხვა არსებები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეჭრა. როგორც ირლანდიური ისე უელსური მითების თანახმად, რომლებიც მაგალითად ნადირობას უკავშირდება, სხვა სამყაროდან ჩვეულებრივ სამყაროში გადმოსვლა თავისუფლად შეიძლება. სხვა სამყარო შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ადგილი, სადაც გარდაცვლილები კარგად ცხოვრობდნენ, დროს ნადიმსა და მუსიკის მოსმენაში ატარებდნენ, ხოლო მეომრები კვლავ იბრძოდნენ, ან საფრთხით აღსავსე ბნელი, პირქუში ადგილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ სიკვდილამდე მოხვდებოდნენ. კელტური გადმოცემები დიდი სიამოვნებით აღწერს რეალობათა შეცვლას და ზებუნებრივი მოვლენების ააღსაიშნავად ცხოველებსა და ფრინველებს იყენებს.

ღმერთები და ქალღმერთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეპონა კელტური ცხენოსობის ქალღმერთი

სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ტერიტორიაზე კელტური წარმოშობის ხალხებს ბევრი ღმერთი ჰყავდათ. კელტურ სამყაროში 360 ღმერთის სახელი დასტურდება, მაგრამ მათგან მხოლოდ 20-ის სახელი გვხვდება ერთზე მეტჯერ.ასეთი ღმერთები სახელებია: ლუგოსი, კერნუნოსი, ესუსი, სექუანა, ბრიგანტია, ეპონა და მატრონა. იმის გამო რომ ზოგ კელტურ ღმერთს სხვადასხვა სახელები ჰქონდა, შესაძლოა, რომ ისინი ერთსა და იმავე ღმერთს აღნიშნავდნენ. ჩვენი ცოდნა მათ შესახებ ზოგჯერ ზედაპირულია: ღმერთების გავლენის სფერო მოიცავდა ომებს, მჭერმეტყველებასა და ახალგაზრდათა გადაეჩენას. ქალღმერთები კი დაკავშირებული იყვნენ მიწასთან და ნაყოფიერებასთან, მათ რიცხვებში შედიოდნენ: მიწის დედა, წყაროების, მიწებისა და ხეხილის ქალღმერთები. ეს ღმერთები ადამიაებთან ერთად არსებობდნენ და სრულიად რეალურები იყვნენ. ღმერთებისადმი განსაკუთრებული ღვთისმსახურების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ისინი ხალხის გვერდით იყვნენ და მათგან სათანადო პატივისცემას იღებდნენ. არსებობდა მხოლოდ ორი ღმერთი, რომელთაც მთელ კელტურ სამყაროში სცემდნენ თაყვანს: ღმერთ ლუგოსს (ირლანდიური - Lugh, უელსური - Llew), რომლის სახელი გერმანიიდან ესპანეთამდე და ზოგჯერ უფრო შორს აღმოსავლეთითაც გვხვდება, და მატრონას (უელსური - Modron), ის ცნობილია აგრეთვე როგორც ნორეია, სექუანა, ბრიგანტია და შესაძლოა, როგორც ერიუ და ბოანდი

კუნძულელი კელტების ღმერთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე მცხოვრები კელტების ურივე შტოს: როგორც უელსის, კორნუელისა და ბრიტანის, ისე ირლანდიის, შოტლანდიისა და მენის კუნძულის მკვიდრთ, სწამდათ, რომ ყველა ღმერთი და ქალღმერთი წარმოიშვა დედა ქალღმერთისგან, რომელსაც უელსურად (ვალიურიად) დონი, ხოლო ირლანდიურად დანუ ეწოდება. მის შთამომავლებს უელსში დონის შვილებს, ხოლო ირლანდიაში დანუს შვილებს უწოდებდნენ. დონის შვილებს შორის იყვნენ ვაჟები: მიწათმოქმედების ღმერთი ამეთონი, ხელოვნების ღმერთი გუიდონი და ნუდი. მისი ერთადერთი ასული იყო არიანრჰოდი, რომელმაც გუფიდონს შესძინა ლლეუ (ირლანდიური ლუგჰი), "ქერათმიანის" სახელწოდებით ცნობილი.

უელსურ მითებში ისეთი ღმერთებიც გვხვდება, რომლებიც, შესაძლოა ქალღმერთ დონთან არიან დაკავშრებულნი და უძველესი ბრიტანელების მეფისა და ზღვის ღმერთის - ლლირის შთამომავლები იყვნენ. ლლირს ორი ვაჟი - ბრანი დამანაუიდანი და ერთი ასული - ბრანუენი ჰყავდა. ეს ორი მამაცი ღმერთი ირლანდიურ მითოლოგიაში ბრონისა და მანანნან მაკ-ლირის სახელებით არია ცნობილი. მსგავსების გარდა ამ ღმერთებს შორის განსხვავებაც არსებობს და მათი თავგადასავლებიც განსხვავებულია.

დღემდე მოღწეული კელტური მითების წარმოშობის ადგილი უმთავრესად უელსი და ირლანდიაა. ეს ზეპირსიტყვიერი გამოცემები შუა საუკუნეებში შეიკრიბა და ჩაიწერა ქრისტიანი ავტორების მიერ. ამიტომ ხშირია გადახრები, რომელიც გამოწვეულია არა მხოლოდ დროის დიდი ინტერვალით, არამედ თავად ავტორების ჩარევით.

უელსური მითების დიდი ნაწილი დაკავშირებულია გადმოცემათა კრებულთან "მაბინოგიონი". წიგნს სახელი ლედი შარლოტ გესტმა დაარქვა, რომელმაც 1838-1849 წლები შუა საუკუნეების უელსური გადმოცემები ინგლისურად თარგმნა. ეს ნაშრომი სულ თერთმეტი მოთხრობისგან შედგება, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება მხოლოდ პირველი ოთხისთვის შეიძლება , რომლებიც ვალიელი ღმერთების - დონისა და ლლირის შვილებს ეხება. სათაური ვალიური სიტყვიდან - "მაბ" (ახალგაზრდა) მომდინარეობს და ღმერთების ახალგაზრდობის დროინდელ თავგადასავლებს აღწერს, რომელსაც ალბათ აღმზრდელობითი ფუნქცია ჰქოდა.

პვილი ირმებზე ნადირობისას

მაბიოგიონის პირველ წიგნში მოცემულია მითი პვილის შესახებ. არბერთის მბრძანებელი და დაიფედის უფლისწული პვილი ირმებზე ნადირობისას ანნვნის (სხვა სამყარო) მბრძანებელ არავნს ხვდებიან. პვილი უკვე არვნის მოკვლას აპირებდა, როდესაც გარს არავნის მანათობელი თეთრი ძაღლები შემეხვივნენ, რომელთაც წითელი ყურები ჰქონდათ. ეს ფერები სხვა სამყაროს არსებათათვის იყო დამახასიათებელი. პვილს დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ იმით შეეძლო, თუ არავნს ერთი წლით ადგილს გაუცვლიდა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ თავის სამყაროში დამრუნება მოუნდებოდა, არავნის მტერს სხვა სამყაროდან - ჰოფგუნს უნდა მოეკლა. არავნმა პვილი გააფრთხილა, რომ ჰოფგუნისთვის მხოლოდ ერთხელ დაერტყა, რადგან თუ მეორედ დაარტყამდა, ის გამოკეთდებოდა და ორჯერ უფრო ძლიერი გახდებოდა. ერთი წლის შემდეგ პვილი შეებრძოლება ჰოფგუნს და დაამარცხებს მას. ამის შემდეგ პვილი სახლში დაბრუნდება და მას შემდეგ სხვა სამყაროს მბრძანებლის სახელს იღებს, სიკვდილის შემდეგ კი მისი შვილები აგრძელებენ სხვა სამყაროს მეფე არავნთან მეგობრობის ტრადიციას.

ბრანის სკულპტურა, ჩრდილოეთ უელსი

ირლანდიის მეფე მათლოვკს ბრიტონის მეფე ლლირის მშვენიერი ასულის, უელსელი ბრანვენის ხელის თხოვნა სურდა. მისი ძმა ბრანი დათანხმდა და სასახლეში ქორწილი გაიმართა. თუმცა ბრანვენის ნახევარძმა დედის მხრიდან, ეფნისიენი, ქორწინების წინააღმდეგია და საქორწინო დღესასწაულის დროს სასახლის თავლაში მდგომ მათლოვკის ცხენებს ასახიჩრებს. ბრანი ცდილობს მათლოვკი დაამშვიდოს და უამრავ საჩუქარს ჩუქნის, რომელთაგან უძვირფასესია ირლანდიაში დამზადებული ჯადოსნური ქვაბი, რომელსაც მოკლული ჯარისკაცების გაცოცხლება შეუძლია, თუმცა მათ ლაპარაკის უნარი აღარ ექნებათ. მათლოვკი ძღვენს იღებს და ბრანვენთან ერთად გემით ირლანდიაში გაემგზავრება. ის ახალ დედოფალს მოსამსახურესავით ეპყრობა, რადგან სამაგიეროს უხდის უელსში ცუდი მასპინძლობის გამო. ბრანვენი იძულებულია სამზარეულოში იმუშაოს, სადაც ყასაბი უხეშად მოეპყრობა. სასოწარკვეთილი ბრანვენი შოშიას გაწვრთნის, რომ ბრანს ამბავი წაუღოს. ბრანი მაშინვე ირლანდიაზე გასალაშქრებლად და თაისი დის გადასარჩენად გაემართება. ის უზარმაზარი კაცი იყო და ირლანდიის სანაპიროს მთასავით უახლოვდებოდა. ირლანდიელები გადაულახავი მდინარის მეორე მხარეს განლაგდებიან და ხიდს დაწვავენ, მაგრამ ბრანი მდინარეზე გადაწვება და მისი ჯარი მეორე ნაპირზე გადავა. მათ მათოლქის ჯარი გაანადგურეს და ცოტა ხნით მშვიდობამ დაისადგურა. როდესაც ბრძოლა განახლდა, რაც ნაწილობრივ ისევ ეფნისიენის ქმედებებმა გამოიწვია, ბრანი მოწამლული ისრით დაიჭრა, მისი ჯარიდან კი მხოლოდ შვიდი კაცი გადარჩა. ბრანმა თავის ხალხს, რომელთა შორისაც დაიფედის მეფე პრიდერი და მისი ძმა მანავიდანი იყვნენ, უბრძანა ეფნისიენისთვის თავი მოეკვეთათ და მთელ ქვეყანაზე შემოეტარებინათ, შემდეგ კი ლონდონში სახით აღმოსავლეთით დაესაფლავებინათ, რომ იქიდანაც ედარაჯა და უცხოელთა შემოჭრისაგან დაეცვა დიდი ბრიტანეთი. ლონდონისკენ მოგზაურობა 87 წელი გრძელდებოდა. მოჭრილი თავი ცოცხლობდა და დასაფლავებამდე სასწაულების შესახებ ყვებოდა. ამასობაში, ბრანვენი დარდისგან კვდება და სიკვდილის წინ მოთქვამს, რომ მის გამო, ორი დიდი კუნძული ერთმანეთთან ვერ რიგდებოდა.

  • მითოლოგია, მითები და ლეგენდები, "საქართველოს მაცნე", თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]