კახაბრის ვაკე
კახაბრის ვაკე — დაბლობი აჭარაში, ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და მდინარე ჭოროხს შორის, ზღვის დონიდან 22 მ-მდე. კახაბრის ვაკე ჭოროხის ძველი დელტის ნაწილია. აგებულია მეოთხეული კენჭნარითა და ქვიშებით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 5 კმ. ვაკის უმეტეს ნაწილზე კულტურული ლანდშაფტია.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი ატარებს XV საუკუნის II ნახევარში მოღვაწე გურიის მთავარის — კახაბერ გურიელის სახელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 584.
|