შინაარსზე გადასვლა

კვარიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვარიათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქალაქი ბათუმი
კოორდინატები 41°32′43″ ჩ. გ. 41°33′49″ ა. გ. / 41.54528° ჩ. გ. 41.56361° ა. გ. / 41.54528; 41.56361
მოსახლეობა 98[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
კვარიათი — საქართველო
კვარიათი
კვარიათი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
კვარიათი

კვარიათი — დასახლება ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში. მდებარეობს მდინარე კვარიათის ნაპირებზე, კახაბრის ვაკეზე, ზღვის დონიდან 10 მ.

კვარიათი იყო სოფელი, შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გონიოს თემში. საბჭოთა დროს განვითარებული იყო მეციტრუსეობა და მეჩაიეობა. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 98 ადამიანი[1]. 2011 წელს შეუერთდა ბათუმს.

კვარიათი ერთ-ერთი პოპულარული შავიზღვისპირა კურორტია საქართველოში. პლაჟი 1 კმ სიგრძისაა. მისი ჩრდილოეთ ნაწილი უერთდება გონიოს პლაჟს, სამხრეთით კი სარფის პლაჟისგან ყოფს კლდე. კვარიათის პოპულარობას ხელს უწყობს მდიდარი წყალქვეშა სამყარო, აქ ფუნქციონირებს დაივინგ-ცენტრი. სასტუმროების უმეტესობა პლაჟიდან 100 მ-ში მდებარეობს, ნაწილი განლაგებულია მთის ფერდობზე.